თუ გინდა, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდე… | Jolo.ge


თუ გინდა, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდე…

თუ გინდა, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდე…

ხდება ხოლმე თქვენს ცხოვრებაში ისე, რომ სხვა ადამიანებს უფრო წინ აყენებთ, ვიდრე საკუთარ თავს? სხვა ადამიანების აზრს, შეხედულებებს, წარმოდგენებს, მოლოდინებს და ცდილობთ მათ მოერგოთ?

და როგორ ვექცევით ამ დროს საკუთარ თავს?
ვკარგავთ და გულს ვტკენთ…
ვიკარგებით საკუთარ ცხოვრებაშივე და მეორეხარისხოვანი როლი გვაქვს საკუთარ ცხოვრებაში.

ამ დროს საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან გულწრფელები არ ვართ, რადგან ჩვენ რაღაც გვინდა მათგან სანაცვლოდ.

და რა გვინდა?

თანხმობა, აღიარება, მოწონება, სიმშვიდე, კომფორტი, ჩვენზე კარგი წარმოდგენა, მიმღებლობის შეგრძნება, შეგრძნება რომ მნიშვნელოვანები ვართ, რომ მათ ვჭირდებით და ა.შ.

როდესაც ამას გარეთ ვეძებთ, ძალიან დიდ ენერგიას, დროს ვკარგავთ, დიდი ძალისხმევის ფასად გვიჯდება და თან ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გვისხლტება ხელიდან — რომ რასაც ვეძებთ იმის წყარო თავად ჩვენ ვართ და თუ ამ ძიებას შევწვეტთ, უბრალოდ შევამჩნევთ, რომ სავსეები ვართ და უკვე ვართ ის, რასაც ვეძებდით.

ჩვენში უდიდესი შინაგანი ძალაა საკუთარ თავს თავად მივცეთ ის, რასაც სხვებისგან ვითხოვთ და აქედან იწყება საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან გულწრფელობა და თავისუფალი ცხოვრება.

როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, მასში მთავარი როლი თქვენ რომ გქონდეთ?

როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება თავის უფალი რომ იყოთ?

არასდროს არის გვიანი საკუთარ თავთან, ნამდვილ თავთან დაბრუნება.

თუ გრძნობ, რომ გინდა და მზად ხარ საკუთარ თავს დაუბრუნდე, საკუთარ თავშივე იპოვო ყველაფერი, რასაც სხვა ადამიანებისგან ითხოვ და ეძებ, თუ მზად ხარ ცხოვრების ახალ, მშვიდ, თავისუფალ, ლაღ, ჰარმონიულ ეტაპზე გადახვიდე, მე შემიძლია შენთვის სასარგებლო ვიყო და დაგეხმარო ამ საოცარ პროცესში, საკუთარ თავში გამოღვიძებაში და იმის დანახვაში, რაც აქამდე შეუმჩნეველი და მიუწვდომელი იყო.

 

სიყვარულით, თინათინ ბასილაია

ნანახია:(259)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„იფიქრეთ ამაზე და მიხვდებით, რომ…“ — რამაზ გიგაური

თუ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას წარმოვიდგენთ ერთ პატარა სოფლად, სადაც ცხოვრობს 100 ადამიანი, მაშინ ასეთი სურათს მივიღებთ: 57 აზიელი 21 ევროპელი


 გაიწმინდეთ გონება და დაალაგებთ ცხოვრებას…

თანამედროვე მსოფლიოში ძალიან რთულია კონცენტრირება მოახდინო რამეზე, რადგან გამუდმებით რაღაც გიშლის ხელს: ტელეფონის ზარი, ტექსტური შეტყობინება, სოციალური ქსელები, სხვადასხვა ინფორმაცია


2018 წლის გამონათებები,  ახალი დრო მოვიდა, რომელიც აღარ დაგიწყებს ლოლიავს

ნაწილი #1 1.არაა საჭირო იდეების გადაღეჭვა, გაუთავებელი ფიქრი და იდეალური კომბინაციის ძებნა. გადაწყვეტილებასა და მოქმედებას შორის მინიმალური დრო და სივრცე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<