„უკვე ხუთი წელია ვებრძვი უშენობას და ის სულ მამარცხებს“ … | Jolo.ge


„უკვე ხუთი წელია ვებრძვი უშენობას და ის სულ მამარცხებს“ …

„უკვე ხუთი წელია ვებრძვი უშენობას და ის სულ მამარცხებს“ …

ახლა ისე მენატრები, თითქოს ერთი საუკუნის უნახავი მყავდე. თურმე ასე ყოფილა მონატრება. დრო, ალბათ მხოლოდ მონატრებას ვერ აუფერულებს, პირიქით, ამძაფრებს. ტკივილებს კურნავს დრო, მონატრებას — ვერა. მენატრები და ამ სიტყვას არ შეუძლია ჩემი გრძნობების გამოთქმა. ბანალურია, მაგრამ ასეა..

ყოველი დილა შენზე ფიქრით იწყება.. შენი მონატრებით გამოწვეული ცრემლიც სულ თავისით ჩნდება ჩემ ბალიშზე. ეს ისე ბუნებრივად ხდება.. შუადღე ყველაზე მწარეა ჩემთვის, ვიცი უშენოდ უნდა დაღამდეს, მივიდე სახლში, სადაც არავინ მელოდება.. მერე ისევ გათენდება.. სახლიდან რომ გავდივარ პირჯვარს არავინ მწერს. არც არავინ მკოცნის და კარგ დღეს მისურვებს. ეს მხოლოდ შენ შეგიძლია, ამას მხოლოდ შენ აკეთებდი..
უკვე ხუთი წელია ვებრძვი უშენობას და ის სულ მამარცხებს. ვინ იცის რამხელა სევდაა ამ მოჩვენებითად მხიარული ბიჭის უკან. პროფესიაც დამემატა: უდიპლომო მსახიობი გამხადე. კოლეგები ვართ. შენც ხომ ბევრს მიმალავ, მხოლოდ ჩვენ ვიცით რა ხდება გულში, როდესაც კამერა ითიშება და ვრჩებით ჩვენ თავთან მარტო.

შენსავით ხომ ვერავინ შემიყვარებს, ვერავინ მომეფერება და ვერ მეტყვის მოგიკვდეს დედაო. ეგოისტიც გამხადე. მხოლოდ მე მინდა გიყვარდე ასე ძლიერად.. სულ ჩემზე ფიქრობდე..
მენატრები ტკივილამდე.. მეზიზღება ეს ფოტო, ბოლოს ხომ აქ დავშორდით, ბოლოს აქ გაკოცე ყელში და ყურში ჩაგრჩურჩულე: მიყვარხარ დეე!

მონატრებული ემიგრანტი შვილი ნიუ იორკიდან! — с Daji Gogiashvili.

ავტორი: გიორგი ნიკოლაიშვილი

ნანახია:(39)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ფრთხილად, ემიგრანტო დედებო!“

დღეს დილით მოგვიანებით გავიღვიძე, რადგან წუხელ მე და ჩემმა მოხუცმა ჩვეულზე გვიან დავიძინეთ. ის იყო საუზმეს ვამზადებდი, რომ ჩემს მობილურ


„ჩაალაგე და ჩამოდი! გააკეთე ეს შენი თავისთვის!“

ასეც ხდება, ქალები ისესხებენ ფულს, გაიკეთებენ ყველა კბილს, იყიდიან ერთ ხელ კარგ ტანსაცმელს, თვითმფრინავის ბილეთს, ჩაალაგებენ ჩანთას და მიდიან ამერიკაში


„როცა სახლიდან შორს წასვლას დააპირებთ“ — ქართველი ემიგრანტის გაფრთხილება

ჭკუას კი არ გარიგებთ, უბრალოდ, საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ. მერე, უკან დასახევი გზა აღარ არსებობს 😣😣😣 ****** როცა სახლიდან შორს წასვლას დააპირებთ,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*