თუ გსურთ წარმატებული და აღიარებული იყოთ | Jolo.ge


თუ გსურთ წარმატებული და აღიარებული იყოთ

თუ გსურთ წარმატებული და აღიარებული იყოთ

წარმატების მოპოვებისთვის საჭირო თვისებებს შორის მთავარია მიზნის სიცხადე და ამოცანის შესრულების მწველი სურვილი. ( ნაპოლეონ ჰილი)

ვიდრე წარმატების კიბეზე ასვლას შეუდგები, დარწმუნდი, რომ საჭირო შენობაზეა მიდგმული. (სტივენ კოვეი)

გაუაზრებელი მოქმედება პრობლემის უპირველესი წყაროა. (ალეკ მაკენზი)

დროის ყველაზე ფუჭი ხარჯვა არასაჭირო სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაა. ( ბრაიან თრეისი)

დაგეგმვა — ეს არის მომავლის აწმყოში გადმოტანა, რაც საშუალებას გაძლევთ, განსაზღვროთ თქვენი ხვალინდელი დღე. (ალან ლაკეინი)

დრო ყველაფრისთვის გვეყოფა, თუ მას მართებულად გამოვიყენებთ. (იოჰან ვოლფგანგ გოეთე)

ნუ აჰყვებით ცდუნებას, ნუ დაიწყებთ სამუშაოს შედარებით უმნიშვნელო საქმეების მოგვარებით. ( ბრაიან თრეისი)

თუ გსურთ წარმატებული და აღიარებული იყოთ, მთელი ძალა და ენერგია რომელიმე კონკრეტული საქმიანობისკენ მიმართეთ. (ორისონ სუეიტ მარდენი)

წარმატების პირველი კანონი არის კონცეტრაცია — მიმართეთ მთელი ენერგია ერთი მიზნისკენ, იარეთ წინ, არ გაიხედოთ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ( უილიამ მეთიუსი)

წარმატების ყველაზე საიმედო საშუალება არის ნებისმიერი სამუშაოს იმაზე მეტად შესრულება, ვიდრე თქვენგან მოელიან. (ოგ მანდინო)

შეასრულეთ თქვენი სამუშაო. შეასრულეთ არა უბრალოდ, არამედ დაუმატეთ ისეთი რამ, რაც ყველაფერ დანარჩენს გადაწონის. ( დინ ბრიგსი)

ნუ ელოდებით რამე განსაკუთრებულს, ნუ ფიქრობთ: „ამის დრო არ არის» , შეუდექით საქმეს ახლავე, დაიწყეთ იმ ინსტრუმენტებით,  რომლებიც ამჟამად ხელთ გაქვთ, უკეთესი მერე გამოჩნდება.(ნაპოლეონ ჰილი)

ნანახია:(2098)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ერთი ნაბიჯი … ერთი გადაწყვეტილება … ერთი არჩევანი …

არის მომენტები ცხოვრებაში, როდესაც ზღვარზე აღმოჩნდები. ეს არის ზღვარი წარსულსა და მომავალს შორის და ამ დროს შენში ყველაზე რთული ბრძოლა


21 იდეა სიცოცხლით სავსე ცხოვრებისთვის

1.გაეცით უშურველად — გაუზიარეთ ადამიანებს იმაზე მეტი, ვიდრე ისინი მოელიან. 2.ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც მოისმენთ — გაანიავებთ, რაც გაგაჩნიათ. 3.ძილს


ნიშანი «სდექ!!!» — გავლა აკრძალულია! ბლოკია წარმატების სავალ გზაზე……

როგორ გგონიათ როგორ უნდა იმოძრაოს ავტომანაქნამ გზაჯვარდენინზე, თუკი ყოველ კუთხეში იქნება ნიშანი  -«სდექ » გავლა აკრძალულია? ან როგორ გააგრძელებ მოძრაობას თუკი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*