ტვინის საკვები ნივთიერებები – რითი უნდა ვიკვებოთ? | Jolo.ge


ტვინის საკვები ნივთიერებები – რითი უნდა ვიკვებოთ?

ტვინის საკვები ნივთიერებები – რითი უნდა ვიკვებოთ?

ტვინი – ეს არის  ნერვული სისტემის ცენტრალური ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების რეგულაციისა და უმაღლესი ნერვული მოქმედების განხორციელების ყველაზე სრულყოფილ ფორმებს. შესაბამისად ის ჩვენი კომპიუტერია, თუმცა უმეტესობა უგულისყუროდ ეკიდება მას და აზრადაც არ მოსდის ის, რომ ტვინსაც სჭირდება სწორი კვება და ფუნქციონირება.

დაიმახსოვრეთ! პირველ რიგში ტვინს სჭირდება სწორი მუშაობა, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, ის უზრუნველყოფს მთლიანი ორგანიზმის ჯანმრთელობასა და ტონუსში ყოფნას.

ტვინი მუდმივად უნდა იკვებოს, ვინაიდან მისი უჯრედები გამუდმებით ითხოვენ საჭირო ენერგიას. ტვინისა და ნერვული უჯრედების კვება პირდაპირ დამოკიდებულებაშია ჩვენს მიერ მიღებულ საკვებზე. ფსიქოემოციური წონასწორობა, რომელიც მიიღწევა სწორად შერჩეული და იმავდროულად გემრიელი საკვებით, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა არა მარტო შემოქმედებითი საქმიანობისთვის, არამედ ორგანიზმის ყოველგვარი უძრაობის პროფილაქტიკისთვის. სწორი კვება გვეხმარება ასევე შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერებაშიც. ჩვეულებრივი პროდუქტების საშუალებით შესაძლებელია არა მარტო ფიზიკური, არამედ გონებრივი ფორმის შენარჩუნებაც.

რითი უნდა ვიკვებოთ რომ ვუზრუნველყოთ ტვინის სწორი კვების რაციონი?

გთავაზობთ ესპერტების რჩევებს, ამ საკითხთან დაკავშირებით:

შოკოლადი – ის ძალიან მნიშვნელოვანია ტვინის გამართული მუშაობისათვის.

ლეღვი – რეკომენდირებულია მისი რეგულარულად მიღება.

ქლ­იავი – ის ძალიან მნიშვნელოვანია ტვინის სწორი ფუნქციონირებისათვის, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ შაქრის მაგივრად ჩაის კვლიავს მიაყოლებთ.

დღეში ორი ბანანი – გაგიხსნით გონებას და განწყობილებასაც აგიმაღლებთ.

მარწყვი ოპტიმისტურ განწყობას დაგიბრუნებთ.

ერთი თეფში გახეხილი, ზეთმოსხმული სტაფილოს სალათა და ანანასის ახალგამოწურული წვენი – ის  დაგეხმარებათ დიდი მოცულობის ინფორმაციის დამახსოვრებაში, ხოლო ხანმოკლე მეხსიერების გასაუმჯობესებლად შეუდარებელია ყოველდღიურად ნახევარი ავოკადოს მირთმევა.

დღეში 100 გ კრევეტი და ნახევარი თავი ხახვი – ის აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, ხოლო გონებრივი შტურმის დაწყებისას შეგიძლიათ დალიოთ ყავა, ლიმონის წვენი ან მიირთვათ ერთი პეშვი მოცვი.

ხმელთაშუა ზღვის დიეტა – ეს არის დიეტა, რომელსაც ნევროლოგები უწევენ რეკომენდაციას, და რომელიც მოიცავს დიდი რაოდენობით ახალ ხილსა და ბოსტნეულს, ზეითუნის ზეთს, თევზს, ზღვის პროდუქტებს, მცირე რაოდენობით ხორცს და კიდევ უფრო ნაკლებ საკონდიტრო ნაწარმს. რძის ნაწარმიდან ყველას უცხიმო იოგურტი, მაწონი, ნაკლებცხიმიანი ყველი, კეფირი სჯობია. ხმელთაშუა ზღვის დიეტის საფუძველია ცხიმიანი თევზი, ნიგოზი, ზეითუნის ზეთი და ახალი ბოსტნეული. ცხიმიანი თევზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც აძლიერებს ტვინის კოგნიტურ თვისებებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის გამოაცოცხლებს ჩვენს ტვინს.

წითელი ღვინო – ის ცნობილია იმით, რომ ზომიერი მოხმარებისას ახდენს სისხლძარღვოვანი დარღვევების პრევენციას. ყურძენი შეიცავს რესვერატროლს, რომლის კონცენტრაცია საგრძნობლად იზრდება ფერმენტაციის  პროცესში. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომლის დადებითი მოქმედება დამტკიცებულია მრავალი კვლევით. ეს ნივთიერება ააქტიურებს ცილა ჰემოქსიდაზას, რომელიც თავისუფალი რადიკალებისგან იცავს ტვინის უჯრედებს. თუმცა პროფილაქტიკისთვის ყოველგვარი ღვინო როდი გამოდგება. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვინო ალკოჰოლური სასმელია, ამიტომ მისი მიღების თაობაზე ექიმს უნდა შევუთანხმდეთ. თუ უკუჩვენება არ აღმოგვაჩნდა, შეგვიძლია, თამამად ვსვათ დღეში ერთი ბოკალი.

ბოსტნეული – ის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინის სწორ ფუნქციონირებაში. ის სხვა ნივთიერებებთან ერთად შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მაგნიუმსა და სელენს – ტვინისთვის აუცილებელ ელემენტებს. ტვინისათვის აუცილებელი ნივთირება – ომეგა-3 შედის ნიგოზის, სელის თესლისა და ზეითუნის ზეთის შემადგენლობაში. უჯერი ცხიმები აფერხებს ანთებით პროცესებს. ამრიგად, რაც უფრო ხშირად გავანებივრებთ ტვინს ამ ცხიმებით, მით უფრო აქტიურად იმუშავებს ის.

ლობიო, შავი მოცხარი, არტიშოკი, ბროკოლი, წიწაკა, მარწყვი, ყვავილოვანი კომბოსტო – ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობის ანტიოქსიდანტებს, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზმის ყველაზე დინამიკურ ორგანოს. აქ განუწყვეტლივ ჩქეფს ცხოვრება, გადაეცემა ნერვული იმპულსები, მიმდინარეობს ურთულესი ბიოელექტრული და ქიმიური პროცესები, რომელთა ნარჩენი პროდუქტებია თავისუფალი რადიკალები, მათი განეიტრალება კი მხოლოდ ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ.

იკვებეთ ჯანსაღად, ეს არამარტო თქვენს მთლიან ორგანიზმს, არამედ პირველ რიგში თქვენს ტვინს ესაჭიროება!

თამთა თოდაძე

ნანახია:(493)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

გიყვარდეს სიცოცხლე და გახსოვდეს სიკვდილი

როგორ ვაზროვნებ მე ჩემთვის არსებობს სამი რამ, ღმერთი, მიზიდულობა და საიდუმლოება. ღმერთმა შექმნა სამყარი, დედამიწას მიეცა მიზიდულობის ძალა და საიდუმლოებით


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

„უფრთხილდი იმედგაცრუებულ ადამიანებს“…

ადამიანი, რაც უნდა გახსნილი იყოს, მაინც საიდუმლოებით არის მოცული… უკიდეგანო ფანტაზია, ავი ზრახვები და დაეჭვებული აზრები. საზღვარი არ აქვს ადამიანის


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

5 რამ, რასაც ბედნიერი ადამიანები დილით საწოლიდან ადგომამდე აკეთებენ

ბედნიერება შინაგანი მდგომარეობაა და შენ ვერ იცხოვრებ პოზიტიური ცხოვრებით, თუკი ნეგატიური აზრებით იქნები სავსე. ეს 5 მარტივი რამ, რაც ყოველ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*