თუ შენ გაგიმართლა და ეს სწორ დროს მოხდა … | Jolo.ge


თუ შენ გაგიმართლა და ეს სწორ დროს მოხდა …

თუ შენ გაგიმართლა და ეს სწორ დროს მოხდა …

1. თუ შენ გაგიმართლა — დარჩები მარტო. სრულიად მარტო, როცა არავინ იქნება შენს გვერდით და მოგიწევს საყრდენის პოვნა დედამიწაზე და საკუთარ თავში.

2. თუ შენ გაგიმართლა და ეს სწორ დროს მოხდა, ცხოვრება დარტყმას მოგაყენებს, რათა კაკალივით გაგტეხოს და შიგთავსი გამოაჩინოს.

3. თუ შენ გაგიმართლა და ეს სწორ დროს მოხდა, გაუსაძლისი ტკივილი მოგიცავს, იმდენად ძლიერი, რომ გაიძულებს მოკვდე, ხოლო შემდეგ დაგეხმარება გარდაისახო შინაგანად.

4. თუ შენ გაგიმართლა — შენ იტირებ და ცრემლს ვერაფრით შეიკავებ. ცრემლთა გავლით მოვა შენთან გათავისუფლება და ნამდვილი ცხოვრება.

5. თუ შენ გაგიმართლა — შენ მოწყვლადი შეიქმნები სხვა ადამინთაგან და ამას ვერაფრით დამალავ, აი, მაშინ გაიგებ, ვინ გიდგას გვერდით და ვინ არა.

6. თუ შენ გაგიმართლა — არ გეცოდინება პასუხი კითხვებზე და მაშინ მოგიწევს ისინი თავად მოიძიო.

7. თუ შენ გაგიმართლა — შენ განიხიბლები ადამიანებისგან, იდეებისგან, მასწავლებლებისა და კეთილი ჯადოქრებისგან. გადაიტან რა ყოველივე ამას — შეიძენ უნარს დაინახო რეალური სამყარო.

8. თუ შენ გაგიმართლა და ეს სწორ დროს მოხდა — რჩევას ვერავის დაეკითხები, სრულიად ვერავის და შინაგანი კომპასის მოძებნა მოგიწევს.

9. თუ შენ გაგიმართლა და ეს სწორ დროს მოხდა — შენ ვეღარ აიტან გარემომცველ სინამდვილეს. იმდენად ვერ აიტან, რომ მოგიწევს რაღაც მოუხერხო ამას, ან უბრალოდ მოდუნდე და საშუალება მისცე სამყაროს, შენ მოგიხერხოს რაღაც.

10. თუ შენ გაგიმართლა — გექნება დანაკარგი, მოგატყუებენ, გიღალატებენ და თითქმის გაგსრესენ. სწორედ — ეს «თითქმის» დაღარავს შენს სახეს სიბრძნის ნაოჭებით. ხოლო მიღებული გამოცდილება შენი საკუთრება იქნება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

11. თუ შენ გაგიმართლა — შენ გამოგელევა ფული და მოგიწევს რეალური ურთიერთობა ხალხთან, რომელთაც ადრე, უბრალოდ გადაუხდიდი.

12. თუ შენ გაგიმართლა — გექნება ძალიან ბევრი ფული და ჩასწვდები იმედგაცრუების სიღრმეს, როცა გაიფანტება ილუზია, რომ ბედნიერება ფულშია.

13. თუ შენ გაგიმართლა — ძალიან ცოტა ადამიანს ეყვარები და იძულებული იქნები ჩამოაყალიბო შინაგან ფასეულობათა სისტემა. ამის შედეგად, ყელში გაჩხერილი სურვილი «ყველას მოვწონდე»- შეწყვეტს შენს დახრჩობას.

14. თუ შენ გაგიმართლა — ვინმე ძალიან ახლობელი შეგაქცევს ზურგს და ბედნიერების წუთების ფასს ისწავლი.

15. თუ შენ გაგიმართლა — შეხვდები ახლობელ ადამიანებს და იარსებებს ორი სიმართლე — მათი და შენი. ამით შეიგრძნობ კეთილხმოვან სივრცეს განსხვავებულ სამყაროთა შორის, რომელნიც ოდნავ ეხებიან ერთმანეთს.

16. თუ შენ გაგიმართლა — შეძლებ გაუძლო ყოველივე ამას და მოძებნო საკუთარი თავის გარდაქმნის საშუალება. შეძლებ ჩასწვდე შინაგან ალქიმიას, რომელიც ტკივილს აქცევს მშვენიერებად, მრისხანებას — შემრიგებლობად, შიშს — განხორციელებად [მიღწევად], ხოლო სიხარულს კი — შთაგონების ძალმოსილებად. სულს წმენდს დანაშაულის განცდისა და სირცხვილისაგან, როგორც მეეზოვე ძველი ნაგვისაგან. ეს შინაგანი ალქიმია სულიერ ჭრილობებს ზეციურ კარიბჭედ აქცევს.

თუ შენ გაგიმართლა და ეს სწორ დროს მოხდა …

თარგმნა ტარიელ ბიბილურმა

წყარო: Georgia Reads Man  (ადამ ღვთისშვილი)

 

 

ნანახია:(102)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

წარუმატებლობის რამდენიმე მიზეზი

არადამაკმაყოფილებელი განათლება გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყველაზე განათლებული ადამიანი ის არის,  ვინც „თავად შექმნა საკუთარი თავი“,ან თავისი ცოდნა თვითგანათლების გზით მიიღო.


„დისციპლინა არის ხიდი მიზნებსა და მათ განხორციელებას შორის“ — ჯიმ რონი

ჯიმ რონი ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი, მწერალი და სამოტივაციო საუბრების გმირია. მან საკუთარი კარიერა ბირჟის ბროკერობით დაიწყო. ერთ დღეს მეგობარმა შესთავაზა


ტყუილა არავინ ცხოვრობს, ყველას აქვს მისია

ამ ცხოვრებაში არაფერია მუდმივი… სიხარულსაც, ბედნიერებასაც თავის ვადა აქვს, ჩვენც არ ვართ მუდმივები, ერთადერთი რამ, რაც მუდმივია — ეს რის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*