„თუ ხალხმა იცის, რომ ბროლის გული გაქვს, აუცილებლად დაგიმსხვრევს“ | Jolo.ge


„თუ ხალხმა იცის, რომ ბროლის გული გაქვს, აუცილებლად დაგიმსხვრევს“

„თუ ხალხმა იცის, რომ ბროლის გული გაქვს, აუცილებლად დაგიმსხვრევს“

საინტერესო ციტატები გენიალური წიგნებიდან:

„ვინმეს გაკრიტიკების სურვილი რომ მოგეძალება, არ დაგავიწყდეს, ამ ქვეყნად ყველას არ ხვდომია წილად ის უპირატესობა, რაც შენ გარგუნა გამჩენმა.“
„შენ ან მონადირე ხარ ან მსხვერპლი, ან მოქმედებ ან უკან იმალები.“
„დიდი გეტსბი“

„ადამიანს ისე ვერ გაუგებ, თუ მის ადგილას არ წარმოიდგინე თავი, თუ მის „ტყავში“ არ შეძვერი და მისი თვალებით არ შეხედე სამყაროს.“
„ბრძენნი არასოდეს ამაყობენ თავიანთი ტალანტით.“
„ნუ მოკლავ ჯაფარას“

„თავი აარიდე ყველანაირ უკიდურესობას, თორემ შინაგანი წონასწორობა დაგერღვევა.“
„თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ არსებაში უნდა აღმოაჩინოს ღვთიური სული და მისი კარნახით იცხოვროს.“
„მეტისმეტად მორიდებული ხარ, ხალხის აზრს ზედმეტ ანგარიშს უწევ. გახსოვდეს, ადამიანთა გულის მოგებას ასე თავგამოდებით რომ ცდილობ, სწორედ ამიტომაც ვერასდროს აიცდენ მათ მწარე ენას, როგორც უნდა ეცადო.“
„აგიხირებია, გინდა თუ არა, ამ გზას უნდა დავადგეო, საამისოდ კი არავითარი მსხვერპლის გაღება არ გსურს, ფული იქნება ეს, სახელი, ძალაუფლება, სიმდიდრე თუ ხორციელი სიამენი. არადა ამ გზაზე შემდგარმა ადამიანმა პირველ რიგში სწორედ ის უნდა დათმოს, რაც ყველაზე ძნელად ეთმობა.“
„სიყვარულის ორმოცი წესი“

„ყველაფერს სწორად ვერ გააკეთებ, ზუსტად ამაშია ცხოვრების ხიბლი“
„სანამ ქალს შეიყვარებ, იმაზე უნდა დაფიქრდე, რანაირი სიყვარული შეგიძლია შესთავაზო.“
„ქალს, რომელმაც შენზე უკეთ იცის შენი სისუტე და წარუმატებლობა, შენი სულის რუკა ხელისგულზე ახატია და ყველაფრის მიუხედავად უყვარხარ. ქალი იმდენ სითბოს გითესავს გულში, რომ მანამ ვერ გააცნობიერებ, რა ძვირფასია შენთვის, სანამ არ დაკარგავ.“
„წინათგრძნობა ღმერთის ჩურჩულია უღრან ტყეში.“
„თუ ხალხმა იცის,რომ ბროლის გული გაქვს, აუცილებლად დაგიმსხვრევს.“
„-თუ ყველა ქვეყნიდან ხარ მაშინ რომელ რელიგიას აღიარებ?
-სიყვარულია ჩემი რელიგია.“
„სამყაროს პრობლემა იმაშია, რომ გარყვნილება თავისუფლება ჰგონიათ. უსქესო კაცი და ცხოველივით ქალი კარგს არაფერს გვიქადის.“
„ადამიანის გული ქურასავითაა, სითბოს და ენერგიას ყოველდღე ვაწარმოებთ, მაგრამ როცა სხვებს ვადანაშაულებთ, მწარე სიტყვებს ვისვრით, იმ ენეგიისაგან ვიცლებით. გული გვიცივდება. ჯობს, საკუთარ თავს დააკვირდე, სხვებს შეეშვა. ღვარძლი მძიმე ლოდია. რატომ უნდა ატარო? შენ საჰაერო ბუშტივით ხარ. მითხარი, რა გირჩევნია, ზევით იფრინო თუ დაბლა დაეშვა? გათავისუფლდი ბრაზისგან, განკითხვისგან. სამყაროში ორი რკალია. აღმართისა და დაღმართის. თითოეული ადამიანი გამუდმებით მოძრაობს-ზოგი დაბლა ეშვება, ზოგიც მაღლა ადის. თუ ამაღლება გსურს, საკუთარი თავი განსაჯე. კაცი, რომელიც საკუთარ მანკიერებას ვერ ხედავს, ვერასოდეს განიკურნება.“
„ღირსება“

მოამზადა მარიამ ოხანაშვილმა

ნანახია:(162)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ნუ დატოვებთ მობილურს საძინებელში!

როგორც ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, ათიდან რვა ადამიანს მობილური ტელეფონი საწოლთან ახლოს უდევს და დაახლოებით ნახევარი საერთოდაც მას მაღვიძარის სახით იყენებს.


საკვები, რომლებიც ჰორმონულ ბალანსს უწყობენ ხელს

  ჰორმონული ბალანსი და ანთების კერების ჩაქრობა ორგანიზმში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან სწორედ დისბალანსი  იწვევს გადაღლილობას, მაღალ წნევას, თავის


აგრესიული ბავშვი — მიზეზები და მშობლების ქმედებები

როდესაც პატარა ანგელოზი უცებ მიიღებს საზიზღარ გამომეტყველებას და დაიწყებს ჩხუბს, ეს ქმედება ყოველთვის შოკში აგდებს უფროსებს. ყველაზე ადვილია ვიფიქროთ, რომ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<