„თვალი იმ გოგონასკენ გავაპარე, მანამდე რომ ამ ბიჭს ცეკვაზე უარი უთხრა“ | Jolo.ge


„თვალი იმ გოგონასკენ გავაპარე, მანამდე რომ ამ ბიჭს ცეკვაზე უარი უთხრა“

„თვალი იმ გოგონასკენ გავაპარე, მანამდე რომ ამ ბიჭს ცეკვაზე უარი უთხრა“

არასოდეს დამავიწყდება ქეთოს საქციელი.
ჩვენ რამდენიმე მეგობარი კაფეში ვისხედით. საახალწლო განწყობას ცოცხალი მუსიკის მოსმენით ვიქმნიდით. თუ ბენდი სასურველ კომპოზიციას ასრულებდა, ყველა საცეკვოდ გავრბოდით.
ერთ-ერთი სიმღერის დროს ფრთხილი მოძრაობით გვერდით მაგიდიდან ბიჭი წამოდგა. დაასკვნიდით, რომ ნასვამი იყო. თანაც, წაბარბაცდა კიდეც, მაგრამ თანამეინახე ბიჭმა შეაჩერა.
შეჩერდა, მაგრამ სკამებზე დაყრდნობით მეორე მაგიდასთან მისვლა მაინც მოახერხა და უცნობ გოგონას საცეკვაოდ ხელი გაუწოდა. იმან კი უცნობი ამრეზით მოიშორა.
ჩვენი მაგიდადან ამ სცენას ქეთო და მე ვუყურებდით. ქეთო ისე უცებ წამოდგა, რომ არაფერი თქვა და ის უცნობი მამაკაცი საცეკვაოდ ბენდის წინ ხელკავით გაიყვანა.

იცეკვეს საოცრად. ყველა გაჩერდა, ნახევარწრე გააკეთეს და მათ უყურებდნენ.
წყვილი რიტმულად და მოხდენილად ცეკვავდა. ბიჭი ხანდახან, ქეთოს ეყრდნობოდა. ცდილობდა, მისთვის ხელი არ გაეშვა.

თვალი იმ გოგონასკენ გავაპარე, მანამდე რომ ამ ბიჭს ცეკვაზე უარი უთხრა. ის და მისი მეგობრები ღიმილით იყურებოდნენ.
ორი ცეკვის შემდეგ ქეთო დაჯდა. თვალებზე კურცხლები მოსდგომოდა.
რა გატირებს-მეთქი და თითქმის უსინათლო ბიჭია, ძალიან ცუდად ხედავსო, მითხრა მეგობარმა და თითებით ცრემლი მოიწმინდა.
თვალი ბიჭს გავაპარე. ორ მეგობრთან იჯდა. ისიც თითებით ცრემლებს იწმენდდა…

გოგა ჩანადირი

ნანახია:(3900)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

იატაკქვეშეთში გამომწყვდეული გოგონა, რომელმაც სიკვდილის შემდეგ მსოფლიო ააღელვა — უნიკალური მოწმე გესტაპოს გამორჩა

რამდენი დროც არ უნდა გავიდეს და როგორც არ უნდა გადაფასდეს მოვლენები, მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ადამიანურ ტრაგედიად დარჩება.


„დიდხანს მიყურებდა გაოგნებული… შემდეგ ბავშვივით ატირდა“ — სულა სულაშვილი

უცხოეთში მოღვაწე ქართველი სულა სულაშვილი 90-იან წლებს იხსენებს და იმ ისტორიას, რომელიც ანასტასიას დაბადებას უძღოდა წინ ჩვეული ოსტატობით აღწერს.  


„გირჩევთ, ისევ იმ მაღალ მატერიებთან მოთამაშე ხელოვანებად დარჩით რითიც პუბლიკამ შეგიყვარათ!!“ — თამარ ივერის მიმართვა ხელოვანებს

„20 წამიანი სარეკლამო გაელვებით… ანათემას მაინც ნურავის გადააცემინებთ თავს!!!“- წერს სოციალურ ქსელში მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი თამარ ივერი და პოსტს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*