„თუ კი ვინმე ამ გზაზე დგახართ, საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ“!!! | Jolo.ge


„თუ კი ვინმე ამ გზაზე დგახართ, საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ“!!!

„თუ კი ვინმე ამ გზაზე დგახართ, საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ“!!!

ადამიანს შეუძლია მიზანდასახულობით და შეუპოვრობით, ამ ქვეყნიერებაზე არსებულ ყველა სიმაღლეებს მიაღწიოს!
ჩააბაროს მსოფლიოში საუკეთსო უნივერსიტეტებში, მიიღოს განათლება, დააგროვოს უმარავი სხვადასხვა ფერის დიპლომი და სერთიფიკატი, იმუშაოს საუკეთესო სამსახურებში ასტრონომიული ანაზღაურებით, გადაიკითხოს უამრავი წიგნი …

მაგრამ…

აუცილებლად დაუდგება ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც რაღაც არ დააკმაყოფილებს, არადა უფრო ზემოთ, უფრო მაღლა, რაც ამ ქვეყანად მოსაპოვებელი დარჩა, არ არსებობს.
მან ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო და არ შეძლო…

მაშინ რა ხდება:
შინაგანად რატომ არ მშვიდდება?

აი, ეს ის მომენტია, როდესაც თვალებს მაღლა ასწევ და უამრავ, უპასუხო კითხვას დასვამ:
— ვინ ვარ? საერთოდ, რა მინდა? როდისღა დავმშვიდდები…

აქ შეიძლება ახალ ილუზიებს ააჰყვე ან …

ან დაიწყება ყველაზე საინტერესო მოგზაურობა, რომელსაც ვერსად წაიკითხავ,
ვერსად ნახავ,
ვერანაირად განიცდი…
ეს არის, საკუთარი თავში მოგზაურობა,
ეს არის, ხეტიალი შენს შინაგან სამყაროში!

რაც მეტად იძირები, მეტად საინტერესო და წარმტაცი ხდება ეს პროცესი და ხვდები, აქამდე არც არაფერი გცოდნია…
რომ ჭეშმარიტი ცოდნა მოდის თვითგანვითარებით, საკუთარი თავის შეცნობით და გრძნობ:
ყველაზე საინტერესო წიგნი ხარ შენ,
ყველაზე საინტერესო სანახავია შენი შინაგანი სამყარო და ყველაზე სიტყვით უთქმელ გრძნობებს ეზიარები აქ!

მგრამ თავიდან…
მაგრამ თავიდან, უნდა მოიარო მთელი მსოფლიო, დაინახო, შეიგრძნო… ეძებო…
რომ მერე ….
მიადგე იმ უმთავრეს კარს, რომელსაც შეაღებ (ან არც შეაღებ)…

და გაუყვები გზას (ან ვერ/არ გაუყვები)..

თუ კი ვინმე ამ გზაზე დგახართ, საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ!!!

სიყვარულით თამარ კვარაცხელია
https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(425)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„დატკბი და გაიხარე იმ დროში, რაც განგებამ მოგანიჭა“

არაფრით არ ჯერათ ადამიანებს, რომ ზეიმი და დღესასწაული მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდება. ჩვენ დრო კი არ გაგვყავს, ან დროს კი


შენ თავისუფალი ქალი ხარ

შენ თავისუფალი ქალი ხარ… შენ გაქვს შინაგანი თავისუფლება… შენ ითხოვ შინაგან თავისუფლებას… შენც ჩემსავით გიყვარს თავისუფალი, ბედნიერი ცხოვრება… გარეთ სხვებს ჰგონიათ,


ვინ იქნებოდი შენი ისტორიის გარეშე?

გთავაზობთ ნაწყვეტს ბაირონ ქეითის წიგნიდან გიყვარდეს ის, რაც არის. ამჟამად ამ წიგნს ვთარგმნი და მინდა, რომ თარგმნის პროცესში, დრო და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<