»თუ ბოროტებასთან ბრძოლაში გაბოროტდი, მაშინ იმადვე ქცეულხარ — რასაც ებრძოდი!» — რამაზ გიგაური | Jolo.ge


»თუ ბოროტებასთან ბრძოლაში გაბოროტდი, მაშინ იმადვე ქცეულხარ — რასაც ებრძოდი!» — რამაზ გიგაური

»თუ ბოროტებასთან ბრძოლაში გაბოროტდი, მაშინ იმადვე ქცეულხარ — რასაც ებრძოდი!» — რამაზ გიგაური

 

როდესაც რაღაც ძალიან გინდათ და არ ხდება…

ჯიუტად არ ხდება და მორჩა!

თქვენ აზარტში ვარდებით და ცდილობთ სამყაროს (მეტი რომ არ ვთქვათ) ომი მოუგოთ.

ეს არის სურვილის იდეალიზაცია — ადამიანს იდეალამდე აჰყავს თავისი სურვილი, ცდილობს მიაღწიოს და მაინც ვერაფერი… ადამიანი, ხშირად მაშინ პოულობს იმ ნივთს, როდესაც მის გამწარებულ ძებნას თავს ანებებს!

თუ თქვენი აზრით ყველაფერი გააკეთეთ და მაინც ვერ მიიღეთ ის, რაც ასე გინდოდათ, მაშინ წარმოსახვაში „ხელი გაუშვით“.

დაანებეთ თავი მცდელობას, აისრულოთ სურვილი. მცირე ხანს მაინც დაისვენეთ ნდომისგან, დააწყნარეთ საკუთარი გონება, ემოციები… რაღაც პერიოდის შემდეგ სულ სხვა თვალით დაინახავთ თქვენს სურვილს — ან მიხვდებით, რომ ეს სულაც არ გინდათ ან დაინახავთ თქვენი სურვილის მატერიალიზების აქამდე ვერ მიგნებულ, სრულიად განსხვავებულ გზას!

ნეგატივი მას შემდეგ იმოქმედებს თქვენზე, როდესაც მას ნებას მისცემთ თქვენს გონებასა და გულში დაიბუდოს.

თუნდაც ვინმემ გაწყენინოთ, შეეცადეთ მასზე არ ჩაიციკლოთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ თქვენმა მოშურნემ (მტერმა) შეძლო მიზნის მიღწევა და თქვენში ნეგატიურის დათესვა. თქვენ კი მუდმივი ფიქრით და ემოციური განცდებით წყალს უსხამთ და ზრდით ამ ნეგატივს.

გაითვალისწინეთ, ისწავლეთ, მაგრამ არ გაბოროტდეთ.

ნანახია:(408)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ცუდი არ თქვა სხვაზე, თორემ მისი სატკივარი შენთან მოვა

ბებიაჩემის დედა (მამის მხრიდან) ლიზა ალავიძე 100 წლის გარდაიცვალა. პატარა ვიყავი, იმ დროისთვის, ბევრი საოცარი და საინტერესო ამბების მოყოლა და ჩემთვის უცნაური დარიგება


დამანგრეველი სიტყვები

„ჩაატარეთ გენერალური „უბორკა“ თქვენს ლექსიკონში“ — ამბობს წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია და ადამიანის ფსიქიკის დამანგრეველ სიტყვებსა და ქმედებებზე საუბრობს. თამარ


უსარგებლო ნაცნობებს ნუ გაიჩენთ …

შენს ცხოვრებაში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება იმ ადამიანებთანაა დაკავშირებული, ვისთან ერთადაც ცხოვრობ ან მუშაობ. შენი ცხოვრების გზაზე თითოეულ მოსახვევში ვიღაც დგას,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<