ეს უნდა იცოდეთ… | Jolo.ge


ეს უნდა იცოდეთ…

ეს უნდა იცოდეთ…

1. წამწამი 100-200 დღეს ცოცხლობს და შემდეგ ვარდება.

2. მე-17 საუკუნეში თერმომეტრებს კონიაკით ავსებდნენ და არა ვერცხლისწყლით.

3. მეცნიერულად დამტკიცებულია რომ თუ 21 დღის განმავლობაში სულ ერთი და იმავეს დაიცავ, ჩვევად გექცევა. ესეიგი მხოლოდ 21 დღე უნდა გაიჭირვო და მერე მარტივია.

4. ორ საათიანი ფილმის ფირი 3200 მეტრია.

5.  ეიფელის კოშკს ყოველ 7 წელიწადში ერთხელ თავიდან ბოლომდე ღებავენ.

6. ყველაზე სწრაფი ადამიანი მსოფლიოში ჰუსეინ ბოლტია, მისი მაქსიმალური სიჩქარე 37.578 კმ/ს-ია.

7. გენერალი შერმანი: ყველაზე დიდი ხე პლანეტაზე, მისი მოცულობა 1487 მ კუბია, მასა 1900 ტონა, ასაკი 2000 წელი.

8. ჩინეთში მასწავლებლები ბავშვებს უფლებას აძლევენ გაკვეთილზე 20 წუთით დაიძინონ რათა უკეთ ისწავლონ.

9. 9 მეტრი, ამ სიგრძეზე შეუძლია ზრდასრულ კენგურუს გადახტომა.

10. მაღაზიების გასახდელში მყიდველს იზიდავს სარკე საკუთარი თავის შესათვალიერებლად.

11. ასტრონავტების ჩაფხუტებზე არის სპეციალური მოწყობილობა, რითიც შეიძლება საჭიროების შემთხვევაში ცხვირის მოფხანა.

12. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქალის სახელია ანა, ეს სახელი 100 მილიონ ქალს ქვია.

13. მორიელებს შეუძლიათ 2 წლის განმავლობაში არაფერი ჭამონ.

14. ქვის გაცურების მსოფლიო რეკორდი ამერიკელმა კურტ შტაინერმა შეძლო, რომელმაც ქვას აიძულა 88 — ჯერ გაცურებულიყო.

15. ფინეთში სიჩქარის გადაჭარბების ჯარიმა განისაზღვრება მძღოლის წლიური შემოსავლის მიხედვით.

16. ზვიგენს შეუძლია ერთი წვეთი სისხლის აღქმა 100 ლიტრ წყალში.

17. «რულეტკის» ციფრთა ჯამი 666-ს უდრის.

18. კოლიბრი ერთადერთი ჩიტია, რომელსაც უკან ფრენა შეუძლია.

19.  პეპლები მიწისძვრის დროს ვერ დაფრინავენ.

20. ხეოფსის პირამიდის ფილებს შორის ქინძისთავს ვერ ჩადებ.

21. ესკიმოსების ენაში არ არსებობს სიტყვა ‘გუშინ’

22. საშუალოდ ადამიანი 7 წუთში იძინებს.

23. დაახლოებით 70 პროცენტამდე ადამიანების არიან ზეგავლენის ქვეშ სხვისი აზრისა, მხოლოდ 30 % გააჩნია საკუთარი აზრი.

24. ძველ საბერძნეთში თუ პაციენტი ოპერაციის დროს გარდაიცვლებოდა, ექიმს ხელებს აჭრიდნენ.

25. თუ youtube-დან ვიდეოს გადმოწერა გინდათ უბრალოდ «ss” მიუწერეთ youtube-ის წინ.

26. სამეფო კობრას იმდენი შხამი აქვს რომ შეუძლია მოკლას 20 ადამიანი და ერთი სპილო.

27. მსოფლიო რეკორდი სუნთქვის შეკავებაში 22 წუთი და 30 წამია.

28. ვინდოუსში ვერ შექმნით ფაილს ან პაპკას სახელად con.

29. Skitls-ის ორიგინალურ შეფუთვაზე არ არის ლურჯი ფერი ამიტომ ცისარტყელას ვერ გასინჯავთ.

30. იაპონიაში ქუჩებს დასახელებები არ აქვთ.

31. ვეშაპის გული წუთში დაახლოებით 9-ჯერ ცემს.

32. ზღვის თახვები ძილის დროს ერთმანეთს თათებით ეჭიდებიან, რათა ისინი დინებამ არ დააშოროს ერთმანეთს.

33. ერთი კარგი ბურთულიანი კალმით შესაძლებელია დაახლოებით 50 000 სიტყვის დაწერა.

34. ჰავაიში სერფინგი ჩართულია სკოლის პროგრამაში.

35. წელი, რომელიც ღვინის ბოთლზეა მითითებული, აღნიშნავს წელს, როდესაც ყურძნის ნაყოფი დაკრიფეს და არა როდისაა ღვინო ბოთლში ჩასხმული.

36. ლეონარდო და ვინჩიმ დახარჯა თითქმის 12 წელი, რომ დაეხატა „მონა ლიზას ტუჩები»

37. 1399 წლამდე ინგლისელი მეფეები ფრანგულად ლაპარაკობდნენ.

38. ლეგენდარული მსახიობის მერლინ მონროს დედას შიზოფრენია სჭირდა.

39. ოლიმპიურმა ჩემპიონმა თოფიდან სროლაში, კაროია ტაკაჩამ, მარჯვენა ხელის ამპუტაცია გაიკეთა. ამ ამბიდან 8 თვის შემდეგ მან მარცხენა ხელით მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა.

40. ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრის სახელი „პეპი გრძელი წინდა“ მწერლის ქალიშვილმა, კარინმა მოიფიქრა.

41. უილიამ შექსპირის უმცროსმა გოგონამ წერა-კითხვა არ იცოდა.

42. ყველაზე დიდ დროს, დაახლოებით ცხრა საათს დღეში, ტელევიზორთან იაპონელები ატარებენ.

43. მსოფლიოში ყოველდღიურად 4.5 მილიარდი ლიტრი ბენზინი გამოიყენება.

44. სტატისტიკის მიხედვით გერმანელები ყველაზე მაღლები არიან.

45. აშშ-ს მოსახლეობა ცხოველების მოსავლელად ყოველ წელს 5.4 მილიარდ დოლარს ხარჯავს.

46. იაპონიის ფართობი აშშ_ს ტერიტორიის 3% უდრის, მაგრამ მთელი იაპონიის მიწა 2-ჯერ მეტი ღირს, ვიდრე მთელი ამერიკის.

47. ხორვატიის ქალაქი ჰუმი მსოფლიოში ყველაზე პატარაა 17 მცხოვრებით.

48. დედამიწა უფრო სწრაფად აგვისტოში ბრუნავს, ყველაზე ნელა კი მარტსა და აპრილში.

49. მზის გარშემო ორბიტაზე დედამიწა 30კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს.

50. ყველაზე დაუსახლებელი ქვეყანა მონღოლეთია. იქ კვადრატულ კილომეტრზე 13 ადამიანზე ნაკლები ცხოვრობს.

51. ყველაზე მთაგორიანი ამერიკის შტატი ნევადაა, იქ 300_ზე მეტი მთაა დაფიქსირებული.

52. მთების ყველაზე დიდი ჯაჭვი ანდებია, იგი 6400 კმ სიგრძისაა და 7 სახელმწიფოს აერთიანებს.

53. კანადასთან შეერთებამდე კუნძული ნიუფაუნდლენდი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახლდათ.

54. ევერესტზე მისი დაპყრობის მცდელობისათვის დაღუპული ადამიანებისადმი მიძღვნილი მონუმენტია აღმართული. არსებული მონაცემებით აქ მინიმუმ 120 ცხედარია დაკარგული.

55. ლეგენდარულ კალათბურთელ მაიკლ ჯორდანს, როცა ის კოლეჯში მეორე კურსზე სწავლობდა, სიდაბლის გამო კალათბურთის გუნდში მიღებაზე უარი უთხრეს.

56. ინგლისელი კარიერისტების 89% დარწმუნებულია, რომ სამსახურეობრივი რომანი სასარგებლოა ჯანმრთელობისა და კარიერისთვისაც.

57. მსოფლიო მასშტაბით მამაკაცების 63% მიაჩნია, რომ ბავშვს მამაც უნდა უვლიდეს.

58. შესაძლებელია ბამბუკის ხე 24 საათში 1 სანტიმეტრითაც კი გაიზარდოს.

59. ერთი წლის განმავლობაში ერთი ხე დაახლოებით 120 კილოგრამ ჟანგბადს გამოყოფს, რაც ორ ადამიანს სრულიად თავისუფლად მოამარაგებს ჰაერით.

60. შავი კატა აზიელებისათვის ბედნიერების მომტანად ითვლება.

61. საფრანგეთის ყველა მეფეს, ტრადიციისამებრ სენ-დენის ტაძარში კრძალავდნენ.

62. მსოფლიოში არსებული დიალექტებიდან ჩინურ დიალექტ მანდარინზე ყველაზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.

63. მინესოტას შტატში არსებულ “სუპერმარკეტ მოლ ოვ ამერიკას” ყოველწლიურად იმაზე მეტი ადამიანი სტუმრობს, ვიდრე დიდ კანიონსა და დისნეი ლენდს.

64. მსოფლიოში უძველესი მოქმედი უნივერსიტეტი იტალიის ჩრდილოეთით ქალაქ ბოლონიაში მდებარეობს. იგი ჯერ კიდე 1088 წელს დაარსდა.

65. ლეგენდის თანახმად მეფე არტურის მრგვალი მაგიდის ირგვლივ 150 ადამიანი თავსდებოდა.

ნანახია:(302)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

ქალთა ახალგაზრდობისა და სილამაზის პრაქტიკები, ქალური ენერგიის აღდგენა

გსურთ გაერკვეთ ქრონიკული დაღლილობის მიზეზებში? რეალურად მართოთ საკუთარი ენერგია?  დაეხმაროთ თქვენს ორგანიზმს გაჯანსაღებასა და ენერგიის აღდგენაში და ამ ყოველივეს მიაღწიოთ


10 რამ რაც აუცილებლად უნდა იცოდე 20 წლის ასაკში

ამერიკელმა ბიზნეს-ტრენერმა ჟულიენ სმიტმა მოახდინა 20 უბრალო და ღირებული რჩევების ფორმულირება ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს წარმატებით შეეჭიდოს უფროსების ცხოვრებას. 1. სამყარო


თუ საყვარელმა ადამიანმა მიგატოვათ…

— ერთად გადაღებულ ფოტოებს ნუ გადაყრით, შეკრიბეთ ისინი და ალბომში შეინახეთ, ეს ხომ თქვენი ისტორიაა! — შეადგინეთ ყოფილ თაყვანისმცემელთა სია.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<