უნდა გაბედოთ და გარისკოთ, რადგან… | Jolo.ge


უნდა გაბედოთ და გარისკოთ, რადგან…

უნდა გაბედოთ და გარისკოთ, რადგან…

არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ასაკას, წარმომავლობას, სოციალურ სტატუს, მიღწევებს და მისაწრაფებებს. ცხოვრების ყოველი დღე, ახლი შენაძენია.

თუმცა ცხოვრებაში  ხშირია, რომ ამ ყველაფრის შეგრძნებას და დაფასებას  მხოლოდ მაშინ ვიწყებთ როცა ვკარგავთ რამეს, რაც აქამდე თურმე გვაბედნიერებდა, სიცოცხლის სურვილით გვავსებდა, არ გვაკლდა მოტივაცია, ენთუზიაზმი და ძალა, ახალი ოცნებების რეალობად ქცევისთვის.

როცა დაფიქრდები და იტყვი: „თურმე მაშინ რა ბდენიერი ვყოფილვარ, რამდენი შესაძლებლობა მოუცია სამყაროს ჩემთვის და მე კი ვერ შემიმჩნევია“ – მერწმუნეთ უკვე ძალიან გვიანი იქნება. მანამ სანამ კიდევ ერთი ახალი დღე და ახალი შესაძლებლობები არ გამოჩნდება ცხოვრების ჰორიზონტზე.

რა არის ცხოვრებაში ბედნიერება? მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს არის ნებისმიერი ადამიანის N1 მიზანი და მისწარაფება. ხოლო ვინ როგორ ცდილობს ბედნიერად ცხოვრებას ეს კიდევ ცალკე საკითხია. რატომაა რომ ზოგჯერ ცხოვრება 1 წამით შეგაჩერებს? იქნებ იმიტომ, რომ უფრო მეტად დავინახოთ რამდენი დადებითი ყოფილა ჩვენს გარშემო და ჩვენ მას ისე  მივეჩვიეთ და გავაუფასურეთ რომ სრულიად დაგვავიწყდა მისი რეალური ფასეულობა.

ვინ იცის რამდენი ადამანის ოცნებაა ის რაც თქვენ უკვე მოიწყინეთ და თქვენში დადებით ემოციას აღარ იწვევს… თუნდაც ასეთი მეგობრები, ასეთი შემოსავალი, დასვენება ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან  ერთად გართობა, ისეთი ადამიანის არსებობა რომელიც გიყვართ, უყვარხართ და თვლით, რომ ის თქვენი ცხოვრების საჩუქარია.

შეგიძლიათ დაფიქრდეთ და გაიხსენოთ ის ტკიბლად გატარებული დღეები, რომელსაც წარსულში ვინახავთ. გავიხსენოთ და მადლიერები ვიყოთ, რომ ეს ყველაფერი იყო და ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა.

უნდა გაბედოთ და იოცნებოთ. ოცნება გარღვევაა ამ ყოველდღიური, რუტინული ცხოვრებიდან. მხოლოდ არ დაგავიწყდეთ რომ ოცნებას მოქმედება უნდა მოჰყვეს იმ დღესვე, იმავე შესაძლებლობებით, იმავე რესურსებით.

უნდა გადადგათ ყოველ დღე თქვენი შესაძლებლობების 100% , რადგან სხვა შემთხვევაში, თუ კი ლოდინს დაიწყებთ, »სწორი დრო» არასოდეს მოვა. ამასობაში კი თქვენი ოცნება – იმ აუსრულებელ ოცნებად დარჩება, რომლის ასრულებას წლების მერე თქვენთვის მნიშვნელეობა საერთოდ აღარ ექნება.

ასე რომ  სანამ თვლით, რომ თქვენი ოცნება კაშკაშებს, გავსებთ სიცოცხლის ძალით, გაძლევთ იმედს, რომ ცხოვრება მშვენიერია, ცხოვრება თუნდაც ამ ოცნების ასასრულებლად ღირს, თუ თვლი, რომ ამ ოცნების ასრულებაა თქვენი მისია — მაშინ იმოქმედეთ ისე, თითქოს წაგების შანსი არ არსებობს, იმოქმედეთ ისე თითქოს დღეს ბოლო დღე და ბოლო შესაძლებლობაა ამ ოცნების ასარულებლად. ეს უფრო გამოგაფხიზლებთ და დაგეხმარებათ დააფასოთ თითოეული დღის მნიშვნელობა.

გახსოვდეთ, რომ ბოლო დღე ერთ დღეს მართლაც დადგება და აქციეთ ის გამარჯვების დღედ ნაცვლად სინანულისა.

გაბედეთ და გარისკეთ ყველაფერი რაც ოცნების ასრულებაში დაგეხმარებათ. დღეს საუკეთესო დღეა ამისთვის. გამოიყენეთ ის 100%-ით.  ნუ გეშინიათ. იმოქმედეთ და უბრალოდ გწამდეთ თქვენი გამარჯვების.

 

სიყვარულით – მარიამ შარიქაძე

ნანახია:(311)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ცხოვრების შეცვლა გინდათ და თანაც სწრაფად?“ — ფსიქოლოგის რეცეპტი

…ცხოვრების შეცვლა გინდათ და თანაც სწრაფად? ახლავე მოგახსენებთ რეცეპტს. სულ რამოდენიმე ხასიათის თვისება უნდა დანერგოთ საკუთარ თავში… 1. თანმიმდევრულობა-სისტემატიურობის ნაზავი;


ფსიქოლოგიური ცხოვრების 5 წესი

სარკის კანონი ადამიანები თქვენს გარშემო თქვენი სარკეა. მათში აისახება თქვენი პიროვნება, რომელსაც თქვენ ვერ აცნობიერებთ. მაგალითად თუ ვიღაც უხეშად გექცევათ


თქვენ ზემიზნები გაქვთ! ზემიზნებს კი ზეადამიანები აღწევენ!

თუ თქვენ უძრავად დგახართ, სარკეში თქვენი გამოსახულებაც უძრავად იდგება. თუ თქვენ არ გაიღიმებით, სარკეში თქვენს გამოსახულებას „აზრადაც არ მოუვა“, რომ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*