fbpx

„თუ ცოცხალია, ხომ ვერასდროს წარმოიდგენს რა ხშირად მახსენდება“ – მაია სარიშვილი

ავტორი ჟოლო
52 ნახვა

არ არსებობს იმაზე უხერხული მდგომარეობა, როცა ვიღაც ძალიან მოწიწებით გექცევა და ისე განიცდის შენთან ლაპარაკს, თითქოს მასზე ,,მაღალი,, და მიუწვდომელი იყო და სადღაც ქვემოდან ამოგძახის დაძაბული.

პირველად ეს უხერხულობა წლების წინ ვიგძენი. მისაღები გამოცდები მიმდინარეობდა და მთხოვეს საბუთების შევსებაში დავხმარებოდი აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს. ხოდა, მოვიდა ჩემს მაგიდასთან ერთი საოცარი მოხუცი კაცი. მიწიანი ხელებითა და მიწიანი თვალებით. სოფლიდან ვარო. არაფერი ვიციო. არც ჩემმა შვილმა იცის რა როგორ უნდა შევავსოთო და რაღაცეებს მეკითხებოდა.

ხოდა, რამდენჯერაც კითხვას მისვამდა, იმდენჯერ ფეხზე დგებოდა  ეს ალბათ იმის ნიშნად, რომ აი, მე, სოფლელი უცოდინარი ჩამოვედი თქვენს დიდ ქალაქში და ახლა კიდევ ვბედავ შეკითხვები დაგისვათ და მაპატიეთო.

ვთხოვე, არ ამდგარიყო, მაგრამ ვერ და ვერ. ყოველი კითხვის დასმისას წითლდებოდა და დგებოდა ფეზე. კარგით, მაშინ ორივენი ვიდგეთ-მეთქი, ავდექი და ასე ვსაუბრობდით დიდხანს, ვიდრე ყველაფერი დეტალურად არ ავუხსენი. მერე წავიდა და თუ ცოცხალია, ხომ ვერასდროს წარმოიდგენს რა ხშირად მახსენდება. ნეტა ჩავხუტებოდი-მეთქი.

მაია სარიშვილი

წყარო: facebook

მსგავსი სტატიები

Leave a Comment