»თუ ბოროტებასთან ბრძოლაში გაბოროტდი, მაშინ იმადვე ქცეულხარ — რასაც ებრძოდი!» — რამაზ გიგაური

by admin | 3 сентября, 2017 13:08

 

როდესაც რაღაც ძალიან გინდათ და არ ხდება…

ჯიუტად არ ხდება და მორჩა!

თქვენ აზარტში ვარდებით და ცდილობთ სამყაროს (მეტი რომ არ ვთქვათ) ომი მოუგოთ.

ეს არის სურვილის იდეალიზაცია — ადამიანს იდეალამდე აჰყავს თავისი სურვილი, ცდილობს მიაღწიოს და მაინც ვერაფერი… ადამიანი, ხშირად მაშინ პოულობს იმ ნივთს, როდესაც მის გამწარებულ ძებნას თავს ანებებს!

თუ თქვენი აზრით ყველაფერი გააკეთეთ და მაინც ვერ მიიღეთ ის, რაც ასე გინდოდათ, მაშინ წარმოსახვაში „ხელი გაუშვით“.

დაანებეთ თავი მცდელობას, აისრულოთ სურვილი. მცირე ხანს მაინც დაისვენეთ ნდომისგან, დააწყნარეთ საკუთარი გონება, ემოციები… რაღაც პერიოდის შემდეგ სულ სხვა თვალით დაინახავთ თქვენს სურვილს — ან მიხვდებით, რომ ეს სულაც არ გინდათ ან დაინახავთ თქვენი სურვილის მატერიალიზების აქამდე ვერ მიგნებულ, სრულიად განსხვავებულ გზას!

ნეგატივი მას შემდეგ იმოქმედებს თქვენზე, როდესაც მას ნებას მისცემთ თქვენს გონებასა და გულში დაიბუდოს.

თუნდაც ვინმემ გაწყენინოთ, შეეცადეთ მასზე არ ჩაიციკლოთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ თქვენმა მოშურნემ (მტერმა) შეძლო მიზნის მიღწევა და თქვენში ნეგატიურის დათესვა. თქვენ კი მუდმივი ფიქრით და ემოციური განცდებით წყალს უსხამთ და ზრდით ამ ნეგატივს.

გაითვალისწინეთ, ისწავლეთ, მაგრამ არ გაბოროტდეთ.

ნანახია:(413)-ჯერ


Endnotes:
  1. რამაზ გიგაური: https://www.facebook.com/ramaz.gigauri?fref=ts

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/tu-borotebastan-brzolashi-gaborotdi-mashin-imadve-qceulxar/