უღელტეხილზე ასვლის შემდეგ ჯგუფის ქართველი წევრების გარდა გზის გაგრძელება ვერავინ გაბედა | Jolo.ge


უღელტეხილზე ასვლის შემდეგ ჯგუფის ქართველი წევრების გარდა გზის გაგრძელება ვერავინ გაბედა

უღელტეხილზე ასვლის შემდეგ ჯგუფის ქართველი წევრების გარდა გზის გაგრძელება ვერავინ გაბედა

1959 წლის იანვარში გროზნოდან მთებში წავიდა 9 ადგილობრივი მოლაშქრე. დაიწყო თოვა. 6 უკან დაბრუნდა მოყინული ფეხის თითებით, ხოლო სამი — ორი ბიჭი და ერთი გოგო, დაიკარგნენ.

4 დღე გადაუღებლად თოვდა. მათ საძებნელად წავიდა 3 ადგილობრივი ჩეჩენი მონადირე და 10 ჩეჩენი ალპინისტი. ისინიც დაიკარგნენ. ამის შემდეგ გამოცხადდა საკავშირო ძებნა და ჩეჩნეთის ამ ხეობაში თავი მოიყარა საბჭოთა კავშირის საუკეთესო ალპინისტთა ჯგუფმა, მათ შორის იყო სამი ქართველი — მიხეილ ხერგიანი, უმცროსი, მიშა ხერგიანი და იოსებ კახიანი.

ჯგუფი შეუყვა ხეობას , ექვსი საათის შემდეგ მათ შეხვდათ 10 ჩეჩენი ალპინისტი, რომლებმაც უთხრეს რომ უკან გაბრუნდით, ჩვენ უღელტეხილამდე ვერ ავედით, დიდი თოვლია, ვერც მონადირეების ვერ გავიგეთ ვერაფერი და ვერც დაკარგული მოლაშქრეებისო. აზრი არ აქვს, ყველანი თოვლში იქნებიან დამარხულებიო. ჯგუფმა მაინც განაგრძო გზა და უღელტეხილამდე არმისული, დაკარგულ მონადირეებს შეხვდნენ, რომლებმაც ასევე უთხრეს, რომ გზის გაგრძელებას აზრი არ აქვს, ზვავებია და ყველანი ჩაიმარხებით და ვერც ვერავის იპოვითო. ერთი მოხუცი ჩეჩენი მონადირე მუხლებზეც დაუდგა მიხეილ ხერგიანს, ახალგაზრდები ხართ, მეცოდებით, დაიღუპებითო.

ჯგუფმა მაინც გააგრძელა გზა, თუმცა უღელტეხილზე ასვლის შემდეგ ჯგუფის ქართველი წევრების გარდა გზის გაგრძელება ვერავინ გაბედა. მხოლოდ სამმა ქართველმა განაგრძო გზა, გაიარეს რთული მონაკვეთები, ზვავიც მოწყდა რამდენჯერმე, მაგრამ მაინც მიაღწიეს ადგილს, საიდანაც დაკარგული მოლაშქრეების კარავი იდგა. რვა დღე-ღამის განმავლობაში იყვნენ ამ კარავში გადაუღებელ თოვლში ეს მოლაშქრეები.

ქართველი ალპინისტების მისვლიდან მხოლოდ 7 საათის შემდეგ შეძლეს მათ ხმის ამოღება. დღიურში დაეწერათ, სიკვდილის წინ გავუღიმოთ ერთმანეთსო. პატარა პურის ნატეხიც ჰქონდათ დარჩენილი და როდესაც მიშა ხერგიანმა ჰკითხა, თუ რატომ არ ჭამეს, ბიჭებმა თქვეს, ჩვენ გვინდოდა გოგოს შეეჭამა, მან კი უჩვენოდ არ ჭამაო.

მიხეილ ხერგიანის დღიურიდან

წყარო: dimitri silakadze

1964 წელს მიხეილ ხერგიანი ინგლისში მიიწვიეს ტურნირზე, ადგილობრივ ცნობილ მეკლდეურებს ეჯიბრებოდა. ერთ-ერთ ასეთ შეჯიბრებას დაესწრო დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე. დედოფალი დიდი ინტერესით აკვირდებოდა მთამსვლელთა ოსტატობას. «ერთს ვიცნობ, ჩვენია, მაგრამ ვინ არის ის მეორე, კლდის ვეფხვივით რომ დაცოცავს?» — უკითხავს ელისაბედ მეორეს.

ეს მეორე ქართველი მთამსვლელი მიხეილ ხერგიანი იყო. დედოფლის ეს ფრაზა ბრიტანულმა მედიამ მაშინვე აიტაცა. ამის შემდეგ მიხეილ ხერგიანი ალპინიზმის ისტორიაში «კლდის ვეფხვის» სახელით შევიდა.

ნანახია:(56)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გარეგნულად ძლიერი ადამიანები შეიძლება დასუსტდნენ და მოდუნდნენ იქ, სადაც სუსტები და ნაზები მაგრდებიან

ქალს ქმარი 5 წლის განმავლობაში ღალატობდა. ის სრულს სასოწარკვეთილებაში იყო და, რაღა თქმა უნდა, თავს საშინლად გრძნობდა. მისი ცხოვრება განადგურების


როგორ მივხვდეთ მოეწონათ თუ არა ჩვენი საჩუქარი

მოდის ახალი წლისა და შობის დღეები და ტრადიციულად ოჯახები საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების ძებნის პროცესში ერთვებიან. ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, წინასწარ იცოდეთ რა


მამაკაცმა რომ არ მიგატოვოთ…

იმისათვის, რომ მამაკაცმა ქალი არ მიატოვოს, ეს უკანასკნელი კარგად უნდა დაფიქრდეს საკუთარ უარყოფით თვისებებზე და ეცადოს, როგორმე გამოასწოროს ისინი. კაცები


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*