„უბედურება იქცა ბედნიერებად, გაუმართლებლობა — გამართლებად, წარუმატებლობა-წარმატებად“… | Jolo.ge


„უბედურება იქცა ბედნიერებად, გაუმართლებლობა — გამართლებად, წარუმატებლობა-წარმატებად“…

…როდესაც მოსკოვში «ადამიანის თვითაღდგენის ინსტიტუტში» ნორბეკოვის ტრენინგზე მოვხვდი, მოვისმინე საოცარი რამ: — ტრენერი სცენიდან სრულიად დამაჯერებლად აცხადებდა, რომ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი დაავადების დაძლევა და რომ არა მარტო ჯანმრთელობა — ფინანსები, პირადი ცხოვრება, წარმატება, გამართლება-გაუმართლებლობა მხოლოდ თავად ადამიანზეა დამოკიდებული:)))))

…მაშინ დავფიქრდი , ღირდა ამის დაჯერება თუ არა….მაგრამ….
დიდად ასარჩევად არ მქონდა გზები, ანუ სხვა გზა არ მქონდა და გადავწყვიტე მესინჯა დაჯერება:)))
…მე ზუსტად ვიცი, ახლა რასაც ვსაუბრობ, ბევრი თქვენთაგანისათვის ისეთივე მარტივი გასაგებია, როგორც „თაჩიანი ტელეფონის ეკრანი“ 2017 წელს, მაგრამ…
…ისიც ზუსტად ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთავთისაც ჩემი მონაყოლი ისე ჟღერს, როგორც 1980 წელს, როცა ფერადი ტელევიზორი ტექნიკის უმაღლესი მწვერვალი იყო, ვინმეს მათთვის „აიფონ 7 „ის პრეზენტაცია რომ ჩაეტარებინა, მთელი თავისი ფუნქციებით…..
…არც ერთნი არიან წინ, და არც მეორენი უკან, უბრალოდ
ყველაფერს თავისი დრო აქვს…და ეს დრო ჯერ ზოგადად პლანეტაზე დგება ( ინფორმაციული 21 საუკუნე) და შემდეგ თითოეული ჩვენთაგანის ცნობიერებას მოუკაკუნებს……
——————————————————————————-
…ძალიან რთულია ორი სიტყვით გადმოგცეთ რა შეიცვალა მას მერე ჩემს ცხოვრებაში……უბედურება იქცა ბედნიერებად, გაუმართლებლობა — გამართლებად, წარუმატებლობა-წარმატებად, ავადმყოფობა- ჯანმრთელობად…..
…ახლა შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ შედეგის მისაღებად, სულ არ არის აუცილებელი გჯეროდეთ ყველაფერ იმის, რაც მოგიყევით და ყველაფერ იმის რასაც მოისმენთ, როცა პრეზენტაციაზე მოხვალთ….რადგან…
…. მთავარია მოხვიდეთ და გააკეთოთ ის რასაც დაგავალებენ და შედეგი დადგება მიუხედავად იმისა, გჯერათ ამის თუ არა….
როგორ?
ძალიან მარტივად…..როცა თქვენ იღებთ რკინის მავთულს და „შტეფსელში“ ურჭობთ, მაპატიეთ მაგრამ როგორც არ უნდა ირწმუნოთ საპირისპირო, დენის დარტყმას მაინც ვერ გადაურჩებით….
რა შუაშია?
როდესაც არსებობს რაღაც, რასაც შეუძლია ქიმიურ დონეზე შეცვალოს პროცესები თქვენს ორგანიზმში, ამ «რაღაცას» თქვენი რწმენითი დასტური სულაც არ ესაჭიროება:))))
საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შესაცვლელად ერთადერთი რაც თქვენგან იქნება საჭირო, ეს არის სურვილი….
….და რამხელა უნდა იყოს სურვილი? ზუსტად იმხელა, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმა მოახერხოთ:))))))

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

 

 

ნანახია:(285)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ქალი და სიყვარულის ენერგია“ — ევგენია დრონი თბილისში

ევგენია დრონი და გამოღვიძებული გულის იმპულსის ძალა  რა არის ქალურობა?  როგორ გავლენას ახდენენ  ფიქრები ქალის ჯანმრთელობაზე?  როგორ მოვიშოროთ წყენა და


ტრენინგი „ტრანსფორმაცია ზამთარი — გაზაფხული“

…წინასაგაზაფხულო მზადება ახალი ცხოვრების დასაწყებად…   ტრენინგი „ტრანსფორმაცია ზამთარი-გაზაფხული“ 9-11 თებერვალი -ბორჯომი პალასი   ტრენინგი — მოგზაურობა განკუთვნილია მათთვის, ვისაც


ის რაც ახლა თქვენს ცხოვრებაში ხდება – დაიწყო მაშინ…

ყველაფერი ის, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება ახლა, ახლა არ დაწყებულა. იმის ჩათვლით რაც ძალიან მოგვწონს ან ძალიან არ მოგვწონს, დაიწყო


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*