თვითდაკვირვება — გიორგი გურჯიევი | Jolo.ge


თვითდაკვირვება — გიორგი გურჯიევი

თვითდაკვირვება — გიორგი გურჯიევი

თვითდაკვირვება ძალიან რთულია, რაც უფრო შეეცდებით, მით უფრო მკაფიოდ დაინახავთ ამას.

ახლა თქვენ გჭირდებათ ამის პრაქტიკა არა შედეგის მისაღებად, არამედ იმის მისახვედრად, რომ თქვენ არ შეგიძლიათ თვითდაკვირვება. წარსულში წარმოგედგინათ, რომ ხედავდით და იცნობდით საკუთარ თავს.

მე ვსაუბრობ ობიექტურ თვითდაკვირვებაზე. ობიექტურად თქვენ საკუთარი თავის დანახვა 1 წუთითაც კი არ შეგიძლიათ, იმიტომ, რომ ეს სხვა ფუნქციაა, ოსტატის შესაძლებლობა.

თუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ თვითდაკვირვება 5 წუთით — ცდებით.

თუ ეს იქნება 20 ან 1 წუთი – მაინც ცდებით. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ არ შეგიძლიათ თვითდაკვირვება, მაშინ ეს სწორი შეხედულებაა. რომ შეძლოთ — ეს თქვენი მიზანია.

ამ მიზნის მისაღწევად თქვენ უნდა სცადოთ და სცადოთ.

როცა თქვენ გამოავლენთ მონდომებას, შედეგი არ იქნება თვითდაკვირვება – ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, მაგრამ მცდელობა გაამყარებს თქვენს ყურადღებას.

თქვენ ისწავლით უკეთ კონცენტრირებას – ეს ყველაფერი გამოგადგებათ მოგვიანებით და შემდეგ თქვენ შეძლებთ გახსოვდეთ საკუთარი თავი.

თუ თქვენ იმუშავებთ კეთილსინდისიერად, თქვენ შეძლებთ საკუთარი თავის დამახსოვრებას, არა ხშირად, არამედ იშვიათად, იმიტომ, რომ თვითმახსოვრობა მოითხოვს ბევრს, ეს არც ისე იოლია, ის ძვირად ფასობს.

თვითდაკვირვება თქვენთვის საკმარისია რამდენიმე წელი, ნუ შეეცდებით დაკავდეთ სხვა რამით. თუ თქვენ იმუშავებთ კეთილსინდისიერად, თქვენ დაინახავთ იმას, რაც გჭირდებათ.

თქვენ ახლა გაქვთ მხოლოდ ერთი ყურადღება, ან სხეულზე ან გრძნობებზე.

გიორგი გურჯიევი

ნანახია:(2346)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როცა დილა კეთილი ფიქრებით, სიმშვიდით იწყება, ყველა საქმე გამოგდის …

როცა დილა სიცოცხლის სიყვარულით იწყება, დადებითი ემოციები თავისით მოდის. როცა დილა იმედით იწყება, შენში ძალა შემოდის, რომელიც გეხმარება. როცა დილა


უბრალოდ აენთე …

როდესაც გეჩხუბებიან,  გამცირებენ, გაძლევენ რჩევებს, რომლის მოცემაც არ გითხოვიათ, როდესაც ვიღაც შენ გადანაშაულებს საკუთარ ტკივილში, როდესაც არ გისმენენ, გაუთავებლად საუბრობენ


ქოუჩინგი ოქროს თევზისგან

მებადური წავიდა სათევზაოდ. ჩვეულებისამებრ, ისროლა ბადე, თუმცა უშედეგოდ. ისროლა ბადე მეორედ და მხოლოდ, ნიჟარები და ქვიშა გამოაყოლა ზღვამ. მესამე მცდელობაც… და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<