თუ კარგი მსმენელი ხართ… | Jolo.ge


თუ კარგი მსმენელი ხართ…

თუ კარგი მსმენელი ხართ…

ყველა ადამიანს ჰყავს სამეგობროში, ოჯახში თუ სამსახურში ისეთი ადამიანი, რომელთანაც დარდის გაზიარება კარგ ხასიათზე აყენებს. თუ ასეთი არ გყავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად ხართ ასეთი. მეგობარს პრობლემა აქვს პირადში, ან სამსახურში ბოსმა შეურაცხყოფა მიაყენა და მაშინვე თქვენ გირეკავთ? თქვენ კი მას ყოველთვის უსმენთ? ძალიან კარგია, როდესაც ადამიანებში ნდობას იმსახურებთ და მძიმე წუთებში ახსენდებით, მაგრამ ალბათ არ გიფიქრიათ, რომ ეს თქვენთვის სულაც არაა სასარგებლო.

 

ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით სხვებზე ზრუნავენ და კარგი მსმენელები არიან „ტოქსიკურ შემწოვებს“ უწოდებენ. ასეთი ადამიანები ისრუტავენ ნეგატიურ ინფორმაციას, სხვებს ათავისუფლებენ სტრესისგან, თავად კი ვერც აანალიზებენ, რომ სტრესში ცხოვრობენ. მსგავსი ტიპის ადამიანებში ხშირია გულის შეტევა, შაკიკი, წყლულები.

 

რასაკვირველია, ყველა ადამიანი საჭიროებს სტრესისგან გათავისუფლებას და ბუნებრივია საყვარელ ადამიანს უნდა მოუსმინოთ და დაეხმაროთ, თუმცა ნებისმიერი ნეგატივის შეწოვა თავად გაზარალებთ. ამიტომ ბალანსი ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

თუ ფიქრობთ, რომ თავად ხართ „ტოქსიკური შემწოვი“ გასწავლით, როგორ აირიდოთ თავიდან სტრესი:

 

  • როდესაც ადამიანი თავის პრობლემებზე დაგიწყებთ საუბარს აგრძნობინეთ, რომ ამ მომენტში არ გცალიათ;
  • თუ ადამიანი გამუდმებით დაჟინებით მოითხოვს მოუსმინოთ და არ სურს იმის გაგება, რომ შესაძლოა არ გეცალოთ, დაელაპარაკეთ ღიად და აუხსენით, რომ მისგან ნეგატივის მიღება თავად განგრევთ;
  • თუ ვინმეს თქვენი დახმარება ყოველთვის სჭირდება აუხსენით, რომ შეუძლებელია პრობლემებს დაუთმოთ მთელი დღე, დაეხმარეთ მაშინ, როდესაც ეს ნამდვილად ძალიან სჭირდება;
  • თუ ყოველთვის იმაზე ფიქრობთ, რომ სხვებს ასიამოვნოთ, მაშინ იცოდეთ, რომ ეს თქვენზე უარყოფითად აისახება, რადგან როდესაც გაუჭრდებათ, თქვენ მოგაკითხავენ. ამიტომ ისწავლეთ ხანდახან თქვათ „არა“.

ნანახია:(379)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

საინტერესო ფაქტები ცხოველებზე

= კამეჩები დალტონიკები არიან. = როდესაც ზვიგენი მსხვერპლს იჭერს, ის თვალებს ხუჭავს, რათა ნადავლმა მას თვალები არ დაუზიანოს. = ზღარბის ეკლები წარმოადგენენ


რატომ არ შეიძლება უზმოზე ყავის დალევა

ნედლი ყავის მარცვალი ცხიმებს, ცილებს, წყალს, მინერალურ მარილებსა და დაახლოებით ორი ათას სხვა ნივთიერებას შეიცავს. მოხალვის შემდეგ მარცვალი წყლის დიდ


შეცდომაა, როცა ღმერთი ხდება არა მიზანი, არამედ საშუალება ცხოვრებისა

შეცდომაა, როცა ღმერთი ხდება არა მიზანი, არამედ საშუალება ცხოვრებისა. სამწუხაროდ ადამიანთა უმრავლესობას ქრისტე არ სჭირდება. ადამიანებს სურთ, რომ ყველაფერი კარგად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<