უკრაინელი მილიონერის კიდევ ერთი ტრენინგი საქართველოში და ამღერებული აუდიტორია | Jolo.ge


უკრაინელი მილიონერის კიდევ ერთი ტრენინგი საქართველოში და ამღერებული აუდიტორია

უკრაინელი მილიონერის კიდევ ერთი ტრენინგი საქართველოში და ამღერებული აუდიტორია

„არ ვიცოდი რა მომეხერხებინა ქართული აუდიტორიისთვის. სხვა ქვეყნების მსმენელისგან განსხვავებით, მონაწილენი სისტემატიურად საუბრობდნენ, ჩურჩულებდნენ, ერთმანეთს აზრებს ეკითხებოდნენ, მივხვდი რომ ემოციურ ქართველებს დიდხანს ჩუმად ჯდომა არ შეეძლოთ“- ჰყვება მსოფლიოში აღიარებული მოტივატორი ნიკოლაი ლატანსკი და საქართველოში ჩატარებულ თავის პირველ ტრენინგს იხსენებს…  მაშინ ორიგინალურ გამოსავალს მიაგნო და დარბაზში მყოფნი სიმღერით გააჩუმა…

ამის შესახებ ქვემოთ მოგითხრობთ, მანამდე კი გეტყვით რომ  ორიგინალური ტრეინინგებით განთქმული უკრაინელი მილიონერი საქართველოს მალე ისევ ეწვევა. მსმენელს მასთან შეხვედრის საშუალება 28-29 აპრილს მიეცემა. 


nikolai„გააღვიძე შენში გენიოსი“ — ამბობს ლატანსკი და ადამიანებს ასწავლის, როგორ გათავისუფლდნენ ნეგატივისგან, აივსონ დადებითი ემოციებით, რადიკალურად შეცვალონ ცხოვრება და მიაღწიონ წარმატებას.

„მისი ტრენინგები „გაიძულებენ“ ფიქრის და განსჯის ეტაპიდან სწრაფად გადახვიდე მოქმედებაზე და შექმნა საკუთარი ცხოვრების შედევრი.

სწორედ ასე აიძულა საკუთარი თავი ერთ დროს მშიერმა ბიჭუნამ, აეხდინა ოცნება და მსოფლიოს უამრავი ქვეყანა მოევლო. მერე კი რწმენამ და სიძნელეების დაძლევის სურვილმა, მსოფლიოში ცნობილ მილიონერად აქცია.

„იყო დრო, როცა უნივერსიტეტში სწავლისას საჭმელი მენატრებოდა, — ამბობს ის, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ მივაღწევდი დასახულ მიზანს“, … ახლა ოცნებების ახდენაში სხვებს ეხმარება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მისი ორდღიანი ვიზიტი საქართველოში. თბილისს უკვე მეოთხედ ეწვევა.

ლატნიკოლაი ლატანსკი: „როდესაც თბილისში პირველად ტრეინინგი ჩავატარე, დარბაზში დაახლოებით 70-მდე მსმენელი იყო. სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი რა მომეხერხებინა ქართული აუდიტორიისთვის. სხვა ქვეყნების მსმენელისაგან განსხვავებით, მონაწილენი ერთმანეთთან სისტემატიურად საუბრობდნენ, ჩურჩულებდნენ, ერთმანეთს აზრებს ეკითხებოდნენ, მივხვდი რომ ემოციურ ქართველებს დიდხანს ჩუმად ჯდომა არ შეეძლოთ…

გამოგიტყდებით 30-40 წუთი ვფიქრობდი თუ როგორ შევძლებდი ამგვარ აუდიტორიასთან მუშაობას. ცოტათი შევშინდი კიდეც… ბოლოს, გენიალურმა ფიქრმა გამიელვა, გამახსენდა, რომ სიმღერა გიყვართ ძალიან და გავაკეთე სავარჯიშო, რომელიც თბილისის გარდა არსად გამიკეთებია. შევარჩიეთ სიმღერა „თბილისო“ და გადავწყვიტეთ ეს სიმღერა სწორედ მაშინ გვემღერა, როცა ჯგუფი ძალიან ახმაურდებოდა. შედეგი მალევე მივიღეთ.

როცა მსმენელები ახმაურდებოდნენ, მე უკვე არაფერს ვამბობდი, უბრალოდ ირთვებოდა „თბილისო“ და ჩვენც ვმღეროდით. პირველი დღის ბოლოს მონაწილეთა უმეტესობა, როდესაც ვინმეს ჩურჩულს მოკრავდა ყურს, წამოიძახებდნენ „თბილისო“ და ჩურჩულიც მალევე წყდებოდა. მეორე დღეს სიმღერა პრაქტიკულად არ დაგვჭირვებია…

საერთო ჯამში კი ძალიან თბილი დღეები იყო. საქართველოში ერთი კვირა დავყავით და სავსე შთაბეჭდილებით დავტოვეთ ქვეყანა. რამაც ყველაზე ძალიან იმოქმედა ჩემზე, ეს ქართველებისთვის დამახასიათებელი გადახვევაა. მსოფლიოში ბევრად განსხვავებულად ეხვევიან ერთმანეთს, გადახვევისას თავებს ისე მიადებენ, რომ მარჯვენა ყური მარჯვენას ეხება. საქართველოში კი გულით ეხებიან და გულით ეხვევიან ერთმანეთს. გადახვევის ამგვარ, ასე ვთქვათ, სწორ ფორმას, ჩვენ ყოველთვის ვასწავლით ჩვენს ტრენინგებზე, რადგან ასე ადამიანები პოზიტივით და ენერგიით ავსებენ ერთმანეთს. თქვენ კი, ჩვენდა გასაოცრად, თურმე ისედაც ასე ეხვევით“…

 

ავტორი: დეა თავბერიძე

წყარო: „ნიუპოსტი“

 

 

ნანახია:(240)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„შეიცვლებიან ის სხვა ადამიანებიც, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში არიან“

შეუძლებელია ყველა ადამიანი ბედნიერი გახადო, მაგრამ ის შესაძლებელია რომ სხვებთან ერთად იყო ბედნიერი. გახდით ბედნიერი, აი ასე, ყოველგვარი მიზეზის გარეშე


შენ – არ ხარ შენი წარსული

იცოდე: ყოველი წამის გაელვებაში სამყარო იქმნება თავიდან. ნუ გეშინია იფიქრო იმაზე, რომ ყოველ წამს ყველაფრს იწყებ თავიდან, რადგან ამ აზრებშია –


როგორ გამოვიმუშავოთ ახალი, ეფექტური უნარ-ჩვევები?

ადამიანები, სამყაროს აღვიქვამთ მინიმუმ ორ დონეზე. ცნობიერ და ქვეცნობიერ დონეზე. ეს უკანასკნელი პასუხს აგებს ჩვენს უსაფრთხოებაზე და გამრავლებაზე. ჩვენ ყველას


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*