თუ გსურთ იყოთ კარგი მშობელი… | Jolo.ge


თუ გსურთ იყოთ კარგი მშობელი…

თუ გსურთ იყოთ კარგი მშობელი…

იყო მშობელი იოლი საქმე არ არის. ეს არის სამსახური, რომელიც არასდროს მთავრდება. რამდენად კარგად აღზრდი შვილს ეს არა მხოლოდ სხვების დასანახად გჭრდებათ, არამედ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, რადგან კარგად აღზრდილი შვილი, უპირველესად მშობლისთვის არის კომფორტი.

 

როგორც წესი, მშობლები შვილისგან ძალიან ბევრს მოითხოვენ და პირიქით, რის გამოც ხშირია უთანხმოება  და გაუგებრობა. ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ იყოთ განსხვავებული, ძალიან კარგი მშობელი:

 

ნუ ეცდებით მის ნაცვლად გადაჭრათ პრობლემები — ბავშვიც ისეთივე დამოუკიდებელი პიროვნებაა, როგორც თქვენ. ნუ ჩაერევით ყველაფერში, ასაკის შესაბამისად მიეცით საშუალება გარკვეული პრობლემები თავად გადაჭრას, ასე დამოუკიდებლობას მიეჩვევა.

 

ეთამაშეთ — თამაში ბავშვის ენაა. შეარჩიეთ მისი ასაკისთვის შესაფერისი თამაში და ეცადეთ თამაშის დროს ისწავლოს რაღაც ახალი.

 

გაამხნევეთ — ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს როდის იქცევა კარგად და როდის არა. ამის გარჩევა რომ შეძლოს საჭიროა კარგი საქციელის დროს შეაქოთ და გაამხნევოთ.

 

პატივი ეცით მეუღლეს — ბავშვს ორივე მშობელი თანაბრად სჭირდება და ორივე ერთნაირად უყვარს. თუ გსურთ მისი პატივისცემა დაიმსახუროთ უნდა დაანახოთ რომ თავად სცემთ პატივს მეორე ნახევარს.

 

დატკბით მომენტით — ბავშვის მოვლა ურთულესი საქმეა: არეული სახლი, გასარეცხი ჭურჭელი, უამრავი სხვა საქმე, მაგრამ ამ დროს თქვენი პატარა უსაყვარლეს ღიმილს გჩუქნით, გაუღიმეთ და მოეფერეთ, რათა აგრძნობინოთ, რომ ის ნებისმიერ სიტუაციაში ძვირფასია თქვენთვის.

 

მიეცით სივრცე — მშობლებს ხშირად ეზარებათ ბავშვის გასეირნება, თუნდაც სახლში თავისუფლად გაშვება, რადგან იციან სახლს აუცილებლად აურევს და საათობით სვამენ ტელევიზორთან. ბავშვს სჭირდება სივრცე, როგორც უნდა გეზარებოდეთ, აუცილებლად გაასეირნეთ ბავშვი.

 

დაუწესეთ საზღვრები — ბავშვებს სჭირდებათ საზღვრები, რადგან მათთვის ძალიან გაურკვეველია სამყარო, თუ თავად არ ასწავლით რა არის დასაშვები ისინი ამას თავად ვერ მიხვდებიან. იყავით ზომიერად მკაცი მათ მიმართ.

 

წაიკითხეთ წიგნები ერთად — ეს ჯერ კიდევ ჩვილობიდან უნდა დაიწყოთ. ბავშვი ეჩვევა თქვენს ხმას, გარდა ამისა ბავშვობიდანვე ხვდება კითხვის საჭიროებას და უყვარდება წიგნები.

 

გამოყავით დრო მისთვის — როგორი დაკავებულიც უნდა იყოთ აუცილებლად გამოძებნეთ დღეში თუნდაც ნახევარი საათი უშუალოდ მისთვის. ეს დრო მთლიანად მას დაუთმეთ, რათა აგრძნობინოთ თქვენი სიყვარული და მზრუნველობა.

 

მიეცით თავს დასვენების უფლება — როდესაც საჭმლის გაკეთება გეზარებათ მისი შეკვეთა ცუდ მშობლად არ გაქცევთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არის მომენტები, როდესაც მშობელს დასვენება სჭირდება, ასე ის მიხვდება, რომ ვალდებულება არ გაგაჩნიათ.

ნანახია:(464)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ აღვზარდოთ ბავშვი?! დედა ტერეზას რჩევები მშობლებს

1. ყურადღება მიაქციეთ იმას, რას ეუბნებით ბავშვს. ხშირად უფროსები მოზარდს უტვინოს, სულელსა და ზარმაცს უწოდებენ. ამ სიტყვებით, შესაძლოა, დაღუპოთ ბავშვი.


ამ გზით გაცილებით ახლო კავშირი დამყარდება შვილებსა და მშობლებს შორის

🌈👩‍👩‍👧‍👦«შვილებთან, როდესაც ვატარებთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულით როგორ განცდებს გადავცემთ მათ. ☀️შესაძლებელია თბილი სიტყვებით ველაპარაკებოდეთ,მაგრამ გულში სევდას,უიმედობას და აუხდენელი


ბავშვის ბედნიერება დამოკიდებულია მისივე თავისუფლების ხარისხზე

ბავშვს რაც უფრო ავუკრძალავთ რამეს, მით უფრო მეტად მოუნდება „აკრძალული ხილი“. მისი წინააღმდეგობის უმთავრესი მიზეზი არის არა თავისთავად „აკრძალული ხილი“


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<