თუ მშიშარა და მხდალი ხარ არ წაიკითხო … | Jolo.ge


თუ მშიშარა და მხდალი ხარ არ წაიკითხო …

თუ მშიშარა და მხდალი ხარ არ წაიკითხო …

თუ მშიშარა და მხდალი ხარ არ წაიკითხო.
თუ ამპარტავანი ხარ და ამაყი, ვერ გაუძლებ.
თუ გონიერი ხარ და ჩაწვდები, ბედნიერებას მოიპოვებ.
თუ სიმართლის არ გაშინია გაიზიარებ.
თუ არაფრად ჩათვლი, მაინც ვერსად გაექცევი.

ვის და რატომ აბედნიერებს შენი არსებობა? რა სიკეთე მოუტანე ადამიანებს? რას ფიქრობენ ადამიანები შენზე?

გათენდა, გაიღვიძე, დაიწყე ცხოვრება, რა არის შენი სულიერი საზრდო, რისთვის და ვისთვის ხარ ისეთი, როგორიც ხარ?

რისთვის ხარ მომართული, რა მიზანი გაქვს ცხოვრებაში, რას ემსახურება შენი ცხოვრება და არსებობა?

ვინ აფასებს შენს ყოფას და შენს ცხოვრებას, ვისთვის და რისთვის აკეთებ რასაც აკეთებ?

შენი ბედნიერების, სიხარულის და წარმატების ბოლო რა არის? ვის ეძღვნება შენი არსებობა, ღმერთს, სამშობლოს, საკუთარ თავს, სიყვარულს, მშობლებს, შვილებს, მეგობრებს, საქმეს, ყველას ერთად თუ არავის?

შენი ფიქრები, აზრები, ყოფა, მოქმედება და არსებობა, ვისთვის და რისთვის არის საჭირო?

ვინ ხარ შენ, ვისთვის და რისთვის გაჩნდი?

რამენი წლის ხარ და რამდენი დაგრჩა?

ვის, რატომ და რამდენი ხნით ეტკინება ამქვეყნიდან შენი წასვვლა?

სად წახვალ როცა გარდაიცვლები, სამოთხეში, ჯოჯოხეთში, სხვა პლანეტაზე, კიდე მოხვალ და ვინ იქნები თუ მოკვდები და გაქრები.
— შენ ეს არ იცი.

აცნობიერებ, რომ ადამიანის სიცოცხლე ერთ წამშია?

იცი რამდენი ადამიანი კვდება დედამიწაზე დღე-ღამის განმავლობაში?

გაეცი პასუხი ამ კითხვებს, გამოიყენე ის დრო რაც მოგეცა, ნუ ერჩი სხვას, ნუ გშურს, ნუ შეაშურებ, ნუ იბრძვი, ნუ დაიბოღმები, ნუ დააწყობ გეგმებს სხვის გასანადგურებლად, მიხედე საკუთარ თავს და იცხოვრე მშვიდად.

შენ შეიძლება ყველაფერი იცი და გესმის, მაგრამ არ იცი როდის მოკვდები. ამიტომ, გააცნობიერე შენი მოსვლა ამ სამყაროში. როგორც იცხოვრებ და იმოქმედებ, იმას დაგიბრუნებს განგება.

— ის ელოდებოდა მომენტს, ჩასაფრებული იყო როდის გაანადგურებდა სხვას. მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა და თავად განადგურდა.

მტერი არ იარსებებს თუ ჩვენ არ მივიჩნიეთ მტრად.
ბოროტი ადამიანი ღმერთს ებარებოდეს.

შენ არ იცი, ვერ ხვდები და ვერ ჩავწვდი ცხოვრების კანონზომიერებას. მხოლოდ ზერელედ ფიქრობ, ზოგჯერ უსამართლოდ მიიჩნევ და მიუღებელია კანონზომიერება, იმიტომ, რომ შენ რაღაც დაგიშავდა.

ყბადაღებული კითხვა, რატომ ხდება ამდენი ბოროტება და უბედურება? — გამოიკვლიე, დაფიქრდი, ეძებე მიზეზი და სათავე?
— არა.

ფუჭია ყველაფერი თუ გაგაჩნია სიძულვილის გრძნობა.

თუ არ მოგწონს, გტკენს, გერჩის და გმტრობს, არ შეიძულო, განერიდე და დატოვე.

სიყვარულშია სამყაროს საიდუმლოება. სიყვარულშია ცხოვრების საიდუმლო, სიყვარულშია საიდუმლოს გასაღები. სიყვარულშია ღმერთი.

განგებას მიანდე მტრის მოქმედება და არსებობა.

თუ შეგიძლია სიძულვილი მაშინ შენ უღმერთო ხარ.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(1217)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როცა თქვენი არ სჯერათ…

როგორც იქნა დადგა თქვენს ცხოვრებაში მომენტი, როცა შეგიძლიათ გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და დაადგეთ ოცნებების ახდენის გზას. მზად ხართ წარმატებისთვის, იკრებთ


თქვენი დროის 17 შთანმთქმელი

„ინტელექტიკას“ საინტერესო პოსტი, წაიკითხეთ, იმოქმედეთ, გამოათავისუფლეთ დრო და მიიღეთ ბევრად უკეთესი შედეგი. ? სიჩქარე საქმის კეთებისას ? საქმეებში პრიორიტეტების არარსებობა


„იმისათვის, რომ შემოსავალი გაიორმაგოთ“ — რობინ შარმა

• იმისთვის კი არ გიხდიან, რომ უბრალოდ იმუშაოთ. თქვენ გიხდიან იმისთვის, რომ გასცდეთ კომფორტის ზონას, შეეგებოთ ახალ გამოწვევებს და შეეჭიდოთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*