თუ გსურთ გათავისუფლდეთ ერთფეროვანი და რუტინული ყოველდღიურობისგან | Jolo.ge


თუ გსურთ გათავისუფლდეთ ერთფეროვანი და რუტინული ყოველდღიურობისგან

თუ გსურთ გათავისუფლდეთ ერთფეროვანი და რუტინული ყოველდღიურობისგან

🌟 თუ გსურს გათავისუფლდე ფიზიკური, მენტალური და სულიერი ტკივილებისგან, ასევე იმ შინაგანი ბლოკებისგან, რომელიც ხელს გიშლის თვითდამკვიდრებაში;

🌟 თუ გსურს იპოვო შინაგანი ძალა და საყრდენი და გახდე მეტად მოქნილი ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრისას;

🌟 თუ გსურს აიმაღლო ენერგია, მიაღწიო დასახულ მიზნებს და მოიპოვო შინაგანი ბედნიერება და ჰარმონია, შენ ზუსტ მისამართზე ხარ. ლოტუსი ზუსტად ის ადგილია, სადაც ამ ყველაფერს მიიღებ.

ამაში ის ადამიანებიც დამეთანხმებიან, რომლებიც პიროვნული ზრდით და განვითარებით არიან დაინტერესებულნი და ამ სფეროში მოღვაწე ექსპერტს, მარინა კვატაიას და მის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტს კარგად იცნობენ.

მეც სწორედ ამ პროექტების მონაწილეთა დადებითმა გამოხმაურებამ გამაცნო ქალბატონი მარინა, მერე ერთ-ერთ ტრენინგშიც  მივიღე მონაწილეობა და უამრავი საჭირო ინსტრუმენტით აღვიჭურვე. რამდენიმე დღის წინ კი გავიგე, რომ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის ემზადება. ჰოდა, ბელგიაში მცხოვრებ ქართველ ექსპერტს პირადად დავუკავშირდი და ამ პროექტის შესახებ ინორმაციას დღეს თქვენც გიზიარებთ.

— ვინც არ გიცნობთ, მათთვის, — ვინ ხართ, რას საქმიანობთ და რამდენი ხანია, რაც ამ საქმიანობით ხართ დაკავებული?  

— მოგესალმებით, მე  გახლავართ კლინიკური ფსიქოლოგიის, ლაივ ქოუჩინგისა და კუნდალინი იოგის სერტიფიცირებული ექსპერტი. უკვე 20 წელზე მეტია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ ბელგიაში. 33 წლის ასაკში მივხვდი, რომ ინჟინერ-ოპერატორად მუშაობა ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიაში აღარ მაკმაყოფილებდა, მაგრამ ისიც არ ვიცოდი, ამის სანაცვლოდ რა მინდოდა. ამან სიცარიელის შეგრძნებამდე მიმიყვანა და გადავწყვიტე რადაც არ უნდა დამჯდომოდა ჩემი ცხოვრება შემეცვალა…

ასე აღმოვჩნდი ამ სფეროში. შევძელი საკუთარი სტუდია გამეხსნა ბელგიაში, სადაც იოგის, მედიტაციის, ქოუჩინგისა და რეიკის კომპლექსური მეთოდების საშუალებით ვეხმარები ადამიანებს, რომლებმაც აღარ იციან როგორ გააგრძელონ ცხოვრება, საიდან დაიწყონ, როგორ დააბალანსონ და როგორ მოიპოვონ ჰარმონია როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარშემომყოფებთან.

— ვინ არიან ისინი ვისაც ამ კუთხით ეხმარებით და რას სთავაზობთ მათ?

— ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც აღარ აკმაყოფილებთ თავიანთი ცხოვრება და სურთ გათავისუფლდნენ ერთფეროვანი და ცარიელი რუტინული ყოველდღიურობისგან, სურთ აჩუქონ საკუთარ თავს ყოველდღიური სიხარული, ჰარმონია და ბალანსი. ძირეული ცვლილებები კი პირველ რიგში საკუთარი თავის შეცვლით იწყება. ჩემს აუდიტორიას ვთავაზობ  პირად იოგა-ქოუჩინგ სესიებს, რეიკის სესიებს და ასევე პროექტებს, რომელიც კუნდალინი, ჰათჰა იოგისა და ქოუჩინგის სავარჯიშოების ნაკრებს წარმოადგენს.

ჩემი პროექტები პირველ რიგში დაკავშირებულია ჯგუფურ მუშაობასთან და არის კომპლექსური, ყოველთვის 6 საყრდენის მიხედვით ვმუშაობ, ანუ სხვადასხვა ასპექტს ვეხებით ერთდრულად და არა მხოლოდ ერთს. ფიზიკურს იოგით, მენტალს ქოუჩინგ ტექნიკებით, სულიერებას — მედიტაციით და ასე შემდეგ…  ჯგუფური კი იმიტომ რომ,  ჯგუფური პროექტები ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას მოტივაციისა და ენერგეტიკის ზრდას.

პროექტებში ჩართვა ონლაინ ხდება, რაც დროისა და ტერიტორიული შეზღუდვის პრობლემას ხსნის. თუმცა, მაქვს, რა თქმა უნდა პერსონალური პროექტებიც.

— რას იტყვით იმ ახალ პროექტზე, რომლის მზადების პროცესშიც ხართ?

— ვარ 8 წარმატებული პროექტის ავტორი. რომლის შედეგადაც მიღებულმა გამოცდილებამ გადამაწყვეტინა მემუშავა ერთწლიან პროექტზე. ამ პროექტში გაერთიანებული იქნება როგორც ვიდეო სავარჯიშოები, ასევე მედიტაციები და სამუშაო დღიური, რაც საკუთარ თავზე მუშაობის საშუალებას მოგვცემს. მთელი წლის განმავლობაში ჩაკრების სისტემით ვიმუშავებთ. ჩემი ჩანაფიქრია თითოეულმა მონაწილემ მაქსიმალურად მიიღოს ის ცოდნა, რაც უკეთესი რეალობის შესაქმნელად გამოადგება.

აქ იპოვი შინაგან ძალას, გათავისუფლდები ბლოკებისგან, აიმაღლებ ენერგიას, მოიპოვებ ჰარმონიას.

პროექტის ყიდვის შემთხვევაში ავტომატურად ჩაერთვები თანამოაზრეთა ჯგუფში და მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში, რომელიც მოგზაურობაა საკუთარი თავის აღმოსაჩენად მე თქვენს გვერდით ვიქნები. ეს «მოგზაურობა» ბევრს გაათავისუფლებს რუტინული ყოველდღიურობისგან და გახდის ბევრად უფრო ბედნიერს.

ავტორი: დეა თავბერიძე

პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას

გაიგებთ  ამ ჯგუფში ➡️  ⭐️⭐️ კუნდალინი იოგა ⭐️⭐️

 

 

 

 

ნანახია:(1946)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გათავისუფლით სტერეოტიპული აზროვნებისგან და გამოიმუშავეთ მოსმენის კულტურა — მარტა ქარუმიძე

შეგიცვლიათ აზრი და დამოკიდებულება სხვადასხვა თემისა და მოვლენის მიმართ? პირადად მე შემიცვლია, მას მერე რაც დავინტერესდი, მოვიძიე, გავეცანი სხვადასხვა ფაქტებს,


სასარგებლო რჩევები მეტი თავდაჯერებულობისთვის

თავდაჯერებულობა ის ატრიბუტია, რომელსაც ყველა ადამიანი ისურვებდა, მაგრამ უმრავლესობამ არ იცის როგორ მიაღწიოს მას. თუ თქვენ ხართ თავდაჯერებული, მაშინ სხვებიც


ეფექტიანობა მხოლოდ ადამიანურ ურთიერთობებს მოაქვთ — ჯონ უოტსონი

“Chevron”-ში მუშაობის 37 წლიანი გამოცდილების შემდეგ, კომპანიის CEO და ბორდის წევრი ჯონ უოტსონი გადადგომას აპირებს. მისი გამოსამშვიდობებელი წერილი, რომელიც LinkedIn-ზე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<