„თუ არასწორად დათესავ, არასწორად მოიმკი“… | Jolo.ge


„თუ არასწორად დათესავ, არასწორად მოიმკი“…

„თუ არასწორად დათესავ, არასწორად მოიმკი“…

რელიგია და სარწმუნოება სანახაობად გადაიქცა.
მორალი მხოლოდ თეორიულად არის გამეფებული.
ყველა ერთმანეთს ჭკუას ასწავლის, ყველა ერთმანეთს ერჩის, დასცინის და აკრიტიკებს.

დედამიწაზე ამპარტავნება მეფობს.

სიბერე და სიკვდილი არ აფიქრებს, არ აშინებს ადამიანს.

დროებითობა ვერ გაუანალიზებია ადამიანს, ძველ ტკივილს ადვილად ივიწყებს და ცდილობს, ახალ ტკივილი იპოვოს ისე, რომ ვერც ხვდება რას ჩადის.

ზოგს შეუძლია ურთიერთობა ქონდეს მატყუარა, მისთვის საშიშ ადამიანთან, იმის გამო, რომ მისგან რაღაცას მოელის. ადამიანს, ანგარება უბრმავებს სულს.

სანამ შენში სინდისი, ნამუსი, სითბო და სიყვარული არ აღდგება ვერაფერი გადაგარჩენს.

შენ გინდა მშვიდად იყო, ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული. რას აკეთებ ამისთვის? — არაფერს.

სხვის დასანახად ბედნიერება, წარმატება და სიხარული დაავადებაა სულისა.

ღმერთმა სიცოცხლე მოგცა, დანაჩენს შენ განაგებ.

თუ არასწორად დათესავ, არასწორად მოიმკი.

სიკეთეს თუ ვერ დაინახავ დაიტანჯები.

სიკეთისთვის თუ მადლბას მოითხოვ, დაიტანჯები.

საიდუმლოა შენი ცხოვრება და არსებობა ამ სამყაროში.
თუ სული სიყვარულით არა გაქვს სავსე, თუ ადამიანს ტკივილი მიაყენე, მაშინ შენ დაარღვიე კანონი უზენაესის.

აგრესიულ, დაბოღმილ და გულღრძო ადამიანს საკუთარი თავი სააშკარაოზე გამოაქვს, ის არ ცხოვრობს, ის მხოლოდ წამიერი სიხარულით არსებობს.

გაუფრთხილდი წარსულს, გაუფრთხილდი მომავალს, გაუფრთხილდი სხვას, გაუფრთხილდი საკუთარ თავს.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(210)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„რას ვფიქრობ ჩემო მარკ და… ვიცი, ეს დღე აუცილებლად დადგება!“

რას ვფიქრობ ჩემო მარკ და ვფიქრობ იმ დღეზე, როცა უნდობლად, ეჭვით ან/და გაოცებით არ დამიწყებენ ყურებას, როდესაც ვიტყვი, რომ ერთნაირად


მთავარია, ეს ნაბიჯი გადადგა, შემდეგ კი მოხვდე სწორ ადგილას…

როგორ ჩნდება შენ გარშემო ფიქრების აბლაბუდა და როგორ ეხვევი სამუდამოდ მასში? რა არის ამ აბლაბუდის მიღმა და როგორი ცხოვრება გელის,


წარმატებული მოლაპარაკების წარმართვის 10 წესი — რჩევები დონალდ ტრამპისგან

დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკებების წარმართვის ეს ერთი შეხედვით მარტივი და სასარგებლო რჩევები საკუთარი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. თავად მილიარდერის აზრით,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*