«თვითმფრინავიდან გადაიხედავ და სამოთხეს გავს ეს ჩემი ციცქნა ქვეყანა» | Jolo.ge


«თვითმფრინავიდან გადაიხედავ და სამოთხეს გავს ეს ჩემი ციცქნა ქვეყანა»

«თვითმფრინავიდან გადაიხედავ და სამოთხეს გავს ეს ჩემი ციცქნა ქვეყანა»

გუშინ პირველად მომიწია მეფრინა საქართველოს ავიახაზების თვითმფრინავით თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან უკან თბილისში.

თვითმფრინავი სავსეა ყველაფრით აღტაცებული რუსებით, რომ ვერ გაიგებ რა მოეწონათ რა არა და საერთოდ რა უნდათ იმისთანა გერმანელებით, საგულდაგულოთ შეფუთული და უხვად პარფიუმირებული ირანელებით და თუ არ ვცდები ორი გაკვირვებული ფრანგი ახალგაზრდა კაციც გვერია..

თვითმფრინავი აფრენილი არაა დაშვებას, რომ იწყებს.. 35 წუთია საკმარისი, რომ გადაუფრინო მთელ საქართველოს..

ღმერთო რა პატარა, ციცქნა და მოქარგული ქვეყანა გვაჩუქე?! ჩემი გარდენიაც კი გულის ამაჩუყებლად პატარა წერტილივით ჩანს სიმაღლიდან.

ბათუმში გვერდს ვერ აუქცევ ტურისტს, თევზის ბაზარში თევსზე მეტი მუშტარია.ქალაქის სასტუმროები და კაფეები გადაძეძგილია.

მთელი დღე ჩემს თავს ვეკითხები და ვერ მიპოვნია პასუხები.

რატომ ვერ ვახერხებთ ამ ხელისგულისხელა ქვეყნის მოვლას?

რატომ არ გამოგვდის, რომ ჩვენთან ჩამოსულ სტუმარს ჩვენივე ქვეყნის ბაღებში და ბოსტნებში მოწეული ხილი და ბოსტნეული შევთავაზოთ?

ჩვენი სოფლებიდან ჩამოტანილი მაწონი მივართვათ საუზმეზე და ქართული ჩაით ვუმასპინძლოთ?

რატომ გვჭირდება უკრაინული კარაქი, ბრაზილიური, გაყინული ხორცი, თურქული პამიდორი და კარტოფილი?

რატომ ვღებავთ ჩურჩხელას და ტყლაპს ყვითლად, წითლად და მწვანედაც კი?

რატომ ვდებთ ხაჭაპურში ამერიკული სოიოს ფხვნილისგან დამზადებულ 5 ლარიან ყველს?

ვერ მიპოვნია პასუხები და ეგებ თქვენ დამეხმაროთ.

თვითმფრინავიდან გადაიხედავ და სამოთხეს გავს ეს ჩემი ციცქნა ქვეყანა, სამწუხაროდ ცარიელ, დაუმუშავებელ, აუთვისებელ სამოთხეს და მიკვირს, რომ გიკვირთ რატომ უნდა ამდენ უცხოელს ამ სამოთხეში დაბინავება, დასახლება, ფეხის მოკიდება. ცარიელ სამოთხეში, ხომ კარგია, ძალიან კარგი?!

ზურა შევარდნაძე

Gardenia shevardnadze

ნანახია:(97)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მაგიჟებს ქართველების ტოტალური სიდებილე“ — ლევან რამიშვილი

„რამხელა სიბრიყვესა და უსამართლობაში ვცხოვრობთ“ — წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლევან რამიშვილი. ლევან რამიშვილი: „მაგიჟებს ქართველების ტოტალური სიდებილე… კულტურის სამინისტროს


„სისულელეებს და ენით ზურგის ფხანას თავი დაანებეთ“ — ცოტნე გამსახურდია

„ვიცინეთ, ვიღადავეთ, ვიკაიფეთ მთავრობის უუნარობაზე და არამხოლოდ მათზე… იმედია, არ მჭირდება ახლა მტკიცება, რომ ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში აბსოლუტურ უმრავლესობაზე


«ძალიან მზარავს, როცა ქართველი გოგონები სეირნობენ ხელჩაკიდებულები ერაყელ, თურქ და ფერადკანიანებთან»…

ფილოლოგი და პოეტი თამუნა ხელაძე სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: «ძალიან მზარავს, როცა ქართველი გოგონები სეირნობენ ხელჩაკიდებულები ერაყელ, თურქ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<