„თავისით არასოდეს არაფერი ხდება — წაიქეცი? ადექი და გაარძელე გზა!“ | Jolo.ge


„თავისით არასოდეს არაფერი ხდება — წაიქეცი? ადექი და გაარძელე გზა!“

„თავისით არასოდეს არაფერი ხდება —  წაიქეცი? ადექი და გაარძელე გზა!“

…»უმუშევარი ვარ, ქმარმა მიმატოვა, გასაუბრებებზე არც კი მეძახიან, ბოლო ფული მითავდება და დენსაც ჩამიჭრიან ამ დღეებში… რა ვქნა?»

მომწერა უცნობმა ადამიანმა….იგი ჩემგან ქველმოქმედებას არ ითხოვდა … რა შევცვალო ჩემს თავშიო — მეკითხებოდა…..

ამას იმიტომ გიყვებით, რომ იქნებ კიდევ ვინმეა ასეთ დღეში ვინც ამ პოსტს კითხულობს…
კრიზისი აუცილებლად «გონებიდან» იწყება…..

ავიღოთ 5 დღე

5 დღის განმავლობაში დღეში 1 კომედია — როგორც წამალი

საინფორმაციო გადაცემებს — არ ვუყურებთ და არც ვუსმენთ არც ერთი წუთით.

იპოვნეთ მელოდია (ან მელოდიები) რომლებიც «კარგ» დროს გაგახსენებთ, ვრთავთ მუსიკას და ვიწყებთ ღიღინს — თუნდაც თავიდან ძალით…..

დაწერეთ 100 დღის წარმატების გეგმა ….. ანუ

არა ის, თუ რა უნდა აკეთოთ, არამედ რა გინდათ რომ მიიღოთ……

მეორე დღეს გადახედეთ ამ გეგმას და დაწერეთ მეორე გეგმა — ამისათვის რა უნდა გააკეთოთ?

რთავთ საცეკვაო მუსიკას, იწყებთ ცეკვას და თან ფიქრობთ (წარმოიდგენთ) როგორ მარტივად ლაგდება ცხოვრება და ხორციელდება თქვენი მიზნები:)))))

შეიძლება ვინმემ მითხრას არ მეცეკვება და არ მემღერებაო…..

ნუუუუ….

მაშინ იჯექით….. და დაელოდეთ თავისით როდის რა იქნება, მაგრამ ჩუმად ყურში გეტყვით ერთ საიდუმლოს: — თავისით არასოდეს არაფერი არ ხდება……

წაიქეცი?
ადექი და გაარძელე გზა!

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

 

ნანახია:(632)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როცა კარგად გაქვს ყველაფერი, მაშინ უნდა იყო ფრთხილად….

მუშაობ, გაქვს საქმე, გაქვს ურთიერთობები, გჭირდება და ჭირდები ადამიანებს, ეწევი აქტიურ ცხოვრებას, გიხარია, გეკითხებიან რჩევებს, გიკეთებენ საჩუქრებს, გეპატიჟებიან ყველგან. გყავს


მხოლოდ ასე შეიძლება აბსოლუტური სიმტკიცის მიღწევა…

ადამიანები ასე ცდილობენ სევდას გაექცნენ: მიდიან სოფლებში, სანაპიროებსა და მაღალ მთებში.. თუმცა სისულელეა, შეიძლება ნებისმიერ დროს გაექცეთ სევდას, მაგრამ არა


იგავი კეთილ და ბოროტ მგელზე

ერთხელ,დიდი ხნის წინ, მოხუცმა ინდიელმა თავის შვილიშვილს გაანდო ერთი ცხოვრებისეული ჭეშმარიტება. – ყველა ადამიანის შინაგან სამყაროში მიდის ბრძოლა, რომელიც ძალიან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*