„უნდა ვიყოთ ფხიზლად, მშობლებიც, მეგობრებიც და მასწავლებლებიც“… | Jolo.ge


„უნდა ვიყოთ ფხიზლად, მშობლებიც, მეგობრებიც და მასწავლებლებიც“…

„უნდა ვიყოთ ფხიზლად, მშობლებიც, მეგობრებიც და მასწავლებლებიც“…

„ერთ ჩვეულებრივ ვარჯიშზე დაახლოებით 15 წლის გოგონებმა შემომჩივლეს, რომ თავიანთ კლასელ ბიჭს ყოველ დღე სცემდნენ თანაკლასელი ბიჭები და ეს გოგონები ძალიან წუხდნენ რომ ვერაფრით ეხმარებოდნენ მას.

levanმე ხუმრობანარევი გულწრფელობით ვუთხარი, რომ გამოგაყოლებთ ჩემს 15 წლის მოსწავლეს, თ.ქ -ს და იმ დაჩაგრული ბიჭის დასაცავად მთელ კლასს ეს ერთი გაგილახავთთქო. ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემი რომელიმე მოსწავლე, რომელსაც ერთი წელი მაინც უვლია ჩვენთან, ამდაგვარ სიტუაციაში აღმოჩნდეს — იყოს ან მოძალადე ან მსხვერპლი.

ზოგადად ჩაგვრა, ფიზიკურად სუსტი და ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანის თვითდამკვიდრებისა და საკუთარი თავის ძლიერად წარმოჩენის მანკიერი ფორმაა. ხოლო მსხვერპლი, აწ უკვე არასრულფასოვნებით დასნებოვნებული, როდესაც გააცნობიერებს ამ ყველაფერს, თვითონვე ეცდება უფრო სასტიკი ფორმით იძალადოს სხვაზე და გამოისყიდოს ან კომპენსაცია მოახდინოს თავისი დამცირებული სტატუსის.

როგორც ნათქვამია, ყველა მოახერხებს გადაახტეს ხეს, თუკი ეს ხე უკვე წაქცეულია. ამიტომ, თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ ფხიზლად, მშობლებიც, მეგობრებიც და მასწავლებლებიც. ნებისმიერი პროფილის პედაგოგი ვალდებულია ასეთ ფაქტზე თვალი არ დახუჭოს და იმუშაოს ორივე მხარესთან, განსაკუთრებით კრიზისულ ასაკში.
მანამ უნდა გამოჭედო რკინა სანამ ცხელია!“

ლევან როგავა,

საქართველოს საბრძოლო ხელოვნების ცენტრის პრეზიდენტი

ნანახია:(1494)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«ეტყობა მეც დამეუფლა ფეისბუქზე მიჯაჭვულობის და ყურადღების მიქცევის ერთგვარი სისუსტე»_ ნიკოლოზ რაჭველი

«რა არის არა ფეისბუქი?! თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით… უფრო უცნაური თვისებები აქვს ჩვენთვის, ვისი ბავშვობაც საბჭოთა პერიოდში მიმდინარეობდა… ალბათ


შენი წამებით ნაშოვნი ფულით შენმა ქმარმა ფრთები გაშალა, რატომ «აგულავებ და აბლატავებ» ?! 

რამდენიმე რამე ბოლომდე გაუგებარი რჩება ჩემთვის ქართული რეალობიდან 1. განუსაზღვრელი ვადით საშოვარზე თუ უნდა წახვიდე ქვეყნიდან, რატომ მიდის ქალი და


„ნაგლად ქართველ ვაჟკაცურად“ — ხელით ვანიშნე რას აკეთებ — მეთქი …

„ვისაც ეხება იქნებ იმის ყურამდე (თუ თვალამდე, თუ ტვინამდე) მივიდეს“ — წერს პაატა ცაგარეიშვილი სოციალურ ქსელში და ქართველი ვაჟკაცის მორიგ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*