უცნაური და სასაცილო აკრძალვები მსოფლიოში

by Ann | Апрель 27, 2016 15:57

სხვადასხვა ქვეყნების, ზოგჯერ კი ქალაქების მთავრობები ხშირ შემთხვევაში საკმაოდ უცნაურ და სასაცილო გადაწყვეტილებებს იღებენ. თუ ისინი არ იცით, შესაძლოა საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდეთ. წარმოგიდგენთ უცნაური კანონების ჩამონათვალს:

 

მილანში სერიოზული სახით სიარული ჯარიმდება — ამ ქალაქში თითქოს ხალხს პრობლემა არ აქვს, იქ მოხვედრილს აუცილებლად გაგაოცებთ გამვლელების გაღიმებული სახეები. ქალაქის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო ფინანსური სანქცია დაეწესებინა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში არ გაიღიმებენ. გამონაკლისი შემთხვევა მხოლოდ საავადმყოფოში ან დაკრძალვაზე ვიზიტია.

 

სინგაპურში საღეჭი რეზინი აკრძალულია — 2004 წელს ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება აეკრძალა ქვეყნის შიგნით საღეჭი რეზინის გაყიდვა და გამოყენება. თუ თქვენ სინგაპურის ქუჩებში საღეჭ რეზინას გადააგდებთ 500 დოლარით დაჯარიმდებით.

 

იტალიის ერთ-ერთ კუნძულ კაპრიზე აკრძალულია ე.წ. „ვიეტნამკები“ და საერთოდ, ნებისმიერი სახის ფეხსაცმელი, რომელიც მაღალ ხმას გამოსცემს.

 

პოლონეთის პატარა ქალაქ ტუსზინში ბავშვების სათამაშო მოედნებზე აკრძალულია „ვინი პუჰი“, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების აზრით ის ნახევრად შიშველია.

 

ავსტრალიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შტატ ვიქტორიაში აკრძალულია ნათურის გამოცვლა თუ ლიცენზირებული ელექტრიკოსი არ ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებით 10 ავსტრალიური დოლარით.

 

კოლუმბიის ქალაქ იცონონზოში აკრძალულია ჭორაობა — 2005 წელს ქალაქის მერმა იგნაციო ხიმენესმა გადაწყვიტა ქალაქის მოსახლეობის დაცვის მიზნით აეკრძალა ჭორების გავრცელება.

 

ტიბეტელ ბერებს ეკრძალებათ რეინკარნაცია ჩინეთის მთავრობის თანხმობის გარეშე.

 

სამხრეთ იტალიის ქალაქ ებოლიში მოძრავ ტრანსპორტში კოცნა აკრძალულია, კანონის დარღვევა შესაძლოა რამდენიმე ასეული დოლარი დაგიჯდეთ.

 

ავსტრალიის ქალაქ მელბორნში კვირის დღეებში საღამოს 10-დან დილის 7-მდე, შაბათ-კვირას კი საღაოს 10-დან დილის 9-მდე მტვერსასრუტის გამოყენება აკრძალულია.

 

ამავე ქალაქში მამაკაცებს ქალის მსგავსად შემოსვა კანონით ეკრძალებათ.

 

ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთის გრანვილის კომუნაში სანაპიროზე სპილოს მოძრაობა აკრძალულია.

 

ჰავაის დედაქალაქ ჰონოლულუში მზის ჩასვლის შემდეგ ხმამაღლა სიმღერა აკრძალულია.

ნანახია:(377)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/ucnauri-da-sasacilo-akrdzalvebi/