„თუ გინდა ბედნიერი იყო ხვალ, დაიწყე ამაზე ზრუნვა დღესვე! სწორედ დღეს!» | Jolo.ge


„თუ გინდა ბედნიერი იყო ხვალ, დაიწყე ამაზე ზრუნვა დღესვე! სწორედ დღეს!»

„თუ გინდა ბედნიერი იყო ხვალ, დაიწყე ამაზე ზრუნვა დღესვე! სწორედ დღეს!»

«თუ გინდა ბედნიერი იყო ხვალ, დაიწყე ამაზე ზრუნვა დღესვე! სწორედ დღეს!»

ეს კი იმას ნიშნავს , რომ აბრაამ ლინკოლნის სიტყვებით ვიხელმძღვანელებ: » ადამიანთა უმრავლესობა ბედნიერია იმდენად, რამდენადაც გადაწყვიტა იყოს ბედნიერი». ბედნიერება გარეგნული ვითარებების შედეგი არაა, ბედნიერება საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.

ვეცდები შევეწყო იმ ცხოვრებას, რომელსაც ჩემი ცხოვრება ჰქვია და თავი დავანებო მცდელობას ყველაფერი ჩემს სურვილებს დავუქვემდებარო. მე მივიღებ ჩემს ცხოვრებას (ოჯახს, სამსახურს, ცხოვრებისეულ გარემოებებს) ისეთს, როგორიც ის არის.

შევეცდები ჩემს ორგანიზმს მივხედო: ვივარჯიშო, მოვუარო სხეულს, სწორად ვიკვებო, შევეცდები ჩემს ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენო და ჩემი სხეული ჩემი მოთხოვნების შემსრულებელ იდეალურ მექანიზმად ვაქციო.

ვეცდები ყურადღება მივაქციო ჩემს გონებრივ განვითარებას: არ ვიზარმაცო და შევისწავლო რაიმე სასარგებლო; წავიკითხო ის, რაც გონების დაძაბვას, დაფიქრებას და გაანალიზებას მოითხოვს.

ვიზრუნებ ზნეობრივ სრულყოფაზე: ვინმეს სიკეთეს გავუკეთებ ისე, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდეს და სულ ცოტა ორ ისეთ საქმეს გავაკეთებ, რომლის გაკეთება არაფრით არ მინდა.

გამოვიჩენ კეთილგანწყობას ყველასადმი; ვიქნები თავაზიანი და შეძლებისდაგვარად შევაქებ ყველას, ვეცდები არავინ გავაკრიტიკო, არავის მოვახვიო საკუთარი აზრი და ვეცადო გამოვასწორო გარშემომყოფები.

ვეცდები დღევანდელი დღით ვიცხოვრო და ჩემი ცხოვრებისეული პრობლემების ერთბაშად მოგვარებაზე არ ვინერვიულო.

გავატარებ ნახევარ საათს სიჩუმესა და მყუდროებაში, შევეცდები უარყოფითი ემოციებისგან განვიტვირთო.
არ შემეშინდება არაფრის, განსაკუთრებით არ შემეშინდება ვიყო ბედნიერი და მიყვარდეს.

დეილ კარნეგი

ნანახია:(3846)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

»ცხოვრების ერთ-ერთი უცნაურობა ასე ვლინდება» უილიამ სომერსეტ მოემი

1. ცხოვრების ერთ-ერთი უცნაურობა ასე ვლინდება:ვიღაცას თვეების მანძილზე ყოველდღე ხვდები, უახლოვდები, ისე რომ მის  გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია, მაგრამ აი


აქციეთ ჰობი ბიზნესად

საკუთარი საქმის კეთება ბევრ ადამიანს ძალიან რთულად წარმოუდგენია, უფრო სწორად საქმისგან ფულის კეთება, სინამდვილეში კი არც ისე ბევრი რამაა ამისთვის


5 პატარა ჩვევა, რომელიც ბედნიერებასთან გაშორებთ

უარყოფითი ჩვევები და ფიქრები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს გონებაზე. ხშირად ისინი ჩვენსა და ბედნიერებას შორის გამყოფ ხიდად გვევლინებიან. გთავაზობთ იმ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*