«უიღბლო» ქალის ფენომენალური იღბალი | Jolo.ge


«უიღბლო» ქალის ფენომენალური იღბალი

«უიღბლო» ქალის ფენომენალური იღბალი

ვაილეტ ჯესოპი- ქალი, რომელიც «ოლიმპიკის», «ტიტანიკის» და «ბრიტანიკის» გემების ტრაგედიებს გადაურჩა.

ალბათ, ამ ქალის სახელი ისტორიას არ ემახსოვრებოდა, რომ არა მისი იღბალი. ეს ქალბატონი სამ საოკეანო ლაინერზე მუშაობდა — «ოლიმპიკი», «ტიტანიკი» და «ბრიტანიკი», ყველა ამ გემმა კატასტროფა განიცადა, მაგრამ ვაილეტი სამივე ტრაგედიას გადაურჩა.

ჯესოპს ბავშვობაში ტუპერკულიოზი დაემართა (იმ პერიოდში ამ დაავადებას ვერ კურნავდნენ), თუმცა ვაილეტი არათუ გადაურჩა ამ საზარელ სენს, არამედ მთლიანად მოირჩინა ის. სკოლა ვერ დაამთავრა, ვინაიდან მამა ადრე გარდაეცვალა და დედაც მძიმედ დაავადდა, ამის გამო მან «White Star Line»-ის კომპანიის ერთ-ერთი საზღვაო სტუარდესად დაიწყო მოღვაწეობა.

1910 წელს 23 წლის ვაილეტს «ოლიმპიკზე» მოუწია მუშაობა, მაგრამ ამავე წელს ლაინერი გემ «ჰოუქს» შეეჯახა და საშინლად დაზარალდა. საბედნიეროდ, მგზავრები არ დაშავდნენ.

ამის შემდეგ ქალი ახალ კრეისერზე გადაიყვანეს «ტიტანიკი», როგორც ცნობილია 14 აპრილს ის აისბერგს შეეჯახა, რის შედეგად 2224 მგზავრიდან მხოლოდ და მხოლოდ 711 გადარჩა, მათ შორის ჯესოპიც იყო. ის N16 კან­ჯოში ჩაჯდა თან ერთ-ერთი მგზავრის ბავშვი წაიყვანა და «კარპატიას» მიაღწია.

პირველი მსოფლიო ომის დროს ქალი ბრიტანეთის «წითელი ჯვრის» წევრი იყო, ერთ-ერთი მისიის დროს მას «ბრიტანიკის» ლაინერზე მოუწია მუშაობა. 1916 წლის ნოემბერში გემი მინას დაეჯახა რის შედეგადაც სრულიად განადგურდა, ქალი გადარჩა.

ვაილეტ ჯესოპი 83 წელის ასაკში გარდაიცვალა. 42 წლის მანძილზე ქალი ლაინერებზე მუშაობდა, მან ორჯერ იმოგზაურა დედამიწის გარშემო.

ნანახია:(184)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

Facebook სიცოცხლეს ახანგრძლივებს…

ჟღერს თუ არა ეს განცხადება სერიოზულად, ის მკვლევარებს ეკუთვნით. ნამდვილ თუ ვირტუალურ მეგობრებთან მიმოწერა, ფოტოების გაზიარება, მოწონება, მათზე კომენტარების დატოვება,


დედა – რევაზ ინანიშვილი

დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე. შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა


როგორ «კლავენ» ცოლები ქმრებში მამაკაცს

დღევანდელ რეალობაში, აშკარად იკვეთება ურთიერთობების პრობლემა ქალსა და მამაკაცის შორის. ქალების უმრავლესობა საყვედურს გამოთქვამს: – კაცები, სულ უფრო და უფრო


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<