უძველესი პაწაწინა მუმიის საიდუმლო გამჟღავნებულია | Jolo.ge


უძველესი პაწაწინა მუმიის საიდუმლო გამჟღავნებულია

უძველესი პაწაწინა მუმიის საიდუმლო გამჟღავნებულია

ცოტა ხნის წინ ინგლისელმა მეცნიერებმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. ფიცვილიამის მუზეუმში 1907 წლიდან ეგვიპტური ხის პაწაწინა აკლდამა ინახებოდა, რომლის ზომაც 44 სანტიმეტრს შეადგენდა. მეცნიერები დარწმუნებული იყვნენ, რომ მასში ძველეგვიპტური რიტუალების ჩატარების შემდეგ დარჩენილი ორგანოები იყო მუმიფიცირებული. მუმია 664-525 წლებით იყო დათარიღებული.

 

მეცნიერებმა გადაწყვიტეს უფრო დეტალურად მომხდარიყო მისი გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენეს, აღმოჩნდა, რომ ხის აკლდამა სინამდვილეში პატარა ნაყოფს ეკუთვნის.

 

„კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს რაღაც ჩონჩის მსგავსი ნიმუში გამოჩნდა, რამაც ძალიან დაგვაინტერესა და მისი გამოკვლევა გადავწყვიტეთ. ეს დაახლოებით 16-18 კვირის ნაყოფია, რომლის სქესის დადგენა შეუძლებელია. რთულია იმის თქმაც, რამ გამოიწვია მისი მოშორება, რადგან გამოკვლევებს რაიმე სახის ანომალია არ უჩვენებია,“ — აღნიშნავენ მეცნიერები.

 

ახალი აღმოჩენა ცხადყოფს, რომ უძველესი ეგვიპტელები პატივს რამდენიმე კვირის ნაყოფსაც ისევე სცემდნენ როგორც ჩამოყალიბებულ ადამიანს.

ნანახია:(50)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
მუმია

Related Articles

ხართ თუ არა ემოციურად ძლიერი ადამიანი?

რა უპირატესობა აქვს ემოციურ სიძლიერეს? ასეთი ადამიანები ძალიან კარგად ახერხებენ სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებას და გამოწვევებს არ უშინდებიან. ემოციური მდგრადობა ადამიანის


როგორ იცინი? — გავიგოთ შენი ხასიათი

ჩაუტარეთ ბავშვს ტესტი და გაიგეთ, როგორი ხასიათი აქვს მისი სიცილიდან გამომდინარე.  1. თუ სიცილის დროს ტუჩს ნეკით ეხები, ესე იგი შენ


შიშველი სიზმრები — რატომ ვხედავთ სიზმარში საკუთარ თავს შიშველს?

სიზმარი საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო ფენომენია. ხშირად ვხედავთ სიზმრებს, რომელთა ახსნა ძალიან გვიჭირს. ალბათ ყველა ადამიანს გამოუცდია საშინელი შეგრძნება, როდესაც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*