თუ წარმატება გსურთ … | Jolo.ge


თუ წარმატება გსურთ …

თუ წარმატება გსურთ …

..ადამიანებში გაჩენილი სტერეოტიპები გამდიდრება — გაღატაკების თაობაზე, სწორედ იქიდან ყალიბდება, თუ რა ინფორმაციასთან აქვთ წვდომა ამ ადამიანებს 🙂

მაგ: ზუსტად ვიცი ძალიან ბევრი ისტორია გეცოდინებათ, როგორ ისესხეს და ჩადეს ფული ვიღაცეებმა რაღაც საქმეებში და მერე როგორ გაღატაკდნენ და ვალებში აღმოჩნდნენ…

და როგორ გარისკეს და «გაუმართლათ“- ეს ისტორიები უფრო ცოტაა ან არა და , თქვენს ნდობას არ იმსახურებს და «ეგრე არ იქნებოდა» — გადგებათ ენაზე 🙂

იმიტომ რომ…
წარმატებულ ადამიანებს არ ცალიათ ჩამოსადგომად და თავიანთ ისტორიების სათხრობად….. თქვენ თავად უნდა მოიძიოთ წიგნებში თუ ონლაინ სივრცეში მათი ისტორიები…
ისინი არც მტკიცებას დაგიწყებენ — გინდა დაიჯერე, გინდა არა…

მაგრამ წარუმატებლებს გაცილებით მეტი დრო აქვთ სასაუბროდ და მოსაყოლად… და ამიტომაც უხვად უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ადამიანებს და თანაც მათი მცდელობა დაგაჯერონ, რომ არც შენ გამოგივა, სადღაც საკუთარი დამარცხების გამართლებაში ეხმარებათ…»განა კონკრეტულად მას არ გამოუვიდა? — უბრალოდ ქვეყანა ასე უკუღმაა მოწყობილი»…
——————————————————————————

თუ თქვენ გინდათ წარუმატებლობა, მაშინ ეს «ვინ რას მოგცემს». და „ეგრე სადაა» პროგრამები, ნამდვილად მიგიყვანთ მიზნამდე…

და თუ წარმატება გსურთ, მოუსმინეთ მათ, ვისაც ეს გამოუვიდა.

როგორ?
აიღეთ დღეიდან და წესად გაიხადეთ დღეში 10 წუთი დაუთმეთ ინტერნეტში ადამიანების წარმატების ისტორიების გაცნობას….

როცა თქვენს გონებაში წარმატების ისტორია მეტი იქნება ვიდრე კრახის, თქვენი ცხოვრება თავისით დაიწყებს შეცვლას.

წარმატებები

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(128)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ადგილი, სადაც ოცნებებს ჰყიდიან, გაიგე რა ღირს შენი ოცნება?

ნუთუ შენ ჯერ კიდევ არ იცი, რომ ჩვენს ულამაზეს დედამიწაზე ერთი უცნაური მაღაზია დგას? ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი მაღაზიაა, მაგრამ


„რას ვფიქრობ ჩემო მარკ და… ვიცი, ეს დღე აუცილებლად დადგება!“

რას ვფიქრობ ჩემო მარკ და ვფიქრობ იმ დღეზე, როცა უნდობლად, ეჭვით ან/და გაოცებით არ დამიწყებენ ყურებას, როდესაც ვიტყვი, რომ ერთნაირად


წარმატების გაკვეთილები ჯორდან ბელფორტისგან

„ნებისმიერი მიუღწეველი მიზნის უკან დგას არასაკმარისი მოტივაცია. ამიტომ ნებისმიერი მიზნის დასახვისას, წინასაწარ იფიქრეთ თუ რამდენად მოტივირებულები ხართ, იმისთვის რომ გააკეთოთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*