“უნდა შევქმნა პარტია არა პოლიტიკური, არამედ ერთი დიდი ოჯახი, სადაც ადამიანობა და სისუფთავე იქნება!” | Jolo.ge


“უნდა შევქმნა პარტია არა პოლიტიკური, არამედ ერთი დიდი ოჯახი, სადაც ადამიანობა და სისუფთავე იქნება!”

“უნდა შევქმნა პარტია არა პოლიტიკური, არამედ ერთი დიდი ოჯახი, სადაც ადამიანობა და სისუფთავე იქნება!”

დინო გეთიაშვილი

კინორეჟისორი სცენარისტი ოპერატორი და პოეტი

“ხელოვნება გადაარჩენს სამყაროს”

-“ზოგჯერ მოუსმინეთ ჩემნაირ ხალხს, რომლებიც არც ერთ პარტიაში არ არიან და არც არავის უკანალს ლოკავენ. ხან ერთი პარტია მოითბობს ხელს, ხან მეორე, ხან მესამე და ხან მეოთხე. ხან ერთი მოვა სათავეში, მოიწყობს პირად ცხოვრებას და ხან მეორე და ასე ხდება ხოლმე, როდესაც დანაყრებული ხელისუფლება ადგილს უთმობს დამშეულ მომავალ ხელისუფალთ და მათაც მეტი რა დარჩენიათ… სანამ დრო აქვთ ისქელებენ ჯიბეებს. ყველა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და ხალხი მხოლოდ მაშინ ახსოვს, როდესაც კვერცხი მოადგებთ – სად არიან მანამდე, როცა უამრავი პრობლემა თავს გვახვევია.

გადაშენდება ქართველობა და თქვენივე მომავალი იცხოვრებს წუმპეში – ჩვენ კი დავრჩებით ისეთებად, როგორებიც ვართ, რადგან ისტორია წარუშლელია. უნდა გრცხვენოდეთ თქვენი საქციელის. ხალხი მაშინ დაგაფასებთ, როდესაც მათთვის იცხოვრებთ. დღეს არც ხელოვანი ხალხი გინდათ, არც კულტურა, არც გლეხი და არც პატიოსანი. დღეს ან პარტიული უნდა იყო, ან ძალოვანის თანამშრომელი და ან კარგად განსწავლული თაღლითი, რომ გადარჩე. მე უნდა შევქმნა ეხლა პარტია “ხელოვნება გადაარჩენს სამყაროს” არა პოლიტიკური, არამედ ერთი დიდი ოჯახი, სადაც ადამიანობა და სისუფთავე იქნება.

ვისაც გინდათ, რომ გაწევრიანდეთ ხელოვანთა ოჯახში – კარი ნამდვილად ღიაა ყველა ხელოვანისთვის. მე მართლა მინდა, რომ სული ჩავუდგა ამ ჩანაფიქრს და რადგან ძალა ერთობაშია – ერთად დავდგეთ მეგობრებო და ერთ მუშტად შეკრულებს ვერავინ და ვერაფერი ვეღარ დაგვშლის.  დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი ძალიან ბევრისთვის იქნება საინტერესო და საბოლოოდ მთელი საქართველოს ინტერესად იქცევა”

 

წყარო: Geo Media TV

ნანახია:(110)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
დინო გეთიაშვილი

Related Articles

პირველად საქართველოში — სიცილისა და პოზიტიური აზროვნებისადმი მიძღვნილი კონფერენცია

2 მაისს საშუალება გეძლევათ სიცილისა და პოზიტიური აზროვნებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწროთ და თქვენთვის სასარგებლო მოსაზრებები მოისმინოთ.   მოხსენებებს ფსიქოლოგები, ექიმები,


ნეიროიმპულსური თერაპია – განკურნება მარტივი და ეფექტური მეთოდებით

ძველი ჩინური დაოსური ფსიქოენერგეტიკული სისტემების მიხედვით საქართველოში შეიქმნა საინტერესო მიმდინარეობა — «ნეიროიმპულსური თერაპია», რომელსაც აღმოსავლური გამაახალგაზრდავებელი პრაქტიკების სპეციალისტმა მამუკა მანგოშვილმა


იოანეს გადასარჩენად — თითოეულის ჩართულობა მნიშვნელოვანია

5 წლის იოანე კოხრეიძეს დაუდგინდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე — ხიდის დიფუზური გლიომა. მას გადაუდებლად ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობის ჩატარება, რისთვისაც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*