„უკიდურესად გავბრაზდი“ — გოგა ჩანადირი
„უკიდურესად გავბრაზდი იმის გამო, რომ უკვე მეორე წელია, «ექსპოჯორჯიის» მე-11 პავილიონში «თბილისის წიგნის დღეები» იმართება და გამომცემლობათა სტენდებზე ორგანიზატორები ქართულ წარწერას არ აკეთებენ.
შარშან ამის გამოსწორება თავაზიანად ვითხოვე.
არაფერი ამართლებს სახელმწიფო ენის უგულებელყოფას, მით უფრო წიგნის ფესტივალზე, სადაც 95% წიგნებისა სწორედ სახელმწიფო ენაზე, ანუ ქართულად არის დაბეჭდილი.
მხოლოდ «პალიტრა ელმა», «სანტა ესპერანსამ», «წიგნები ბათუმში», ქარჩხაძისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობებმა საკუთარი მცდელობით გააკეთეს ქართული წარწერა.
ძალიან უკმაყოფილო ვტოვებ პავილიონს. მაქვს იმედი, რომ მომავალში ქართულ ენას ასე უპასუხისმგებლოდ არ მოვექცევით.“
გოგა ჩანადირი
ნანახია:(1032)-ჯერ
Comments
Related Articles
ნარკოტიკები და კახა ცისკარიძის აღელვება „სხვა რაკურსში“
გია ჯაჯანიძის შოუში სტუმრად მყოფი ცნობილი მუსიკოსი, კახა ცისკარიძე კლუბში ნარკოტიკების გაყიდვის თემამ ააღელვა. მუსიკოსის თქმით, თბილისის კლუბებში ნარკოტიკები არ
ლიტერატურული ფესტივალი » ზე-კართან» საერთაშორისო მასშტაბებს იძენს
ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც უკვე მეშვიდე წელია აჭარაში იმართება, წელს საერთაშორისო ლიტერატორებს და ხელოვანებს მასპინძლობს. ქართველ ლიტერატორებთან ერთად ფესტივალში “ზე-კართან” მონაწილეობას
„ღვთისმშობლის წილმხვედრობა ზემოთ ჩამოთვლილს სულაც არ ნიშნავს “
ღვთისმშობელს ვთხოვ, რომ აგვიხილოს თვალი, გაგვინათოს გონება და მივხვდეთ, მისი წილმხვედრობა არ ნიშნავს, რომ: * ყველაზე მაგრები ქართველები ვართ, ამიტომ