თუ გსურს აივსო ბედნიერებით და უსაზღვრო ენერგიით … | Jolo.ge


თუ გსურს აივსო ბედნიერებით და უსაზღვრო ენერგიით …

თუ გსურს აივსო ბედნიერებით და უსაზღვრო ენერგიით …

როგორ გავთავისუფლდეთ წარსულის ფიქრებისგან, როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე და როგორ ვიცხოვროთ აწმყოში? რა როლს თამაშობს ამ ყველაფერში მედიტაცია და როგორ ცვლის ის ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ? ამ ყოველივეს შესახებ LD მედიტაციის ცენტრის დამფუძნებელი, დეა თავბერიძე გვესაუბრება. 

დეა თავბერიძე: როგორც ჩემი საყვარელი მასწავლებელი და NLP ოსტატი, მადიტა დისჰკუტი ამბობს — პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ გაცნობიერებულად ცხოვრება. უნდა გავაანალიზოთ, რომ ეს მომენტი, რომელშიც ახლა ვართ, არც არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება. უნდა გავიაზროთ ისიც, რომ ცოცხლები ვართ და მადლიერებით უნდა აღვივსოთ ამ ფაქტის მიმართ.

ეს ხომ ისედაც ვიცითო, მეტყვის ზოგიერთი, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ხშირად გვავიწყდება და ჩვენი ცხოვრებაც ავტომატურ რეჟიმზეა გადაყვანილი. სულ ფიქრებში ვართ, შესაბამისად სულ ვდარდობთ წარსულზე, ან ვფიქრობთ მომავალზე და გვავიწყდება მომენტი, რომელშიც ვართ. ლევან რამიშვილის სიტყვები გამახსენდა – „ჩვენი ტვინი ქაოტური და უმართავი ფიქრების წარმომქნელი მანქანაა, ამიტომ ის, რაც ჩვენ ცხოვრება გვგონია, სინამდვილეში სიკვდილის მდგომარეობაა «…

 

მართლაც ასეა ფიქრები ტვინში ჩნდება ყოველ წამს და რასაც ვაკეთებთ, უმეტესწილად გაუცნობიერებლად ვაკეთებთ. გაუცნობიერებლად ვცხოვრობთ, გაუცნობიერებლად ვმოქმედებთ, ან ვცდილობთ ვაკონტროლოთ ჩვენი ცხოვრება და გვავიწყდება იმ ცხოვრებით ცხოვრება და გახარება, რომელშიც ვართ. გვავიწყდება რომ ერთადერთი რეალობა არის ეს მომენტი. ამიტომ უნდა მოვდუნდეთ, გავთავისუფლდეთ ფიქრებისგან და დავტკბეთ ამ მომენტით.

როგორ გავთავისუფლდეთ წარსულის ფიქრებისგან, რომელიც რეალობაში ხელს გვიშლის, როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე?

უნდა ვისწავლოთ აქ და ახლა ცხოვრება. ამის ერთ-ერთი უებარი საშუალება მედიტაციაა, რომელიც აბსოლუტურ სიმშვიდეს ნიშნავს და დადებითად აისახება, როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მდგომარეობაზე, საერთო ჯამში კი, ადამიანის ჯანმრთელობაზე. მედიტაციის დროს ქაოსური ფიქრების მიღმა ხარ და იმყოფები „აქ და ახლა მომენტში“…

მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ადამიანს საშუალოდ დღე–ღამის განმავლობაში 60 000 ფიქრი მოდის თავში, აქედან 70% მეორდება. ანუ ადრე გაფიქრებულს ვატრიალებთ უსასრულოდ. ასევე, დააზუსტეს ისიც, რომ ჩვენი ფიქრების 80%-ი არის ნეგატიური და მხოლოდ 20 %-ია – პოზიტიური.

აქედან გამომდინარე, როდესაც არ მუშაობ საკუთარ თავზე, როგორი იქნება  რეალობა? რას მოიზიდავ? რა თქმა უნდა ნეგატივს. ამიტომ თითოეული უნდა ეცადოს რომ პოზიტივით გაამრავალფეროვნოს ცხოვრება. ამის უამრავი მეთოდია. სწორედ ამ მეთოდებს ვიყენებთ LD მედიტაციის ცენტრში. როგორც ჩვენი ერთ-ერთი ოსტატი, ვიტალი ამბობს: მედიტაცია ეს არის ზედმეტისგან გათავისუფლების ყველაზე საჭირო გზა. ის ადამიანს საშუალებას აძლევს იყოს თავისუფალი, ეხმარება გახდეს ბევრად უფრო მშვიდი, რათა საკუთარ თავში შეიგრძნოს ეს სიმშვიდე და სიჩუმე. ამ შინაგანი სიჩუმიდან წარმოიქმნება იმპულსი, რის უკანაც დგას ენერგია. ენერგია, რომელიც მიძინებული იყო მასში, ან იფლანგებოდა ყოველდღიურობაში.

რა მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ ამისთვის და რა და რა მედიტაციებია LD მედიტაციის ცენტრში ?

არსებობს მედიტაციისა და რელაქსაციის სხვადასხვა ტექნიკები, თუმცა ყოველი მათგანის მთავარი მიზანია შინაგანი სიმშვიდის მოპოვება. მედიტაციის ცენტრში ჩვენ ვუბრუნდებით ბავშვურ, ლაღ და ბედნიერ მდგომარეობას, რადგან ძირითადად აქტიურ მედიტაციებს ვიყენებთ.

ამ ენერგეტიკული პრაქტიკების მეშვეობით ვიქმნით იმ სიმშვიდეს, იმ თავისუფლებას, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არ გვაქვს. ვმედიტირებთ და ვსწავლობთ ამ მედიტაციის დანერგვას ცხოვრებაში. ჩვენთან არის რამდენიმე სახის მედიტაცია: ცეკვის მედიტაცია, სიცილის მედიტაცია, კუნდალინი, დაოსური პრაქტიკები, პლანეტარული თერაპია. ცეკვის მედიტაციის დროს ვივიწყებთ აბსოლუტურად ყველა ტექნიკას და ვცეკვავთ იმას, რასაც სხეული გვკარნახობს. ვაკეთებთ იმ მოძრაობებს, რაც სიამოვნებას გვანიჭებს. სიცილის მედიტაციის დროს ვხდებით ბავშვებივით ლაღები…  დაოსური პრაქტიკებისა და პლანეტარული თერაპიის დროს ვლივლივებთ სხვადასხვა ფერებში, რის შედეგადაც საოცარ ენერგიას შევიგრძნობთ.

საბოლოო ჯამში, ყველა ენერგეტიკული პრაქტიკა გათვალისწინებულია იმისთვის, რომ სიმშვიდე დანერგო შენს ყოველდღიურობაში და აივსო ბედნიერებით და უსაზღვრო ენერგიით.

წყარო: https://fortuna.ge/fortuna

LD მედიტაციის ცენტრში:

🔴 კუნდალინი მედიტაცია;

🟠 მანდალათერაპია;

🟡 სიცილის თერაპია

🟢 ენერგეტიკული პრაქტიკები;

🔵ცეკვის მედიტაცია ;

🟣დაოსური პრაქტიკები

დარეგისტრირდი 👉👉 https://bit.ly/2lWOudh

☎️ დაგვირეკე 597 997 887

📩 ან მოგვწერე მესენჯერში;

⚠️ მონაწილეთა რაოდენობა: 10-15 ადამიანი;

💰 ღირებულება: 4 მედიტაცია — 100 ლარი;

⏳ შაბათი, კვირა 👉 👉16:00 — 18:00;   19:00 — 21:00

🔰 მედიტაციებისთვის საჭირო, ყველანაირ, ინვენტარს LD მედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს.

🔰LD მედიტაციის ცენტრში ყველა შეხვედრის ორგანიზება და წარმართვა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

ნანახია:(358)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„რამდენი მაცდური ხაფანგია ჩვენს ირგვლივ“ — ისწავლეთ ფანჯრების მიხურვა

ერთხელ, ზამთრის ცივ ღამეს, მე დავბრუნდი, ჩემს სოფლის სახლში, სეირნობიდან და აღმოვაჩინე რომ ქარს, სახლის კარ-ფანჯარა გაეღო. გასვლისას მე არ


რამდენ სიხარულსაც მოუტან ადამიანს, იმდენი სიხარული გექნება

ადამიანები არასდროს არ აფასებენ იმას, რაც მიეცათ. მიეცა ახალგაზრდობა, ვერ დააფასა. მიეცა ნიჭი ვერ გამოიყენა. მიეცა სილამაზე, ვერ დაინახა. მიეცა


„მცდელობა არ დააკლოთ სიტუაციის გამოსწორებას“ …

თუ რამეზე დარდობთ ან განიცდით, არაუშავს, თქვენს ემოციას დრო და სხვა მოვლენები აუცილებლად ჩააცხრობს.  გინდათ თუ არ გინდათ, მოსახდენი მაინც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<