„უკვე ხუთი წელია ვებრძვი უშენობას და ის სულ მამარცხებს“ …

by admin | Июль 26, 2018 14:47

ახლა ისე მენატრები, თითქოს ერთი საუკუნის უნახავი მყავდე. თურმე ასე ყოფილა მონატრება. დრო, ალბათ მხოლოდ მონატრებას ვერ აუფერულებს, პირიქით, ამძაფრებს. ტკივილებს კურნავს დრო, მონატრებას — ვერა. მენატრები და ამ სიტყვას არ შეუძლია ჩემი გრძნობების გამოთქმა. ბანალურია, მაგრამ ასეა..

[1]ყოველი დილა შენზე ფიქრით იწყება.. შენი მონატრებით გამოწვეული ცრემლიც სულ თავისით ჩნდება ჩემ ბალიშზე. ეს ისე ბუნებრივად ხდება.. შუადღე ყველაზე მწარეა ჩემთვის, ვიცი უშენოდ უნდა დაღამდეს, მივიდე სახლში, სადაც არავინ მელოდება.. მერე ისევ გათენდება.. სახლიდან რომ გავდივარ პირჯვარს არავინ მწერს. არც არავინ მკოცნის და კარგ დღეს მისურვებს. ეს მხოლოდ შენ შეგიძლია, ამას მხოლოდ შენ აკეთებდი..
უკვე ხუთი წელია ვებრძვი უშენობას და ის სულ მამარცხებს. ვინ იცის რამხელა სევდაა ამ მოჩვენებითად მხიარული ბიჭის უკან. პროფესიაც დამემატა: უდიპლომო მსახიობი გამხადე. კოლეგები ვართ. შენც ხომ ბევრს მიმალავ, მხოლოდ ჩვენ ვიცით რა ხდება გულში, როდესაც კამერა ითიშება და ვრჩებით ჩვენ თავთან მარტო.

შენსავით ხომ ვერავინ შემიყვარებს, ვერავინ მომეფერება და ვერ მეტყვის მოგიკვდეს დედაო. ეგოისტიც გამხადე. მხოლოდ მე მინდა გიყვარდე ასე ძლიერად.. სულ ჩემზე ფიქრობდე..
მენატრები ტკივილამდე.. მეზიზღება ეს ფოტო, ბოლოს ხომ აქ დავშორდით, ბოლოს აქ გაკოცე ყელში და ყურში ჩაგრჩურჩულე: მიყვარხარ დეე!

მონატრებული ემიგრანტი შვილი ნიუ იორკიდან! — с Daji Gogiashvili.

ავტორი: გიორგი ნიკოლაიშვილი

ნანახია:(46)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2018/07/გიოო.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/ukve-xuti-welia-vebrdzvi-ushenobas/