უცხოეთში მცხოვრები ქართველი პატარები და ემიგრანტი პოეტის კიდევ ერთი კეთილი საქმე … | Jolo.ge


უცხოეთში მცხოვრები ქართველი პატარები და ემიგრანტი პოეტის კიდევ ერთი კეთილი საქმე …

უცხოეთში მცხოვრები ქართველი პატარები და ემიგრანტი პოეტის კიდევ ერთი კეთილი საქმე …

უცხოეთში მცხოვრები ქართველები კარგად იცნობენ, ემიგრანტ პოეტს, სოფო ფოცხვერაშვილს, რომლის მთავარი საზრუნავი, ემიგრაციაში მყოფი პატარა ქართველების ქართული წიგნებით გახარებაა. ამ წიგნებში მისივე საბავშვო ლექსებია, ანცი გმირებით და ამ გმირების სახალისო ისტორიებით. 

„მინდა ხმა მივაწვდინო იმ ბავშვებს, რომლებმაც მშობლიური ენა არ იციანო“ — ამბობს ემიგრანტი პოეტი.

დადის ეს კეთილი ქალბატონი ქვეყნიდან ქვეყანაში და იქ მყოფი ქართველებისთვის „ქართული ტკბილხმოვანება“ ჩააქვს. ასე მოიარა საბერძნეთი, ჰოლანდია, ბელგია, თურქეთი … ბოლოს გერმანიას ესტუმრა და თავისი საბავშვო კრებულით „დედამიწა რაზე დგას“ მიუნხენში მცხოვრები პატარები დაასაჩუქრა.

ქალბატონი სოფო ფოცხვერაშვილი საბავშვო ლექსების კრებულის გარდა რამდენიმე წიგნის ავტორიც გახლავთ. ამ წიგნებს შორის არის „ნოსტალგია“ ,პოეტის პირველი წიგნი, რომელშიც შესული ლექსები სამშობლოს მონატრებამ დააწერინა.

სოფო ფოცხვერაშვილი: ემოციებით ჩაიარა შეხვედრამ მიუნხენში. „ნოსტალგიიდან“ შერჩეულ ლექსებს, რომელიც ემიგრანტებს და ნოსტალგიას ეხება, ძალიან ბევრი მშობლის ცრემლი მოჰყვა. მონატრებულ საქართველოს ჩემს ლექსებთან ერთად ეფერებოდნენ. ძალიან ამაღელვებელი იყო ეს ყველაფერი. ციცქნა ბავშვები „ნოსტალგიის“ კითხის დროსაც გასუსულები იყვნენ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სათვისტომოს თავმჯდომარეს ლერი დათაშვილს თბილი დახვედრისთვის და ასეთი ორგანიზებული საღამოსთვის.

ძალიან შემტკივა გული იმ ბავშვებზე, რომლებმაც ქართული არ იციან, სწორედ ამან გადამაწყვეტინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები პატარებისთვის წიგნების ჩატანა. ბედნიერი ვარ, რომ ცდამ შედეგი გამოიღო. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ამ ფერად წიგნებში მცხოვრები გმირები და ითხოვენ ლექსები წაგვიკითხეთო, რამდენიმე წერილი მივიღე, სადაც დედები მადლობას მიხდიან — თქვენი წიგნის დამსახურებით ქართულ ანბანს ვსწავლობთო.

ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება.

ორ თვეში დუსელდორფში მოეწყობა შეხვედრა. ზაფხულში კი ფერეიდანში მივემგზავრები.

თუ ჩემი ლექსი

გამოიღებს სიკეთის ნაყოფს.

თუნდაც ერთს,

ერთხელ დაანაყრებს და ძალას მისცემს.

თუ ერთხელ მაინც

თუნდაც ერთხელ მადლობას მეტყვის,

აღარას ვჩივი, თუგინდ

ნაცარ-ნაფერფლად ვიქცე…

 

გადადით ლინკზე და დაწვრილებით გაეცანით ინფორმაციას სოფო ფოცხვერაშვილის შესახებ 👇👇👇

ვინ არის ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ პატარებს ასაჩუქრებს? 

ნანახია:(50)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ცამდე მართალი რომ იყო, შენი საქციელი არის ამორალური საქციელი! “

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბარიტონი მიშა ქირია ოპერის თეატრის „ყოფილი“ სამხატვრო ხელმძღვანელის ქმედებამ გააბრაზა. კერძოდ კი იმ პირადი მიმოწერების (თამარ ივერი,


მამა სერაფიმეს სულისშემძვრელი გალობა არამეულ ენაზე (რომის პაპის ვიზიტი)

მამა სერაფიმეს სულისშემძვრელი გალობა არამეულ ენაზე (რომის პაპის ვიზიტი)   ნანახია:(79)-ჯერ Comments comments


„ალბათ ისიც ჩუმად დაინგრევა, ისიც ხმის ამოუღებლად, როგორც ის ტყუპისცალი კოშკი“

უშგულის შუკებში დავიარები, ერთი ძველი «მაჩუბი»მიყურებს, მეჩვენება რომ თვალებში მიყურებს. კი არ მეჩვენება, ნამდვილად თვალებში მიყურებს. ალბათ მერვე საუკუნის იქნება,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*