თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ ვინმეს სძულხართ, არ უყვარხართ, არ გაფასებენ | Jolo.ge


თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ ვინმეს სძულხართ, არ უყვარხართ, არ გაფასებენ

თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ ვინმეს სძულხართ, არ უყვარხართ, არ გაფასებენ

…ერთხელ როცა მოსკოვში ვსწავლობდი და იქ მოგეხსენებათ საბუთების მომგროველბლობა და ინსტანციებში ბარება მთავარი საქმიანობაა ყოველი მოქალაქისათვის, მომიწია ფსიქიატრის კონსულტაციის გავლა, რათა ინსტიტუტში მოვხვედრილიყავი!

ფსიქიატრი შემხვდა გასაოცარი.
ხომ არ გეჩვენებათ ხოლმე რაიმეო? — მკითხა….
ეს ფრაზა რუსულად ცოტა ორაზროვნად ჟღერს და მეც რატომღაც მეორე აზრს გავყევი და «კი, მეჩვენება რომ ადამიანებს ისე არ ვუყვარვარ როგორც მე მიყვარს ისინი თქო» — ვუთხარი….

წარბიც არ შეუხრია ისე ჩამიწერა ანკეტაში რომ «პაციანტი ჩივის, რომ რაღაცეები ეჩვენებაო»

ჩემო ძირფასებო!
თუ თქვენ გეჩვენებათ რომ ვინმეს სძულხართ, არ უყვარხართ, არ გაფასებენ და ა.შ. — თქვენ არ ცდებით: — თქვენ ეს ნამდვილად გეჩვენებათ და იმუშავეთ იმაზე, რომ არ გეჩვენებოდეთ….

თუ თქვენ გგონიათ, რომ არ გამოგივათ, ვერ შეწვდებით, ვერ შეძლებთ — ამჯერად საკუთარ შეგონებებზე მოგიწევთ მუშაობა…

თუ თქვენი ხედვით სამყარო უკუღმართი და უსამართლოა — ამ შემთხვევაში ხედვის შეცვლა მოგიწევთ და არა სამყაროსი!

სულგრძელობითა და დიდსულოვნების სავსე ხედვებს, შეგრძნებებს და მოჩვენებებს გისურვებთ, რადგან ცხოვრება საბოლოოდ სწორედ ისე ლაგდება, როგორც შთაიგონებთ!
ღმერთი თქვენსკენ!

ფსიქოლოგი — ხათუნა მუზაშვილი

ნანახია:(347)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

არ წაიქცეთ და არ ჩაიძიროთ, ადექით ფეხზე

ღმერთის კი არა, ჯერ ადამიანების გაიგეთ. ადამიანებში დაინახეთ ღმერთი. თუ ღმერთს ადამიანებში ვერ ხედავთ, თქვენ ღმერთის ვერა გაგიგიათ, მე და


„სიყვარული — ათავისუფლებს“…

* ეგო — ფიქრობს, როგორ მიიღოს; * სიყვარული — ფიქრობს, როგორ გასცეს; * ეგო — აცალკევებს და ჰყოფს; * სიყვარული


როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენი არ სჯერათ ახლობელ ადამიანებს?

ცხოვრებაში ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ ვერ შეძლებთ. ისინი არიან  მარცხს შეგუებული, წარუმატებელი ადამიანები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ თავიანთი წარუმატებლობა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*