უძველესი პაწაწინა მუმიის საიდუმლო გამჟღავნებულია

by Ann | Май 13, 2016 13:20

ცოტა ხნის წინ ინგლისელმა მეცნიერებმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. ფიცვილიამის მუზეუმში 1907 წლიდან ეგვიპტური ხის პაწაწინა აკლდამა ინახებოდა, რომლის ზომაც 44 სანტიმეტრს შეადგენდა. მეცნიერები დარწმუნებული იყვნენ, რომ მასში ძველეგვიპტური რიტუალების ჩატარების შემდეგ დარჩენილი ორგანოები იყო მუმიფიცირებული. მუმია 664-525 წლებით იყო დათარიღებული.

 

მეცნიერებმა გადაწყვიტეს უფრო დეტალურად მომხდარიყო მისი გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენეს, აღმოჩნდა, რომ ხის აკლდამა სინამდვილეში პატარა ნაყოფს ეკუთვნის.

 

„კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს რაღაც ჩონჩის მსგავსი ნიმუში გამოჩნდა, რამაც ძალიან დაგვაინტერესა და მისი გამოკვლევა გადავწყვიტეთ. ეს დაახლოებით 16-18 კვირის ნაყოფია, რომლის სქესის დადგენა შეუძლებელია. რთულია იმის თქმაც, რამ გამოიწვია მისი მოშორება, რადგან გამოკვლევებს რაიმე სახის ანომალია არ უჩვენებია,“ — აღნიშნავენ მეცნიერები.

 

ახალი აღმოჩენა ცხადყოფს, რომ უძველესი ეგვიპტელები პატივს რამდენიმე კვირის ნაყოფსაც ისევე სცემდნენ როგორც ჩამოყალიბებულ ადამიანს.

ნანახია:(50)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/udzvelesi-mumiis-saidumlo/