„თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ბედნიერი, წარმატებული, რეალიზებული“ | Jolo.ge


„თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ბედნიერი, წარმატებული, რეალიზებული“

„თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ბედნიერი, წარმატებული, რეალიზებული“

მაჰათმა განდი ამბობდა:

„თავისუფლება არაფერი არ ღირს, თუ ის არ მოიცავს თავისთავში შეცდომის დაშვების თავისუფლებასო»

წარმოგიდგენიათ როგორ ვიტანჯავთ თავს ადამიანები შეცდომის დაშვების შიშის გამო?

გენიოსების ცხოვრება ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებისგან და ეს განსხვავება პირველ რიგში მდგომარეობს, შეცდომებისადმი, დამარცხებებისადმი დამოკიდებულებაში.

ჩვეულებრივი ადამიანები შეცდომებს, დამარცხებებს, პრობლემებს აღიქვამენ, როგორც ღვთის სასჯელს, გაუმართლებლობას, ტრაგედიას და ა.შ.

გენიოსები კი სირთულეებს, მარცხს, შეცდომებს აღვიქვამენ, როგორც ტრენაჟორს, რომელიც ანვითარებს, აწრთობს მათ ხასიათს, მათ ოპტიმიზმს, სიცოცხლისუნარიანობას, სიბრძნეს და რა თქმა უნდა მათი სულის სიმტკიცეს.

თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ბედნიერი, წარმატებული რეალიზებული – არ უნდა შეგვეშინდეს შეცდომების და თამამად მივყვეთ ჩვენს ვარსკვლავს, ჩვენს გულისთქმას.

შეუძლებელია დაცემის გარეშე ისწავლო სიარული.

პატარა ბავშვები ხშირად ეცემიან როცა სიარულს სწავლობენ და ხანდახან ეს მძიმე სანახავიცაა, თუ როგორ ტირიან როცა რამეს იტკენენ, როცა მუხლებს გადაიტყავებენ ან/და ცხვირს მიარტყამენ და თვალებზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდით, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ამის გარეშე სიარულის სწავლა შეუძლებელია.

ზუსტად ასე ვიცით რომ შეუძლებელია ისწავლო გახდე ძლიერი, ბედნიერი, წარმატებული, მდიდარი შეცდომების დაშვების გარეშე. ამიტომ უნდა გავაცნობიეროთ რომ თითოეული შეცდომა ეს არის მორიგი საფეხური წარმატების კიბეზე.

იყავით გაცნობიერებული! მთელი გულით გისურვებთ კიდევ უფრო მეტ ოპტიმიზმს, კიდევ უფრო მეტ ბედნიერებას, კიდევ უფრო მეტ სიხარულს, კიდევ უფრო მეტ სიყვარულს.

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

ნანახია:(284)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„რა კანონებით ცხოვრობს სამყარო“ — ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

1. სიცარიელის კანონი. თუ გინდათ ახალი ფეხსაცმელი, მოიცილეთ ძველი. თუ გინდათ ახალი ჩასაცმელი, გამოანთავისუფლეთ კარადა. უნდა მოიცილოთ ძველი სტერეოტიპები. 2.


„ფული (სიმდიდრე) ზომაში ზრდის იმას, რაც ადამიანშია“

სულ ვიმეორებ, ფული ზრდის ზომაში იმას, რაც უკვე არის. ანუ მდიდრები არ არიან ცუდები, ბოროტები. ეს არის მითი. ამიტომ არ


«ავარჯიშეთ საკუთარი ტვინი, აიძულეთ ხშირად იფიქროს პოზიტიურზე»

ადამიანის თავის ტვინს იმაზე მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია. შესაძლებელია მისი ვარჯიში და სხვაგვარად ამუშავება, რაც საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ ჩვენი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<