თუ თქვენს ბავშვს მადა არ აქვს | Jolo.ge


თუ თქვენს ბავშვს მადა არ აქვს

თუ თქვენს ბავშვს მადა არ აქვს

თუ თქვენს ბავშვს მადა არ აქვს, სავარაუდოა, რომ თქვენ შემდეგნაირად იქცევით:

1)კვებიდან კვებამდე არსებულ შუალედებში საშუალებას აძლევთ ბავშვს წაციცქნოს ნამცხვარი («პეჩენია»), შოკოლადი ან სხვა ტკბილეული, რომლებიც შიმშილის გრძნობას აცხრობს;

2)მაგიდასთან ანცობის საშუალებას აძლევთ;

3)რთავთ ტელევიზორს, რომელიც ყურადღებას უფანტავს პატარას;

4)თავად უჩვენებთ ცუდ მაგალითს, სცილდებით სუფრას, ვთქვათ, სერიალის საყურებლად ან ტელეფონზე ჭორაობისთვის;

5)ბავშვს აჭმევთ ცალკე (და არა ოჯახის წევრებთან ერთად) და ამასთანავე დაპირებებით სავსე სპექტაკლს დგამთ;

6)დღენიადაგ უჩიჩინებთ: «ჭამა აუცილებელია! უნდა ჭამო!»

თუ ერთი პუნქტი მაინც დაემთხვა- ე.ი აქ მადა არაფერ შუაშია. სავარაუდოდ ფსიქოლოგიური მომენტი მოქმედებს: პატარა მიეჩვია იმას რომ მას გამუდმებით აძალებენ ჭამას. იგი პროტესტის გამოხატვას იწყებს.

როგორ ვაჭამოთ ბავშვს, თუ ის ჭამაზე ჯიუტად ამბობს უარს? აუცილებლად უნდა გავთავისუფლდეთ ზემოთ მოყვანილი მიზეზებისგან და მკაცრად დავიცვათ სუფრასთან ქცევის წესები:

1)მაგიდასთან მშვიდი ატმოსფერო უნდა იყოს;

2)ანცობის შემთხვევაში თეფში ააცალეთ და მომდევნო ჭამამდე ბავშვს არაფერი მისცეთ, თუმცა კვების შუალედებში შეგიძლიათ ახალი ხილი ან ბოსტნეული მისცეთ. ჭამამდე საათნახევრით ადრე, შეგიძლიათ დაალევინოთ უშაქრო სასმელი;

3)ბავშვს შეიძლება ვაჭამოთ ის საჭმელიც, რომელიც მაინცდამაინც არ უყვარს, თუ შევუქმნით წარმოდგენას, რომ თეფშზე კარტოფილი კი არა, მისი საყვარელი მანქანები და ცხოველებია: «აბა, მოდი, ეს სატვირთო მანქანა გადავყლაპოთ!»- უთხარით მას და ჩანგალზე წამოგებული ხორცის ნაჭერი გაუწოდეთ. ბავშვებს ისეთი წარმოსახვა აქვთ, რომ ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ;

4)თუ ბავშვი მაგიდასთან არაფრით ჯდება ან ყოველ წუთს წამოხტება ხოლმე- ნუ გაეკიდებით კოვზით და თხოვნით, რომ ცოტა მაინც ჭამოს.

5)თეფშზე საჭმელი იმაზე მეტი რაოდენობით არ დადოთ, რისი ჭამაც თქვენს ბავშვს შეუძლია. სჯობს თავად მოითხოვოს დამატება;

6)არ გაწელოთ კვების პროცესი იმ იმედით ოღონდაც ბავშვმა მეტი ჭამოს. თუ უკვე ყველამ მიირთვა და ბავშვს ნახევარი თეფში აქვს დარჩენილი, ნუ დაელოდებით, სანამ ის ჭამას დაამთავრებს. სჯობს საერთო რიტმს მიეჩვიოს.

ნანახია:(62)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
რჩევები

Related Articles

ყველაზე გამოუსადეგარი ძვირადღირებული ნივთები

ძალიან მდიდარმა ადამიანებმა ზოგჯერ არც კი იციან რაში დახარჯონ მილიონები და ათას გამოუსადეგარ ნივთს ყიდულობენ. მწარმოებლებიც მათ მსგავს ნივთებს არ


როგორ გახდეთ პოზიტიური? ეს კეთდება აი, ასე

…რა საინტერესოა, რას ეძახიან ადამიანები პოზიტიურობას? თქვენ ხართ პოზიტიური ადამიანი? ჯერ გაეცით ამ კითხვას პასუხი და შემდეგ გააგრძელეთ კითხვა. გასაოცარი


პიროვნების ამოცნობა მისი სახის ფორმის მიხედვით

1)     ოვალური ფიზიკური მახასიათებლების განსაზღვრა თუ თქვენ გაქვთ ისრისებული დიდი ყბა, თქვენი სახე ხბასთან შედარებით უფრო გრძელია, თქვენ შეიძლება გავდეთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*