თუ გსურს იყო ძლიერი, ლამაზი, ჭკვიანი …

by admin | Март 21, 2018 01:57

,, თუ გსურს იყო ძლიერი — ირბინე, გსურს იყო ლამაზი — ირბინე, გსურს იყო ჭკვიანი — ირბინე.» — ეს სიტყვები ელადაში ორი ათასი წლის წინ ამოტვიფრეს.

სირბილი მართლაც უნიკალური და შეუცვლელი საშუალებაა, რათა  მუდამ იყოთ საუკეთესო ფორმაში და გქონდეთ ამაღლებული განწყობა. სირბილის მოყვარულებს ვარჯიშის შემდეგ საკმაოდ კარგად ეხსნებათ გონება. გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის მონაცვლეობა კარგად აისახება შრომისუნარიანობაზე და საზრიანობაზე.  ამასთან სპორტის მოყვარულები გაცილებით განტვირთულნი არიან უარყოფითი ენერგიისაგან და დაძაბულობისაგან, ამიტომ გონებრივ დატვირთვებს საკმაოდ ადვილად და სწრაფად უმკლავდებიან. ჯანმრთლობის მაჩვენებლების მიხედვით სირბილის მოყვარულები, თავის თანატოლებთან შედარებით 10 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან.

გარდა ამისა:

სირბილი ამაგრებს გულის კუნთს, ავითარებს ფილტვებს,აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ააქტიურებს ღვიძლის მუშაობას.

სირბილის შემდეგ ქვეითდება მადა, ამიტომ ნაყრდებით უფრო პატარა პორციებით ვიდრე სხვა დროს.

სირბილის სიჩქარის შესაბამისად ერთ საათში შეგიძლიათ დაწვათ 500-დან 800 კალორიამდე.

ნებისმიერ ამინდში სირბილი — ეს ორგანიზმის გაკაჟებაა, რომელიც ამაღლებს გაციების მიმართ წინააღმდეგობის უნარს.

ნანახია:(238)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/tu-gsurs-iyo-dzlieri-lamazi-chkviani/