უცნაური და სასაცილო აკრძალვები მსოფლიოში | Jolo.ge


უცნაური და სასაცილო აკრძალვები მსოფლიოში

უცნაური და სასაცილო აკრძალვები მსოფლიოში

სხვადასხვა ქვეყნების, ზოგჯერ კი ქალაქების მთავრობები ხშირ შემთხვევაში საკმაოდ უცნაურ და სასაცილო გადაწყვეტილებებს იღებენ. თუ ისინი არ იცით, შესაძლოა საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდეთ. წარმოგიდგენთ უცნაური კანონების ჩამონათვალს:

 

მილანში სერიოზული სახით სიარული ჯარიმდება — ამ ქალაქში თითქოს ხალხს პრობლემა არ აქვს, იქ მოხვედრილს აუცილებლად გაგაოცებთ გამვლელების გაღიმებული სახეები. ქალაქის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო ფინანსური სანქცია დაეწესებინა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში არ გაიღიმებენ. გამონაკლისი შემთხვევა მხოლოდ საავადმყოფოში ან დაკრძალვაზე ვიზიტია.

 

სინგაპურში საღეჭი რეზინი აკრძალულია — 2004 წელს ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება აეკრძალა ქვეყნის შიგნით საღეჭი რეზინის გაყიდვა და გამოყენება. თუ თქვენ სინგაპურის ქუჩებში საღეჭ რეზინას გადააგდებთ 500 დოლარით დაჯარიმდებით.

 

იტალიის ერთ-ერთ კუნძულ კაპრიზე აკრძალულია ე.წ. „ვიეტნამკები“ და საერთოდ, ნებისმიერი სახის ფეხსაცმელი, რომელიც მაღალ ხმას გამოსცემს.

 

პოლონეთის პატარა ქალაქ ტუსზინში ბავშვების სათამაშო მოედნებზე აკრძალულია „ვინი პუჰი“, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების აზრით ის ნახევრად შიშველია.

 

ავსტრალიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შტატ ვიქტორიაში აკრძალულია ნათურის გამოცვლა თუ ლიცენზირებული ელექტრიკოსი არ ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებით 10 ავსტრალიური დოლარით.

 

კოლუმბიის ქალაქ იცონონზოში აკრძალულია ჭორაობა — 2005 წელს ქალაქის მერმა იგნაციო ხიმენესმა გადაწყვიტა ქალაქის მოსახლეობის დაცვის მიზნით აეკრძალა ჭორების გავრცელება.

 

ტიბეტელ ბერებს ეკრძალებათ რეინკარნაცია ჩინეთის მთავრობის თანხმობის გარეშე.

 

სამხრეთ იტალიის ქალაქ ებოლიში მოძრავ ტრანსპორტში კოცნა აკრძალულია, კანონის დარღვევა შესაძლოა რამდენიმე ასეული დოლარი დაგიჯდეთ.

 

ავსტრალიის ქალაქ მელბორნში კვირის დღეებში საღამოს 10-დან დილის 7-მდე, შაბათ-კვირას კი საღაოს 10-დან დილის 9-მდე მტვერსასრუტის გამოყენება აკრძალულია.

 

ამავე ქალაქში მამაკაცებს ქალის მსგავსად შემოსვა კანონით ეკრძალებათ.

 

ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთის გრანვილის კომუნაში სანაპიროზე სპილოს მოძრაობა აკრძალულია.

 

ჰავაის დედაქალაქ ჰონოლულუში მზის ჩასვლის შემდეგ ხმამაღლა სიმღერა აკრძალულია.

ნანახია:(366)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ის, რომელმაც არ ისროლა“ …

გერმანელი ჯარისკაცი იოზეფ შულცი, მეტსახელად «ის, რომელმაც არ ისროლა». 1941 წლის 19 ივლისს, იუგოსლავიის ერთ-ერთი სოფლის «გაწმენდის» შემდეგ, მისმა ოცეულმა


სხვისთვის გაღებული სიკეთე, ყველაზე მეტად, საკუთარი თავისთვის ჩადენილი სიკეთეა

⚫სხვისთვის გაღებული სიკეთე, ყველაზე მეტად, საკუთარი თავისთვის ჩადენილი სიკეთეა, არა იმ მნიშვნელობით, რომ ამისათვის საზღაურს დავიმსახურებთ, არამედ გაღებული სიკეთის შეგრძნებაა


ლონდონი მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა

საკონსულტაციო კომპანია PWC -ის მიერ ჩატარებული უახლესი გამოკვლევის თანახმად, გამოიკვეთა 2016 წლის საუკეთესო ქალაქები განვითარებისა და ცხოვრების დონის მიხედვით. სულ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*