„უნდა შეეგუოთ, რომ ადამიანების დიდი ნაწილი დაუნახავია“… | Jolo.ge


„უნდა შეეგუოთ, რომ ადამიანების დიდი ნაწილი დაუნახავია“…

„უნდა შეეგუოთ, რომ ადამიანების დიდი ნაწილი დაუნახავია“…

დაიმახსოვრეთ, იცოდეთ, უნდა შეეგუოთ, რომ ადამიანების დიდი ნაწილი დაუნახავია. 
ვერ ხედავს სიკეთეს, კეთილგანწყობას, განა იმიტომ, რომ არ უნდა დაინახოს, ვერ აღიქვამს, არ ყოფნის სიღრმე, არ ყოფნის მაშტაბურობა.

ცრუდ დარწმუნებულია საკუთარ თავში და ჰგონია, რომ იმსახურებს. მისი აზროვნება ვერ ახერხებს კონცენტრაციას და ვერ ხვდება, რომ უნდა იყოს წინდახედული. ფიქრობს რომ მას ეს ეკუთვნის.

რთულია, როცა ადამიანი უფსკრულისკენ მიიწევს, ვერ შველი და ვერ აგებინებ რა შეიძლება მოყვეს მის ქმედებას.

ადამიანების გარკვეულ ნაწილს, უნდა მოექცე ისე, როგორც თავად გექცევა, უნდა შეეცადო და დაანახო საკუთარი თავი გარედან, კორექტულად და არგუმენტირებულად უნდა მიცე შენიშვები, თუ მაინც ვერ მიხვდება, მაშინ უნდა განერიდო.

არსებობს სამაგალითო დასჯა.
წინდაუხედავი, ამაყი, არაჯანსაღად ამბიციური ადამიანი, რომელიც თავისმა სიჯიუტემ და ,,ყველაფრის ცოდნემ» დაღუპა, ის მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის, რომ მსგავსი შეცდომები არ დაუშვათ.

ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემზე ბევრად უფროს ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა და ვმეგობრობდი, ისინი ახლა ღრმად მოხუცები არიან, ნაწილი გარდაცვლილები.
მეც ასაკში ვარ ახლა, მივხვდი და ვიცი რა შეცდომებს უშვებდნენ ისინი, რის გამო მოქმედებდნენ არასწორად.
მათი განვლილი ცხოვრება, ჩემი ცხოვრების ნაწილია და მათი არასწორი დამოკიდებულება, მაგალითი იყო ჩემთვის, თუ როგორ არ უნდა მეცხოვრა.

ყველა თავისი მისია აქვს ამ ქვეყანეზე.
სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც შეწირულები და განწირულები არიან, იმისთვის, რომ განგებამ გვაჩვენოს თუ როგორ ამთავრებენ ცხოვრებას, სულელი, წინდაუხედავი, ამაყი, თავისი თავით აღტაცებულები.
მათი ხვდერიც ეს ყოფილა.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(276)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ნუ ვშფოთავთ, თუ ისე არ ხდება, როგორც გვინდოდა ან ვფიქრობდით…

*** შევეცადოთ, არ შევეწინააღმდეგოთ ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს. მივცეთ მათ საშუალება გაიარონ ჩვენში. დაე, ცხოვრებამ იდინოს ჩვენი გავლით და ნუ


გზა რეალური მიზნისკენ…

რა გსურთ? ეს გახლავთ მთავარი შეკითხვა საქმის დაწყების პროცესში. ბიზნესის კეთება სულაც არ იქნება რთული თუ გეცოდინებათ რა გსურთ სინამდვილეში.


შიში წარუმატებლობის წინაშე

ჯეკ კენფილდს თავის ერთ–ერთ წიგნში მოყავს შედეგები გამოკითხვისა, რომელიც ჩაატარეს  ღრმად მოხუცებულ, ავადმყოფ ადამიანებთან. ისინი პასუხობენ კითხვაზე: „რას შეცვლიდით თქვენს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<