fbpx

თუ გსურთ გვერდით განსაკუთრებული მამაკაცი გყავდეთ…

ავტორი Ann
66 ნახვა

თუ გსურთ გვერდით გყავდეთ განსაკუთრებული ადამიანი თავად უნდა იყოთ განსაკუთრებული. ქორწინებაში კარგი პარტნიორობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რამაა. როგორია განსხვავებული პარტნიორი, ანუ როგორი უნდა იყოთ თავად, რომ მსგავსი მიიზიდოთ:

 

იცის ნდობის ფასი – ნდობა ძალიან საჭირო ფაქტორია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტივად პროგნოზირებადი ადამიანი უნდა იყოთ. პარტნიორს არ უნდა ჰქონდეს შეგრძნება, რომ მას ნებისმიერ რამეს აპატიებთ.

 

უყვარს საკუთარი თავი – საკუთარი თავის სიყვარული თავდაჯერებულობას გმატებთ, თუმცა არ უნდა იყოთ შეყვარებული საკუთარ თავზე.

 

იცნობს საკუთარ თავს – უნდა იცოდეთ თქვენი პლუსები და მინუსები, ძლიერი და უარყოფითი მხარეები.

 

უყვარს ძლიერად – როდესაც გიყვარდებათ არ უნდა იყოთ თავშეკავებული, გამოხატეთ სიყვარული ნებისმიერ სიტუაციაში.

 

ცხოვრობს პოზიტიურად – ნებისმიერ დღეს აქვს თავისი მიზანი, განეწყვეთ ენთუზიაზმით ნებისმიერი საქმის მიმართ.

 

ავრცელებს სიკეთეს – ადამიანები, როლებსაც ურთიერთობაში პრობლემები არ აქვთ პოზიტივს და სიკეთეს ასხივებენ.

 

უყვარს რომანტიკა, მაგრამ არ ცხოვრობს ზღაპარში – თავადაც იცით, რომ ზღაპრები არ ხდება, უნდა იყოთ რეალისტი, თუმცა რომანტიკა ურთიერთობას ალამაზებს.

 

არ იქცევა უსამართლოდ – ნუ იქნებით უსამართლო და ნურც სხვებში შეეგუებით ამას.

 

იცის რა სურს – მამაკაცისთვის სასიამოვნოა ისეთი ქალის გვერდით ყოფნა, რომელმაც იცის რას უნდა მიაღწიოს ცხოვრებაში.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment