„თვითგანვითარება უწყვეტი პროცესია და ნებისმიერ ასაკშია საჭირო“ — მარტა ქარუმიძე | Jolo.ge


„თვითგანვითარება უწყვეტი პროცესია და ნებისმიერ ასაკშია საჭირო“ — მარტა ქარუმიძე

„თვითგანვითარება უწყვეტი პროცესია და ნებისმიერ ასაკშია საჭირო“ — მარტა ქარუმიძე

„FM ქოუჩი“ — შემეცნებითი-საგანმანალებლო გადაცემა, რომელიც ყოველ სამშაბათს გადის „ფორტუნაზე“, გადაცემის წამყვანი მარტა ქარუმიძე გახლავთ. სწორედ მარტასგან შევიტყობთ დღეს, თუ რას უწყობს ხელს გადაცემა „FM ქოუჩი“ .

მარტა ქარუმიძე: ჩვენთვის განათლების სფეროს ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, სწორედ ამიტომ ამ გადაცემაში ვსაუბრობთ ყველა იმ თემაზე, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. გარდა ამისა, განვიხილავთ პრობლემებს, რაც ამ ეტაპზე არსებობს და  ვმსჯელობთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე.

მაგალითად:

რა არის გამოსასწორებელი მენეჯმენტის მიმართულებით,

როგორ უნდა გავიგოთ სწორად „ლიდერობა“,

როგორ ვისწავლოთ გუნდური მუშაობა,

როგორ მივცეთ თანამშრომლებს მოტივაცია და სხვ.

ეს საკმაოდ აქტუალური თემებია.  გადაცემის სტუმრები არიან ქოუჩები, ტრენერი, ადამიანები, რომლებმაც თავის სფეროში მიაღწიეს წარმატებას და შეუძლიათ სწორი მიმართულება მისცენ სხვა ადამიანებს.

რამდენად დიდი ინტერესია ამ თემების მიმართ?

საკმაოდ დიდი ინტერესია და ამას ვხედავთ იმ შედეგით, რასაც თითოეული გადაცემა დებს. ზოგადად, რაც უფრო მეტი ცოდნა გაქვს, კიდევ უფრო მეტი გინდა ისწავლო და განვითარდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაღრმავოთ განათლების მიმართ ინტერესი. შემეცნებით-საგანმანათლებლო გადაცემის გარდა, გავხსენით „ფორტუნა აკადემია“, რომელშიც წარმატებით მიმდინარეობს სხვადასხვა თემაზე ტრენინგები.

როგორ ფიქრობთ, რა კუთხით გვჭირდება მეტი მუშაობა?

თვითგანვითარება უწყვეტი პროცესია და ნებისმიერ ასაკშია საჭირო. არ არსებობს ცოდნა, რომელიც საკმარისია. ვფიქრობ, კარგი იქნება სულ პატარა ასაკიდან ვიზრუნოთ ბავშვების განვითარებაზე, ამისთვის საჭიროა სწორი მიდგომა ვიპოვოთ მათთან, რომ გაუჩნდეთ ინტერესი სწავლისა და განვითარების მიმართ. უნდა მივცეთ მათ მაგალითი, მოტივაცია. განვითარება და სწავლა დადებითად აისახება, არა მარტო საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე, არამედ ქვეყანაზეც.

 

ნანახია:(282)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ გამოვაღვიძოთ შინაგანი ძალა?

იმისთვის, რომ ცხოვრებაში რამე შედეგიანს მივაღწიოთ, საჭიროა შინაგანი ძალის გამოღვიძება. არსებობს ძალიან მაგარი და შედეგიანი 6 საფეხურიანი სისტემა, რომელიც შინაგანი


„სურვილი უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ იმის გაკეთება შეგაძლებინოს, რაც გეზარება, «არ შეგიძლია», «არ გამოგდის»

…ადაიანები მთელი ცხორება ვეძებთ «ყველაზე მოკლე» გზას, ყველაზე დიადი მიზნების განსახორციელებლად…. …პატარა ლოცვა გვინდა წავიკითხოთ- რაც შეიძლება პატარა , მაგრამ


გინდათ უფრო ყურადღებიანები იყვნენ თქვენს მიმართ?

„ეს მოხდება მიუხედავად იმისა გჯერათ ამის თუ არა“- წერს ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი ხათუნა მუზაშვილი: „გინდათ უფრო ყურადღებიანები იყვნენ თქვენს მიმართ?


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<