თუ კი ურთიერთობა იმალება, არ დარჩეთ ამ ურთიერთობაში | Jolo.ge


თუ კი ურთიერთობა იმალება, არ დარჩეთ ამ ურთიერთობაში

თუ კი ურთიერთობა იმალება, არ დარჩეთ ამ ურთიერთობაში

რეჯინა ბრეტი — ამერიკელი მწერალი, ორჯერ პულიტცერული პრემიის ლაურიატი. ის ცნობილია თავისი სტატიებით ცხოვრებისეულ საკითხებზე და მან კარგად იცის რაზე საუბრობს.

რეჯინამ ბევრი რამ გადაიტანა. 18 წელი მარტო ზრდიდა შვილს, 41 წლის ასაკში დაძლია მკერდის სიმსივნე, ყოველივე ამის მიუხედავად, შეძლო წარმატებისთვის მიეღწია, გაიკეთე შესანიშნავი კარიერა და მხოლოდ 45 წლის ასაკში შეხვდა ნამდვილ სიყვარულს.

იყო პერიოდი (20 წლიდან თითქმის 40წლამდე ) როცა მამაკაცები მის ცხოვრებაში ერთმანეთს ცვლიდნენ. „სინამდვილეში მე ვხვდებოდი ერთი და იგივე მამკაცებს, იცვლებოდა მხოლოდ მათი სახელები“ – ჰყვება რეჯინა.

„ამას, მას მერე მივხვდი, როდესაც, ერთ-ერთ მამაკაცთან ურთიერთობის შემდეგ, დამჭირდა ფსიქოლოგიური დახმარება. ის იყო ახალგაზრდა, სიმპატიური მამკაცი რომელიც მაკითხავდა სამსახურში და ჩემი გულის მოგებას 3 თვის მანძილზე ცდილობა. სწორედ მაშინ როდესაც გამოვუცხადე ნდობა და მზად ვიყავი შესახვედრად მითხრა, რომ ვერ შეძლებდა დასვენების დღეებში ჩემთან შეხვედრას, რადგან სწორედ იმ დღეებში ქალაქში ჩამოდიოდა მისი საცოლე.

ეს ჩემი ცხოვრების ისტორიაა. რატომ ვიმეორებ ერთსა და იგივეს, ისევ და ისევ? რატომ ხდება მსგავსი სიტუაციები ყოველთვის ჩემ თავს? იმავე საღამოს, როდესაც განვუცხადე რომ მისი დანახვა არ მინდოდა, ვტიროდი, ვლოცულობდი და მივმართადი სამყაროს:

«რატომ, რატომ ვიზიდავ ყოველთვის უღირს მამაკაცებს?»

«იმიტომ რომ ღირსეულების გეშინია» – სამყარომ გამცა პასუხი.

ფსიქოთერაპევტმა, რომელიც ჩემ ბნელ და ღრმა ჭრილობებს აშუშებდა, გამაცნო მამკაცებთან შეხვედრის 4 ძირითადი წესი.

ამ სიტყვების საწყის ასოებს წარმოადგენდა «STOP»

მას უნდოდა, რომ ეს ოთხი რამ მუდმივად თავში მქონოდა,

პირველი  — ყველაზე მთავრი:

საიდუმლო. გაუძლებს თუ არა თქვენი ურთიერთობები უცხო თვალს? თუ ურთიერთობები საიდუმლოდ უნდა შეინახოთ, არაფერში გჭირდება მსგავსი შეხვედრები და ურთიერთობები.

ტრავმა. თუ კი ამ ურთიერთობას მოაქვს ტკივილი ან რაღაცნაირად მაინც თავს გრძნობთ დამცირებულად და კიდევ, ურთიერთობები ამცირებს შვილებს, არაფერში გჭირდება მსგავსი ურთიერთოებები!

შეგრძნებები.  შენ ხვდები იმიტომ, რომ გაექცე მტკივნეულ შეგრძნებებს და გრძნობებს? ეს თავის დასამშვიდებელი ურთიერთობებია? ამ ურთოერთბებს აფარებ თავს – დროებითია, გაურბიხარ, ემალები პრობლემას.

სიცარიელე. ურთიერთოებები სადაც სიცარიელეა და სადაც ვერ გრძნობთ ზრუნვას და ერთგულებას. არაფერში გჭირდება!

საწყვის ეტაპზე, ეს გამოდგა შესანიშნავი რჩევა. დროთა განმავლობაში კი ურთიერთობების საკითხში შევადგინე საკუთარი სია:

თავი შორს დაიჭირე მიუწვდომელი მამკაცებისგან – რომლიც ცხოვრობს იქ სადაც შენ არ ისურვებდი ცხოვრებას, არის ცოლიანი ან დანიშნული და ვისაც ეშინია მოუყვეს სხვებს, რომ გაქვთ ურთიერთოებები, რათა სხვა გოგოებსაც შეხვდეს.

არავითარი საიდუმლოებები ურთიერთობებში – გადავწყვიტე ჩემთვის!

ჩემს მეგობარს წლობით ღალატობდა ქმარი. ეს არ იყო უბრალო რომანი, არამედ ცხოვრების სტილი. ამ ყველაფერთან ერთად, მეგობარი ქმართან ერთად გადიოდა საოჯახო თერაპიას, ასე რომ ვთქვათ, «მუშაობდენენ საკუთარ ურთიერთობებზე». ქმარი ოსტატურად თამაშობდა ვიზიტის აუცილებლობას და ერთხელაც არ წამოცდენია სხვა ქალზე. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს ცოლმა გამოიჭირა ფაქტზე და ეს იყო მათი ქორწინების დასასრული.

მეორე ჩემი მეგობარი იმდენჯერ უბრუნდებოდა ცოლიან კაცს, რამდენჯერაც დაჰპირდებოდა ცოლთან გაშორებასა და მის ცოლად მოყვანას. ეს ხდებოდა გამუდმებით, წლების მანძილზე. მე ყოველთვის ვეკითხებოდი: «შენ თუ გაყვები კაცს რომელიც ცოლს ღალატობს, შენ გახდები ისეთი კაცის ცოლი რომელიც ღალატობს ცოლს».

ანალოგიური წესები მუშაობს ძლიერი მამკაცებისთვის. თუ თქვენი შეყვარებული არ უყვება დას, დედას, დაქალებს … რომ ხვდებით, ხართ შეყვარებულები – დაივიწყეთ ასეთი ურთიერთობები. ნუ გახდებით სხვისთვის საიდუმლო აეროდრომი ან „გარნირი“. თუ არ შეუძლია იყოს გულწრფელი და ამჯობინებს დუმილს ურთიერთობებზე, შეეშვით. რა გსურს ინტრიგა თუ ურთიერთოობა?

უფრთხილდით, თუ ადამიანი დამოკიდებულია ალკოჰოლზე, აზარტული თამაშებზე, ლატარეაზე, სექსზე, სამსახურზე.. ესე იგი, ის მიუწდომელია.

უფრთხილდით, შინაგან მოთხოვნილებას – ითამაშოთ გამრუდებული სულის მხსნელის როლი. თუ ყოველ ჯერზე ირჩევთ და გხვდებათ ტიპი რომელსაც სჭირდები გაადრჩენა და სიცოცხლის დაბრუნება, ჰკითხე თავს – რატომ? თუ გგონიათ, რომ შეძლებთ ხსნას, კარგად დაფიქრდით.

უმჯობესია იყოთ სასურველი და ხელსაყრელი კანდიდატურა (კაციც და ქალიც).  რაც გერგოთ განგებისგან გამოიყენეთ 100%..

მამკაცმა რომელსაც ვხვდებოდი, ერთხელ განმიცხადა – მას ყველაფერი მოსწონს ჩემში, მაგრამ არის ერთი რამ რასაც ვერ ღებულობს, თურმე ძალიან რელიგიური ვყოფილვარ. წარმოგიდგენიათ, ასეც ხდება! მას რა უნდოდა? მისი უფრო მეტად დამეჯერებინა, ვიდრე ღმერთის? რასაც ყველაზ მეტად ვაფასებდი და მომწონდა ჩემში, მას უჭირდა ამის ატანა და მიღება. მე ვერ ვიცხოვრებდი ისეთი ადამიანის გვერდით ვინც იძულებული იყო ავეტანე, მე მინდა მამაკაცი რომელიც დააფასებს ჩემს ღირსებებს და პატივს სცემს ღირებულებებს.

მოუყევით სამყაროს, რა გინდათ ცხოვრების თანამგზავრიდან, მაგრამ ეს ჯერ საკუთარ თავს აუხსენით. აღნიშნეთ ყველაფერი: სიმაღლე, წონა, შემოსავლები – შემდეგ დაივიწყეთ და აღარ გაიხსენოთ. განმარტოვდით თქვენი გულის მშვიდ კუთხეში, ჩადით მის სიღრმეებში და კითხეთ თავს :«სინამდვილეში რა მინდა?» შეადგინეთ სია. ბოლოში დაწერეთ: «ეს ან ამაზე უკეთესი».  ამის მერე დადეთ შორს, ჩადეთ სადმე ყუთში და დაივიწყეთ…

ნუ უყურებთ შეფუთვას. შეფუთვა რომელშიც გახვეულია საჩუქარი, საერთოდ არ იძლევა წარმოდგენას იმაზე, თუ რა დევს შეგნით. ზოგჯერ, ყველაზე კარგი საჩუქრები გეძლევათ შეფუთვის გარეშე. არ გაუშვათ ხელიდან კეთილი და სათუთუთი გულის ადამიანი დაკუნთული ტიპების ყურებაში, სათუთი და კეთილი გული უფრო გამძლეა ვიდერე პრესი კუბიკებით. ჰკითხეთ ნებისმიერ ქალს 40 წლის ზემოთ.

იფიქრეთ თვითგანვითარებაზე და სრულყოფილებაზე. იარეთ პიროვნული განვითარების ტრენინგებზე.

გახადეთ ცხოვრება იმდენად კარგი, რომ მნიშვნელობა არ ექნება გამოჩნდება მასში ვინმე თუ არა.

ხელიდან არ გაუშვათ ნებისმიერი შანსი ახალი მეგობრების, ახალი ადამიანების გაცნობის. იმოგზაურეთ. იცხოვრეთ თქვენი ოცნების ცხოვრებით. როგორც კი შეწყვიტავთ პეპლების დევნას, ის თავად დაეშვება თქვენს მხარზე.

იმის ნაცვლად, რომ ეძებოთ ის ერთადერთი და განუმეორებლი, გახდით ერთადერთ და განუმეორებელი საკუთარი თავისთვის.

გაშალეთ, გაახარეთ ყველაზე კარგი, საუკეთესო რაც გაქვთ ციდან ნამდვილ „მე“-მდე, მიაგენით ჭეშმარიტს.

იყავით მიმზიდველი საკუთარი თავისთვის. ამ ქვეყნიერებაზე ყველას ჰყავს მეწყვილე, მაგრამ თუ გადაიქცევით სხვა ადამიანად, იმ ერთადერთმა შეიძლება ვერც შეგამჩნიოთ და არ დაინტერესდეს თქვენით, რადგან ის ეძებს იმას, ვინც საკუთარ თავში იქ, სადღაც გულის კუნჭულში ჩათრგუნეთ, რომლადაც ყოფნა გადაიფიქრეთ.“

მასალა: http://www.reginabrett.com

თარგმანი: თამარ კვარაცხლია

წყარო: https://zrda.wordpress.com

ნანახია:(1410)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

არ შეიცოდოთ მამაკაცი

მოგესალმებთ ძვირფასებო! ზაფხულის დასაწყისში ჩავერთე ონლაინ პროგრამაში, რომელიც ქალისა და მამკაცის ურთიერთობებს ეხებოდა. ეს იყო „ქალის  ენერგიები“ . ამ კურსის განმავლობაში იმდენი


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

„მერე, დროის შეგრძნება დავკარგე და“…

მე მიყვარს ლოდინი. შენ დროებით ხარ მეფე. რა საოცარია… არ მახსოვს როდის გნახე პირველად… არც ის მახსოვს რას მელაპარაკებოდი. მახსოვს


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

მამაკაცები ძლიერ ქალზე ამ 3 მიზეზის გამო ქორწინდებიან

მამაკაცებს არ უყვართ ერთფეროვნება, მალე ბეზრდებათ ის, რასაც ხედავენ, შესაბამისად მიისწრაფვიან იმისკენ, რისი დანახვაც არ შეუძლიათ. ყველასთვის ცნობილია, რომ მამაკაცებს


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*