„თვითფრინავი მოწყდა… სალონში ატყდა პანიკა“ — რას ჰყვება ნიკოლოზ წულუკიძე | Jolo.ge


„თვითფრინავი მოწყდა… სალონში ატყდა პანიკა“ — რას ჰყვება ნიკოლოზ წულუკიძე

„ბედნიერი დასვენების შემდეგ მე და თეკა ამსტერდამიდან საქართველოში ვბრუნდებოდით“ — წერს ნიკოლოზ წულუკიძე სოციალურ ქსელში და ფეისბუქელ მეგობრებს შემდგ განვითარებულ მოვლენებს უყვება და საკუთარ განცდებს უზიარებს.

ნიკოლოზ წულუკიძე: „თურქეთში ჩაფრენამდე ერთი საათით ადრე მოვხვდით საშინელ ტურვალენტურ ზონაში, რის გამოც თვითფრინავი მოწყდა და 17 მეტრი იფრინა დედამიწის მიმართულებით, სალონში ატყდა პანიკა რამდენიმე ადამიანს წაუვიდა გული და ჩაცვივდნენ ურთლეს მდგომარეობაში. რომ არა ატლასგლობალის საოცრად გამოცდილი პილოტი ავიაკატასტროფა გარდაუალი იყო. როგორც იქნა დავმშვიდდით და გავაგრძელეთ ბედნიერი ცხოვრება …

ათათურქის აეროპორტში აფრენისას კი გამოგვიცხადეს, რომ ქვეყანაში გადატრიალების მცდელობა და ვერ გავფრინდებითო, ჩამოგვსვეს თვითფრინავიდან და … დაიწყო 30 საათიანი ბრძოლა გადარჩენისთს. აეროპორტში უკვე დაგვხვდენ სამხედრო გადატრიალების მომხრეები იარაღით ერდოღანის დასაპატიმრებლად, ამასობაში ტერიტორიაზე შემოვიდა დაახლოებით 10 000 მოქალაქე პრემიერ ერდოღანის მომხრე და დაიწყო საშნელი დაძაბულობა.

ათათურქის აეროპორტში ყველა თანამშრომელი და დაცვის წარმომადგენელი ერთ წუთში გაქრა, სანგარში ჩავიდნენ და დავრჩით ასე სიკვდილის პირისპირ: სამი მძიმე ონკოლოგიური პაციენტით, 6 მცირეწლოვანი ბავშვით და სამოცდაათი ქართველით, რამდენიმე წუთში ატყდა პანიკა და ხალხმა გაურკვეველი მიმართულებით დაიწყო სირბილი…

მოკლედ რომ არა ატლასგლობალის და საქართველოს საკონსულოს განსაკუთღებული მხარდაჭერა კაცმა არ იცის ეს ამბავი როგორ დამთავრდებოდა.

p.s. მიუხედავად ყველაფრისა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვნახე ერთმანეთზე ასე მზრუნველი ქართელები!!! ალბათ უბედურებაა საჭირო, რომ გვიყვარდეს და ვუფრთხილდებოდეთ ერთმანეთს“.

ნანახია:(25)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

,,…ამას ვიტყვი მხოლოდ თამუნას საპასუხოდ“ — კაკო ვაშალომიძე მეტის თქმას აღარ აპირებს

აქამდე კაკო ვაშალომიძეს, ქალაქში აღიარებულ მუსიკოსად იცნობდნენ, „იმედის კვირის“ შემდეგ კი მისი სახელი ფლეიბოის მოდელს დაუკავშირდა. ცნობილი მუსიკოსი მის გარშემო


«სტუდენტური დღეები 2016» დაიწყო

თბილისში «სტუდენტური დღეები 2016» დაიწყო. გახსნის ცერემონია «ვაკის პარკში» გაიმართა. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტში 46 უმაღლესი სასწავლებელია ჩართული. სტუდენტური


ჰესების ნაცვლად მზის სოლარები, ქარის წისქვილები და უფასო ელექტროენერგია

„სვანეთში ჰესების მშენებლობა მოსახლეობას მოუტანს ძალიან მძიმე შედეგებს, დაიცლება საზღვრისპირა ზოლი, ჩვენ დავდგებით ეკოლოგიური და სოციალური კატასტროფის წინაშე, ეს შეხვედრა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*