„თურმე პროტესტის ნიშნად არ დადიოდა მსმენელი თეატრში უგემოვნო, უხარისხო დადგმებზე“ | Jolo.ge


„თურმე პროტესტის ნიშნად არ დადიოდა მსმენელი თეატრში უგემოვნო, უხარისხო დადგმებზე“

„თურმე პროტესტის ნიშნად არ დადიოდა მსმენელი თეატრში უგემოვნო, უხარისხო დადგმებზე“

„ორი დღეა დავდივარ «აიდას» გენერალურ რეპეტიციებზე, პრემიერებსაც დავესწარი და რამხელა ბედნიერებაა, როცა ვხედავ, თბილისის ოპერის თეატრში მობრუნებულ მსმენელს“ — წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე კახი ლაზარიშვილი და თავის შთაბეჭდილებას უზიარებს მკითხველს.

საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში 165-ე სეზონის გახსნასთან დაკავშირებით  ჯუზეპე ვერდის „აიდას“ პრემიერამ ქართული ოპერა გამოაცოცხლა და მაყურებელს თეატრში დაბრუნების სურვილი გაუჩინა.

%e1%83%99%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98კახი ლაზარიშვილი: „ძალიან ვწუხდი და ხშირად საკუთარ თავსაც კი არ ვუმხელდი იმას, რომ თბილისში ოპერა მსმენელს ნელ-ნელა კარგავს და მალე ალბათ დადგება იმის საშიშროება, არის კი საჭირო დედაქალაქში ისეთი თეატრის არსებობა, სადაც სპექტაკლებზე დარბაზის მხოლოდ რამდენიმე რიგში აქა იქ თუ სხედან ადამიანებითქო…

ბოლო დღეებში «აიდაზე» ნანახმა (სრული ანშლაგი გენერალურ რეპეტიციებზე და პრემიერებზე) დამარწმუნა, რომ თურმე ვცდებოდი და ძალიან მიხარია!

ოპერა დიდხანს თვლემდა და საზოგადოების ყურადღებასაც ნაკლებად იქცევდა, დიახ!!! ამ დღეებში დავრწმუნდი, რომ ოპერა კი არ კარგავს მსმენელს, არა, რა თქმა უნდა, თურმე პროტესტის ნიშნად არ დადიოდა მსმენელი თატრში უგემოვნო, უხარისხო დადგმებზე, მიუხედავად იმისა, როგორ ძლიერ შემადგენლობასაც უნდა ემღერა სპექტაკლში.

ახლა ვხვდები, რომ სწორედ ამიტომ იყო ბოლო ცამეტი წელი ფუნქციადაკარგული, საშინლად მოწყენილი და დადარდიანებული თეატრი, ხოლო დათრგუნული და საქმეს იძულებით ჩამოშორებული სოლისტი მომღერლები, რომლებიც წელი ისე გავიდოდა, ერთი სპექტაკლი შეიძლება ძლივს ემღერათ, ან რა უნდა ემღერათ, როცა რეპერტუარში რამდენიმე აღდგენილი ძველი სპექტაკლი და მხოლოდ სამი ახალი ოპერა იყო, თანაც ყოველგვარი რეჟისორული ესთეტიკიდან ამოვარდნილი და ღარიბი მხატვრულ-შემოქმედებითი აზროვნებით განხორციელებული დადგმები…!!!

კარგია, რომ ის პერიოდი წარსულს ჩაბარდა და მთავარია ხალხმა ოპერის თეატრში სიარული დაიწყო, იმედია ეს ტემპი არ შენელდება, ჩამოვა ან დაიდგმება კიდევ არაერთი პოპულარული ოპერა და ადგილობრივ დასთან ერთად კიდევ ბევრი ქართველი და უცხოელი მომღერლის მოსმენის საშულებაც მოგვეცემა, რაც ხელს შეუწყობს უმნიშვნელოვანესი ტრადიციების ჩვენს თეატრს კვლავ დაიბრუნოს დაკარგული ადგილი დედაქალაქის მუსიკალურ-კულტურულ სივრცეში!!!

ფრანკო ძეფირელის დადგმის თბილისური პრემიერა სულ ექვსი სპექტაკლით არის თბილისში წარმოდგენილი და 18 მარტის ჩათვლით მასში ბრწყინვალე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები მონაწილეობენ! “

ნანახია:(114)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დიკაპრიომ ცხოვრებაში ყველაზე რთული წუთები — რუსეთში გაფრენა გაიხსენა (ვიდეო)

ლეონარდო დიკაპრიო „ელენ დეჯენერესის შოუს“ ესტუმრა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მას იუმორი იმ ამბის მოყოლის დროსაც არ დაუკარგავს, რომელიც


ქართველი ემიგრანტის ახალი პროექტი

ფოთი მალე ფრანკფურტსა და მაინს დაუმეგობრდება. სწორედ, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს გერმანიიდან უცხოეთში მცხოვრები ქართველი ქველმოქმედი ნინო ყამბეგაშვილი ეწვია. 6 დეკემბერს შეხვედრა


ნინო სურგულაძის კეთილი საქმე

მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები მალე საქართველოს ეწვევიან და საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.  ოთხი ცნობილი მომღერალი — ტენორი, ბარიტონი, სოპრანო და მეცო-სოპრანო საქართველოში


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*