«თუ ბოლომდე დავიჯერებდი… ასეა, მთავარია რწმენა!» | Jolo.ge


«თუ ბოლომდე დავიჯერებდი… ასეა, მთავარია რწმენა!»

«თუ ბოლომდე დავიჯერებდი… ასეა, მთავარია რწმენა!»

ქაღალდის ნავი

სასიამოვნო გრილი გაზაფხულის მიწურული იყო, როცა ქაღალდის ნავში ჩავჯექი, ნელი სიო მიასრიალებდა ჩემს ნავს დინების მიმართულებით, სიმოვნებისგან გაბუჟებულს ბედნიერი ღიმილი სახიდან არ მომშორებია, თუმცა ნავი რომ ქაღალდის იყო, ჩაჯდომისთანავე ვიცოდი.

აბსურდი მხიბლავს? არ ვიცი, მაგრამ ხანდახან ამ აბსურდულობას იმხელა ხიბლი აქვს!

რატომ ჩავჯექი? იმიტომ რომ ზუსტად ის ტემპერატურა იყო რომელსაც ვეძებდი, ზუსტად ის სუნი რომელიც მიზიდავს, ხმა ხო ხმაა, დაბალი ძლიერი, თბილი, ტკბილი ხმა, თითქოს ყურში ჩაგჩურჩულებს გამუდმებით, რომ უყვარხარ და მიუხედავად იმისა, რომ ნავი ქაღალდის არის გაჯერებს რომ არ ჩაიძირება !

ზოგადად გამიგია რომ ხმას, ადამიანის ფსიქიკაზე შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს, ამ შენთვის მომხიბვლელ ხმას შეუძლია მოჯადოვება! დღეს მეფიქრება უკუსვლით, ხომ ვიცოდი რომ ნავი ქაღალდის იყო ! ვიცოდი რომ ქაღალდის ნავში დიდხანს ვერ გავჩერდებოდი და ჩაძირვამდე გადმოვხტებოდი, მაგრამ მიყვარს ჩემი ქაღალდის ნავი, მის გარშემო ყველაფერი მე მოვიგონე, ამიტომ მიყვარს რაც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, მართალია ნავი ქაღალდისაა მაგრამ დანარჩენი ზემოთ აღწერილი სრული სიმართლეა, უბრალოდ მე აღარ მჯერა ჩემი ფანტაზიების !

ალბათ მაინც რეალისტი ვარ, რომ არა ბოლომდე გავყვებოდი ჩემი ფანტაზიის ნაყოფს, იქამდე ილივლივებდა წყალზე სანამ ნდობა მექნებოდა ჩემი საკუთარი მოგონილი აბსურდის, თუ ბოლომდე დავიჯერებდი არც ჩაიძირებოდა, ასეა მთავარია რწმენა ! სამწუხაროდ ხანდახან მიწაზე ორივე ფეხით დგომაც მჭირდება!

ავტორი: ეკა ბალანჩივაძე

ნანახია:(602)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

4 გზა შიშის დასაძლევად

გინდათ გააკეთოთ რაღაც და ხვდებით, რომ არის რამდენიმე ფაქტორი, რაც გაშინებთ. რისკი ყოველთვის არის დაკავშირებული შიშთან, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც


ვაჟი, რომელმაც იცის ქალის პატივისცემა — რჩევები მშობლებს

ვაჟების მშობლებს შეუძლიათ შეცვალონ გარემო. დიახ, თუ თქვენ სწორად აღზრდით თქვენს შვილებს, ასწავლით ქალის პატივისცემას სამყარო გაცილებით უკეთესი გახდება. დღესდღეობით


კახეთში მისტიურ აკლდამას მიაკვლიეს

«კახეთის მხარეში, კერძოდ კი, ივრის ზეგანზე ძველი სამარხები იძარცვება. რა თქმა უნდა, არც ისტორიკოსი ვარ და არც არქეოლოგიის სპეციალისტი, თუმცა,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<