„უბრალოდ დასვი სწორი კითხვები და დაელოდე პასუხს“ — ანა კვანტრიშვილი | Jolo.ge


„უბრალოდ დასვი სწორი კითხვები და დაელოდე პასუხს“ — ანა კვანტრიშვილი

„უბრალოდ დასვი სწორი კითხვები და დაელოდე პასუხს“ — ანა კვანტრიშვილი

 „მიეცი უფლება სამყაროს, იყოს ისეთი როგორიც არის“…

…თუ შეამჩნევ შენს თავს, რომ უკმაყოფილების განცდა გაქვს…

თუ შინაგანად წინააღმდეგობას განიცდი..

აი გათენდა, გაიღვიძე და რაღაცა არ მოგწონს, სახეზეც გაწერია ეს, პირი მოკუმული და წარბები დაძაბულია, ბრაზს გგვრიან გარშემო მყოფები …

ეს მხოლოდ ერთი რამის ნიშანია, ვერ ეგუები რეალობას, არ იღებ მას ისეთს როგორიც არის…

… დაუკვირდი… ახლა სადაც ხარ, იქ ხარ და მორჩა, თუკი არ შეგიძლია ადგე და წახვიდე სადმე, მაშინ იყავი სადაც ხარ, იყავი რეალობაში… ის ადგილი სადაც ხარ, თუ უსიამოვნოა, ისიც არის ისეთი როგორიც არის, … ის ადამიანები, ვინც უკმაყოფილებას იწვევენ შენში, არიან თავიანთი თავები, და მათ აქვთ ამის უფლება…

… მიეცი უფლება სამყაროს, იყოს ისეთი როგორიც არის, და დაინახავ ერთ ჯადოსნურ რამეს — სამყარო შეიცვლის ფორმას, შინაარსს, სამყარო გახდებ აბსოლუტურად სხვანაირი, ერთიანი, და შენ თავს დაინახავ ერთიანობაში და ასევე ამ მთლიანობაში მყოფსაც…

„რა ჩიხსაც არ უნდა მიადგე ეს იქნება ჩიხი შენი ფიქრების და აზრების“…

…რა ჩიხსაც არ უნდა მიადგე ეს იქნება ჩიხი შენი ფიქრების და აზრების, … და რაც მეტად ეცდები რომ აზრებით გაიკვლიო გზა მით უფრო გაეხვევი ამ აბლაბუდაში… აზრებიდან გამოსავალი არაა.. და თანაც იმ დონეზე შეიძლება შეტოპო, რომ დაიჯერო შენი ფიქრების, და უსასრულოდ იმოგზაურო ამ ხლართებში…

მაშ რა გავაკეთოთ?… განრიდება აზრებისგან, აზრები არ ხარ შენ, ისინი მიედინებიან და ჩაგივლიან გვერდით, თუკი გააცნობიერებ რომ ლოგიკურად, შეგიძლია გონებაში ნებისმიერი პასუხი გამოჩარხო რაც გაწყობს…

…ამიტომ უბრალოდ დასვი სწორი კითხვები და დაელოდე პასუხს… ფიქრის შიგნით გაისმება მეორე ფიქრი, უფრო ჩუმი და ხმადაბალი… თუ გონების ლოგიკით და აბდაუბდით იქნები დაკავებული, არ გაქვს შესაძლებლობა მოუსმინო ამ შინაგან ხმას, .. ეს ჩუმი ხმა არ კამათობს, არ დაობს, არ აქვს არგუმენტები, არ ამტკიცებს, არ დარდობს, არ იხლართება,…

… იგი უბრალოდ აჟღერებს …

გისურვებთ ამ ხმის მოსმენას…

სიყვარულით თქვენი ანნა ♡

ფსიქოლოგი ანნა კვანტრიშვილი

ნანახია:(235)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„უნდა დაკარგო თავი, რომ თავიდან იპოვო, ოღონდ სწორად უნდა იპოვო“…

ადამიანი წლები მანძილზე ჯურღმულში ყავდათ გამომწყდეული და როცა სინათლე დაინახა დაბრმავდა. პატიმარს, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ქონდა მისჯილი, მოულოდნელად გაათავისუფლეს, სიხარულისგან


თუ არ გჯერა, რომ შეძლებ, ესეიგი შენ ჯერ არ ხარ მზად! — გიორგი თვალაძე

ძალიან დიდი სხვაობაა სურვილსა და სასურველის მისაღებად ტოტალურ მზადყოფნას შორის. თუ არ გჯერა, რომ შეძლებ, ესეიგი შენ ჯერ არ ხარ


„ აუცილებლად მივიღებთ იმას, რასაც დავიმსახურებთ“ …

ზოგიერთი ადამიანი იმასაც ვერ ხვდება, რატომ და რისთვის იტანჯება. თეორიულად კეთილი ადამინებით გაივსო ქვეყანა. გაშმაგებული იდეების ქურდობით გააქვთ თავი და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*