«თუ არ აჰყვებით და თქვენი წესებით ითამაშებთ, მოიგებთ» … | Jolo.ge


«თუ არ აჰყვებით და თქვენი წესებით ითამაშებთ, მოიგებთ» …

«თუ არ აჰყვებით და თქვენი წესებით ითამაშებთ, მოიგებთ» …

ამბავი თითისტარისა, ქანქარისა და გზაჯვარედინისა

ვააახ, რა ტკბილია ეს წუწუნის მდგომარეობა, რაა 😀 ისე მიგიზიდავს და მოგეწებება, ვერც მიხვდები.

ხომ ვამბობდი, ჩემი ტელევიზორთან ჯდომა არ შეიძლება მეთქი, ამ ამინდმა კიდევ გარეთ არ გამიშვა. ხოდა, ვუსმინე, ვუსმინე, ვუსმინეეეეეეე და დავიწყე 😀 😀

ჯერ გავბრაზდი უსაფუძვლო გადაწყვეტილებებზე, მერე — ვისაც შემეძლო გავუზიარე ჩემი აღშფოთება, მერე ვიდარდე, მერე კიდევ ახალი გასაბრაზებელი სიუჟეტები მოვისმინე (პროდუქტებით რომ გვამარაგებდნენ ისე, როგორც ამ სიუჟეტებით, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა )…

და ასეეეეეეე 😀😀😀

დატრიალდა თითისტარივით და დამიხვია ძაფივით 🙂.

ასე გვიხვევს ნეგატივი. ზოგი ამას ქანქარას ეძახის, ზოგიც… თუმცა სახელს რა მნიშვნელობა აქვს.

ამ თამაშის აზრი არის ის, რომ დაგაკარგვინოთ წონასწორობა.

თუ აყვებით თამაშის წესებს, ასეც მოხდება, ყველა თანამდევი გართულებებით 

წონასწორობადაკარგული ადამიანი კი ძალიან ადვილი სამართავია.

თუ არ აჰყვებით და თქვენი წესებით ითამაშებთ, მოიგებთ.

არ მახსოვს, რომელმა ბრძენმა თქვა: სისულელეა ბრაზობდე ვიღაცაზე და გეგონოს, რომ მას ამით რამეს უშავებ, ეს იგივეა, სვამდე შხამს და გეგონოს, რომ ამით მას წამლავო.

მოკლედ, თუ გვინდა კარგად ვიყოთ კრიზისშიც, უკრიზისობაშიც, კარანტინშიც და ყველგან, პირველ რიგში უნდა შევძლოთ მშვიდად მივიღოთ ის, რაც არის.

ადვილი სათქმელია არ აჰყვე ნეგატივს, თუ ბრაზობ, იფიქრე, რომ მშვიდად ხარ, თუ გწყინს, იფიქრე რომ ყველაფერი კარგადაა, თუ გეშინია, იფიქრე, რომ კარგად ხარ….

ამაზე ყოველთვის შინაგანი პროტესტი მქონდა. ეს უფრო სირაქლემას პოზას გავს ჩემთვის.

მუმიები ხომ არ ვართ, არაფერი შეგვეხოს. ცოცხალი ადამიანები ვართ და რასაკვირველია, ვბრაზდებით, რასაკვირველია, გვეშინია…. და როგორც გინდა უარვყოთ და მიწა მივაყაროთ, როგორც გინდა აფირმაციები ვიკითხოთ, სადღაც გულის სიღრმეში ეს არდანახული ემოცია მაინც იქნება.

გარდამტეხი მომენტი სწორედ მაშინ დგება, როცა კი არ უარვყოფთ — არაა, არ ვბრაზობ, არაა, არ მეშინია, არამედ ვაცნობიერებთ( რამ გამოიწვია ჩვენი ხასიათის გაფუჭება) ვაღიარებთ, რომ ეს ასეა და გადავწყვეტთ შევცვალოთ ის.

მაშინ ჩვენს წინაშე ორი გზა იხსნება, როგორც ზღაპრებშია, აქეთ წახვალ — მოკვდები, იქეთ წახვალ — გადარჩები…

პირველი გზა ბევრად ადვილი: რა სჯობს მსხვერპლობას, ყველაფერი სხვისი ბრალია, მე მაინც არაფერი შემიძლია და რა აზრი აქვს რამის კეთებას, ვიწვები აგერ ტელევიზორთნ და ვიზუზუნებ, სანამ შემიძლია, ამასობაში ცხოვრებაც გავა.

მეორე გზა უფრო რთულია, იმიტომ, რომ მას ძალისხმევა, გონიერება და შრომა ჭირდება. და ის გულისხმობს: გააცნობიერე, რამ გამოიწვია ემოცია, აღიარე, მიიღე, გაუშვი და შეცვალე. ამ გზას მივყავართ ჯანსაღი, ენერგიული, აქტიური და აზრიანი ცხოვრებისკენ.

მაგალითდ, ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებებმა გადამრია, ამოვხტი ტანსაცმლიდან, გავბრაზდი. რას ვაკეთებ?

1. გავაცნობიერე ეს, ვაღიარე, რომ განვიცდი ამასთან დაკავშირებით სიბრაზეს, იმედგაცრუებას, უსუსურობას, შიშს და ა. შ.

2. მივიღე ეს რეალობა და მივიღე ჩემი ემოცია — რომც ვეწინააღმდეგო რაა როო?

თუ მივიღებ, შეცვლას შევძელებ. თუ ვეწინააღმდეგები — ვერ დავწყნარდები და ვერაფერს შევცვლი და ვიქნები თითისტარის „ჭკუაზე“, მანამ მატრიალებს, სანამ არ დაიღლება.

მინდა სულ ცუდად ვიყო და უფრო და უფრო „დავიგრუზო“? — ჩემი ნებაა.

მინდა, გავთავისუფლდე? — გადავდივარ მესამე პუნქტზე.

ვამბობ: მე ვღებულობ ჩემს გაბრაზებას, მე ვღებულობ ჩემს იმედგაცრუებას, მე ვღებულობ ჩემს შიშს და ვიმეორებ თითოეულს მანამ, სანამ პირდაპირ გულიდან არ მომეშვება და თავისუფლად არ ამოვისუნთქებ.

3. გავუშვი. ანუ აღარ ვარ ამ ფიქრზე მიჯაჭვული. გავთავისუფლდი. გავაგრძელე ცხოვრება.

4. ჩავანაცვლე: ვანაცვლებთ ემოციას — შიშს ვანაცვლებთ რწმენით, რომ ყველაფერი კარგადაა, უენერგიობას — ენთუზიაზმით, გაბრაზებას სიმშვიდით, გაღიზიანებას — მიმღებლობით, დეპრესიას — სიხარულით და მორჩა.

ამას ქვია ნეგატივის „ჩაქრობა“ ან თითისტარის გაჩერება , როგორც გინდათ ისე დაარქვით 🙂

 როგორ ვანაცვლებთ? ამის უამრავი გზა არსებობს.

ყველაზე მარტივი: გაიხსენეთ, როდის განიცადეთ ის, რითაც გსურთ ჩაანაცვლოთ „ჩამქრალი“ ნეგატივი და დარჩით იმ კარგ ემოციაში რაც შეიძლება დიდხანს.

ანუ გავაცნობიერე, მივიღე, გავუშვი და ჩავანაცვლე — გათავისუფლებულ ადგილას „დავწერე“ რამე ახალი და კარგი.

თითისტარზე არ იდარდოთ, იმდენი ყავს „დახვეული“, უსაქმოდ არასოდეს დარჩება 😀😀

თამარ საგინაშვილი

ნანახია:(1648)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
თამარ საგინაშვილი

Related Articles

31 ივლისს ჯოან როულინგის მერვე წიგნი «ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი» გამოვა

«ჰარი პოტერის» ახალი წიგნის გამოსვლამდე 5 დღე დარჩა. ბრიტანელი მწერლის ჯოან როულინგის მიერ ჰარი პოტერზე შექმნილი რომანების მერვე ამბავს მკითხველი


„ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ წიგნის კითხვა, რომ სწორად ვიცხოვროთ»

„მე მინდა შოტლანდიელი ფილოსოფოსის — ბიატის ცხოვრების ერთი ფურცელი შეგახსენოთ. მას ჰყავდა ვაჟი, რომელიც ძალიან უყვარდა და სურდა, მისთვის სასულიერო


პატარა თვალთმაქცი მაწანწალას ბიზნეს ტრიუკი

„მათხოვრებისნაირი კრეატიული ბიზნეს-ფენა არ არსებობს. უცებ უღებენ დროს ალღოს“ — წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლელა კოდალაშვილი და ერთი პატარა მაწანწალას


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<